ელიქუისი 5მგ #56ტ(თურქ)

ელიქუისი 5მგ #56ტ(თურქ)

64.83 ლარი 58.96 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ბრისოლ მაიერს სქვიბი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: Apixaban
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 87015
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ელიქვისი® 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აპიქსაბანს.
  • დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა (მიიღება რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ნატრიუმის ლაურილ სულფატი (E487), მაგნიუმის სტეარატი (E470b), ოპადრი II ყვითელი (ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიიღება რძისგან), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), რკინის წითელი ოქსიდი (E172)).

▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მე-4 თავში იხილეთ, როგორ უნდა მიაწოდოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-          შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

-          დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-          ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

-          თუ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

-          დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის ელიქვისი და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ელიქვისის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ელიქვისი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. ელიქვისის შენახვა

1. რა არის ელიქვისი და რისთვის გამოიყენება?

  • ელიქვისი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აპიქსაბანს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად ანტიკოაგულანტები. ეს ჯგუფი  ასევე ცნობილია სისხლის გამათხელებელი პრეპარატების სახელით. პრეპარატი ახდენს სისხლის შედედების უზრუნველმყოფი მნიშვნელოვანი ნივთიერების - ფაქტორი Xa-ს ინჰიბირებას და აღკვეთს თრომბის  წარმოქმნას.
  • ვარდისფერი, ოვალური ტაბლეტი დაფარულია აპკით და ცალ მხარეს აწერია „894“, მეორე მხარეს - „5“. პრეპარატი იყიდება მუყაოს კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი ბლისტერები.
  • ელიქვისი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:
  • გულში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომელთაც აქვთ არათანაბარი გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია) და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი (როგორიცაა გადატანილი ინსულტი ან გარკვეული ტიპის შექცევადი დამბლა (გარდამავალი იშემიური შეტევა), რომელსაც იწვევს ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების დროებითი დახშობა, 75 წელი და მეტი ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა). თრომბი შესაძლებელია მოწყდეს, გადაადგილდეს თავის ტვინისკენ და გამოიწვიოს ინსულტი ან მოხვდეს სხვა ორგანოში და შეაფერხოს ამ ორგანოსთვის მიწოდებული სისხლის ნორმალური ნაკადი (ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა
  • გამოიყენება ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბების (პულმონარული ემბოლია) მკურნალობის, ასევე ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ელიქვისის გამოყენებამდე

 არ გამოიყენოთ ელიქვისი შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აპიქსაბანზე ან ელიქვისის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე

- თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა

-თუ გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება ან დარღვევა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, კუჭისა და ნაწლავის აქტიური ან ახალი წყლული, ახლო წარსულში გადატანილი ინსულტი)

- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (ღვიძლთან დაკავშირებული კოაგულოპათია)

- თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი)

  • გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლისას სისხლძარღვის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად იყენებთ ჰეპარინს ან არათანაბარი გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ უნდა ჩატარდეს  კათეტერული აბლაცია.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ელიქვისის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე

თუ გაქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:

- ქვემოთ წარმოდგენილ შემთხვევებში სისხლდენის მომატებული რისკი:

-          სისხლდენის დარღვევები, მათ შორის დაავადებები, რომელიც იწვევენ თრომბოციტების დაბალ აქტივობას

-          ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომლის კონტროლიც ვერ ხერხდება სამედიცინო მკურნალობით

-          75 წელზე მეტი ასაკი

-          60 კგ ან უფრო ნაკლები სხეულის წონა

- თირკმლის სერიოზული დაავადება ან დიალიზი

- ღვიძლის პრობლემა ან ანამნეზში ღვიძლის პრობლემა

  • ელიქვისი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების სიმპტომები
  • თქვენი ექიმი ელიქვისის გამოყენებამდე ჩაატარებს ანალიზს ღვიძლის ფუნქციის დასადგენად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციებში ცვლილების სიმპტომები, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.

- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია) და უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა თრომბის წარმოქმნის წინააღმდეგ ერთი ან ორი პრეპარატით

- პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის ხელოვნური სარქველი

- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბი (ფილტვის ემბოლია) და პაციენტებში, რომლებსაც თრომბის დასაშლელად ან ფილტვიდან თრომბის ამოსაღებად ესაჭიროებათ ოპერაცია

- პაციენტებში აქტიური ავთვისებიანი სიმსივნით,

- პაციენტებში, რომლებიც იღებენ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის თავში „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“ მითითებულ პრეპარატებს

- პაციენტებში მაღალი რისკით, რომელსაც ახასიათებს ერთდროულად გულის და გულთან კავშირის არმქონე ერთზე მეტი დაავადების არსებობა, რომლებიც იღებენ აცელტილსალიცილის მჟავას (ASA, მაგალითად, ასპირინი) ან ASA-ს და კლოპიდოგრელის კომბინაციას და გადატანილი აქვთ გულის სისხლძარღვების უეცარი თრომბოზი

- აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (გარკვეული ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელი) ერთდროულად მიღებისას

- თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების უეცარი დროებითი დახშობით გამოწვეული შექცევადი ინსულტის (მწვავე იშემიური ინსულტი) სამკურნალოდ თრომბის დამშლელი (თრომბოლიზური) აგენტების გამოყენების შემთხვევაში

- ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან (სისხლის გამათხელებელი პრეპარატების ჯგუფი) ერთად გამოყენებისას

- ასაკოვან პაციენტებში სისხლდენის პოტენციურად მაღალი რისკის გამო ელიქვისის და აცეტილსალიცილის მჟავას (მაგალითად, ასპირინი) ერთდროულად გამოყენებისას

- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

თუ გესაჭიროებათ ოპერაცია ან ჩარევა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლდენა, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს მცირე ხნით პრეპარატის შეწყვეტა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გამოიწვევს თუ არა გარკვეული პროცედურა სისხლდენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ბავშვები და მოზარდები

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ელიქვისის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელიქვისის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

არ არის ცნობილი ელიქვისის ზემოქმედება ორსულობასა და ნაყოფზე. თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ელიქვისი.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის  მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ელიქვისი ადამიანის რძეში.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ელიქვისით მკურნალობის შეჩერების შესახებ.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

არ არის გამოვლენილი, ახდენს თუ არა ზემოქმედებას ელიქვისი სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელიქვისის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ელიქვისი შეიცავს ლაქტოზას (რძეში არსებული გარკვეული ტიპის შაქარი). თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთ შაქრის მიმართ მგრძნობელობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ზოგმა პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს ელიქვისის ეფექტი, ზოგმა კი დააქვეითოს. ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა ელიქვისი და რა სიხშირით უნდა გამოიყენოთ.

ქვემოთ მითითებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ ელიქვისის ეფექტი და არასასურველი სისხლდენის ალბათობა:

- სოკოვანი ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და სხვ.)

- აივ ინფექციის/შიდსის დროს გამოყენებული ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი),

- სისხლის შედედების შესამცირებლად გამოყენებული სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და სხვ.)

- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, ასპირინი ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის და იღებთ ასპირინს, შესაძლებელია არსებობდეს სისხლდენის მომატებული რისკი.

- მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად,  დილთიაზემი)

- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები - ანტიდეპრესანტები (მაგალითად, სეროტონინის უკუშთანთქმის სელექციური ინჰიბიტორები  ან სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუშთანთქმის ინჰიბიტორები).

ქვემოთ მითითებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია შეამცირონ თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მხრივ ელიქვისის ეფექტი:

- ეპილეფსიის ან კონვულსიების წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და სხვ.)

- მცენარე კრაზანა (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული დანამატი)

- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი)

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ელიქვისი?

  • ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ელიქვისი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ექიმის მიერ მითითებული ვადის განმავლობაში ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველდღე, დღეში ორჯერ ერთი ტაბლეტი.

  • გამოყენების გზა და მეთოდი:

ელიქვისი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი ჩაყლაპეთ მთლიანად წყალთან ერთად. შესაძლებელია ელიქვისის მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები დალიოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ გიძნელდებათ მთლიანი ტაბლეტის ჩაყლაპვა, ელიქვისის მიღების სხვა გზებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს. შეგიძლიათ უშუალოდ მიღების წინ დაფხვნათ ტაბლეტი და შეურიოთ წყალს, წყალში გახსნილი 5% დექსტროზის ხსნარს, ვაშლის წვენს ან ვაშლის პიურეს.

ტაბლეტის დაფხვნის ინსტრუქცია:

  • დაფხვენით ტაბლეტი როდინის და სანაყის გამოყენებით
  • დოზა ფრთხილად გადაიტანეთ სათანადო ჭურჭელში: ნარევის მისაღებად შეურიეთ მცირე რაოდენობით, მაგალითად, 30 მლ (2 სუფრის კოვზი) წყალი ან  რომელიმე ზემოაღნიშნული სითხე
  • ნარევი ჩაყლაპეთ
  • ტაბლეტის დასაფხვნელად გამოყენებულ როდინს, სანაყს და ჭურჭელს გამოავლეთ მცირე რაოდენობით წყალი ან სხვა სითხე (მაგალითად, 30 მლ) და გამოვლებული სითხე დალიეთ.

საჭიროებისას ექიმს შეუძლია ნაზოგასტრული ზონდით მიგაწოდოთ ელიქვისის დაფხვნილი ტაბლეტი, რომელიც შერეულია 60 მლ წყალში ან წყალში დამატებულ 5% დექსტროზის ხსნარში.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, გულში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი 2,5 მგ ელიქვისის ტაბლეტი:

  • თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
  • თუ გეხებათ ქვემოთ მითითებულთაგან ორი ან მეტი შემთხვევა:

-           თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს, რომ თირკმლის ფუნქცია არასაკმარისია (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)

-          თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის

-          თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ტაბლეტი, მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები დალიოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.

ფეხის ვენებში და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზაა პირველი 7 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ორი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი: მაგალითად, დილით და საღამოს 2-2 ტაბლეტი.

7 დღის შემდეგ ელიქვისის რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი: მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ თრომბის ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 2,5 მგ ტაბლეტი. მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.

თქვენს ექიმს შეუძლია ანტიკოაგულაციური მკურნალობა შეცვალოს შემდეგი სახით:

- ელიქვისიდან თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატებზე (ანტიკოაგულანტი) გადასვლა

შეწყვიტეთ ელიქვისის გამოყენება. მომდევნო ტაბლეტის მიღების დროს მკურნალობა დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით).

- თრომბის საწინააღმდეგო  პრეპარატებიდან (ანტიკოაგულანტი) ელიქვისზე გადასვლა

შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზის მიღების დროს დაიწყეთ მკურნალობა ელიქვისით, შემდეგ კი ჩვეულებრივ განაგრძეთ მკურნალობა ელიქვისით.

- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ვარფარინი) მკურნალობიდან ელიქვისზე გადასვლა

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. ექიმს დასჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება და გეტყვით, როდის უნდა დაიწყოთ ელიქვისის მიღება.

- ელიქვისიდან K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატზე (მაგალითად, ვარფარინი) გადასვლა

თუ ექიმი გეტყვით, რომ თქვენ გესაჭიროებათ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის გამოყენება, K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის შემდეგ არანაკლებ 2 დღის განმავლობაში განაგრძეთ ელიქვისის მიღება. ექიმს დასჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება და გეტყვით, როდის უნდა შეწყვიტოთ ელიქვისის მიღება.

პაციენტები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კარდიოვერსია

თუ საჭიროა გულისცემის დარღვევის აღდგენა პროცედურით - კარდიოვერსია, თავის ტვინის სისხლძარღვებში და სხეულის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ელიუქუისი ექიმის მიერ მითითებულ დროს.

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ასაკოვნებში გამოყენება:

თუ არ არსებობს დოზის შემცირების კრიტერიუმები, არ არის საჭირო დოზის კორექტირება. თუ ქვემოთ მითითებული შემთხვევებიდან ორი ან მეტი გეხებათ თქვენ, რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ 2,5 მგ ელიქვისი:

-          თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს, რომ თირკმლის ფუნქცია არასაკმარისია (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)

-          თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის

-          თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.

  • გამოყენების სპეციალური პირობები:

ღვიძლის უკმარისობა:

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაავადების დროს.

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში ელიქვისი უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.

თირკმლის უკმარისობა:

არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პაციენტებში თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსის შედეგი, რომელიც წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის კრიტერიუმს,

თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულმა პაციენტებმა (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აპიქსაბანი უნდა მიიღონ დაბალი დოზით - დღეში ორჯერ 2,5 მგ.

თუ ქვემოთ მითითებული შემთხვევებიდან ორი ან მეტი გეხებათ თქვენ, რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ 2,5 მგ ელიქვისი:

-          თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს, რომ თირკმლის ფუნქცია არასაკმარისია (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)

-          თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის

-          თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.

თუ თვლით, რომ ელიქვისის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ელიქვისი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ შემთხვევით მიიღეთ ელიქვისი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, თუნდაც ცარიელი.

თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ელიქვისს, შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი. სისხლდენის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან ანტი-ფაქტორი Xa აქტივობის აღდგენის მიზნით მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ელიქვისის მიღება

  • დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე და
  • ელიქვისის მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს
  • შემდეგ განაგრძეთ ჩვეულებრივი სახით მიღება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ, ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ელიქვისით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

არ შეწყვიტოთ ელიქვისის მიღება ექიმის მითითების გარეშე, რადგანაც ძალიან ადრე მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად გაიზარდოს თრომბის წარმოქმნის რისკი.

თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ელიქვისის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება ყველას. ელიქვისის ყველაზე ხშირი, ზოგადად მოსალოდნელი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის სახიფათო და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ელიქვისზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

ელიქვისმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა.

სიხშირეები განმარტებულია ქვემოთ მითითებულ სახით:

- ძალიან ხშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს);

- ხშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს);

- არახშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს);

- იშვიათი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს);

- ძალიან იშვიათი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს);

- უცნობია (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არითმია და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი: თუ ელიქვისს იყენებთ გულში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლებელია წარმოიქმნას შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი

- თვალებში სისხლჩაქცევა

- კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა

- ანუსიდან სისხლდენა

- შარდში სისხლი

- ცხვირიდან სისხლდენა

- ღრძილებიდან სისხლდენა

- სილურჯე და შეშუპება

- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე

- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა

- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

- სისხლის ანალიზებში:

- ფერმენტ გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.

არახშირი

- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა

- პირის ღრუდან სისხლდენა ან ხველის დროს ნახველში სისხლი

- მუცლის ღრუში ან ვაგინალური სისხლდენა

- განავალში ღია წითელი სისხლი

- ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით, სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ან ინექციის მიდამოდან

- ჰემოროიდული სისხლდენა

- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)

- სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:

-          ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

-          ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება

-          ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე.

- კანზე გამონაყარი

- ქავილი

- თმის ცვენა

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

იშვიათი

- ფილტვებიდან ან ყელიდან სისხლდენა

- მუცლის ღრუს უკანა მიდამოში სისხლდენა

- კუნთებში სისხლჩაქცევა

თუ ელიქვისს იყენებთ ფეხის ვენებში თრომბის  ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის მკურნალობის ან ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლებელია აღინიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი

- ცხვირიდან სისხლდენა

- ღრძილებიდან სისხლდენა

- შარდში სისხლი

- სილურჯე და შეშუპება

- კუჭიდან, ნაწლავებიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

- პირის ღრუში სისხლდენა

- ვაგინალური სისხლდენა

- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)

- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

- კანზე გამონაყარი

- სისხლის ანალიზებში:

     - ფერმენტების გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინამინოტრანსფერაზას მატება.

არახშირი

- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა

- თვალში სისხლჩაქცევა

- პირის ღრუდან სისხლდენა ან ხველის დროს ნახველში სისხლი

- განავალში ღია წითელი სისხლი

- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა

- ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით, სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ან ინექციის მიდამოდან

- ჰემოროიდული სისხლდენა

- კუნთებში სისხლჩაქცევა

- ქავილი

- თმის ცვენა

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

- სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:

- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება

- ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე.

იშვიათი

- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა

- ფილტვებიდან სისხლდენა

უცნობია

- მუცელში ან მუცლის უკან მდებარე ღრუში სისხლდენა

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გვერდითი მოვლენები მოიცავს ნებისმიერ სავარაუდო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე  გვერდითი მოვლენები შეგიძლიათ მიუთითოთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ და აცნობოთ უშუალოდ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზით - 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე  გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ელიქვისის შენახვა

ელიქვისი  შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ელიქვისი შეუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

სს ფაიზერ პფე ილაჩლარი

მუალიმ ნაჯის გამზირი №: 55, 34347 ორთაქოი/სტამბოლი           

წარმოების ადგილი:

ბრისტოლ-მაიერს სქვიბ მანუფაქტურინგ კომპანი, ჰუმაკაო, პუერტო-რიკო

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 11.02.2021  წელს.  

თბილისი (140 აფთიაქი)

ავერსი 3
237 30 11
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2024-07-01
ავერსი 19
231-61-46
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-01-01
ავერსი 21 (24სთ)
231-18-34
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-01-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 33
237-54-09
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-01-01
ავერსი 34 (24სთ)
238-14-17
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-01-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-01-01
ავერსი 41
237-54-08
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-01-01
ავერსი 46
231-94-61
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-01-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2024-11-01
ავერსი 78
259-67-04
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-01-01
ავერსი 89
2-506-506 (3089)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 91 (24სთ)
210-47-03
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-01-01
ავერსი 94
218-18-23
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-01-01
ავერსი 120
238-36-75
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-01-01
ავერსი 150
2-51-96-35
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-01-01
ავერსი 153
2-506-506 (3153)
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2024-05-01
ავერსი 154
2-506-506 (3154)
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-01-01
ავერსი 157
2 506-506 (3157)
შარტავას 4/6
ვადა: 2024-11-01
ავერსი 158
2-506-506 (3158)
მირიან მეფის №75
ვადა: 2024-11-01
ავერსი 160
2-506-506 (3160)
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 165
2-506-506 (3165)
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 166
2 506-506 (3166)
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-01-01
ავერსი 172
2-506-506 (3172)
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2024-11-01
ავერსი 177
2 506-506 (3177)
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2024-11-01
ავერსი 178
2 506-506 (3178)
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2024-11-01
ავერსი 180
2-506-506 (3180)
მინდელის ქ -11
ვადა: 2024-08-01
ავერსი 181
2-506-506 (3181)
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 182
2-506-506 (3182)
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-01-01
ავერსი 187
2-506-506 (3187)
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2024-11-01
ავერსი 192
0322506506 (3192)
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2024-11-01
ავერსი 194 (24სთ)
2506506 (3194)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2024-11-01
ავერსი 195
2506506 (3135)
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2024-11-01
ავერსი 200
0322506506 (3200)
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2024-09-01
ავერსი 202
0322506506 (8202)
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-01-01
ავერსი 8
2506506 (3008)
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2024-08-01
ავერსი 10
274-74-06
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 16
274-63-87
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 37
274-63-85
ქ.წამებულის №91-ის წინ
ვადა: 2024-09-01
ავერსი 52
278-30-33
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2024-11-01
ავერსი 60
227-40-24
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2024-11-01
ავერსი 61
274-63-78
მ.ს. "ისანთან"
ვადა: 2025-01-01
ავერსი 74
271-77-52
მეველეს ქ. №3
ვადა: 2024-11-01
ავერსი 98
277-84-47
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2025-01-01
ავერსი 115
2-506-506 (3115)
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2025-01-01
ავერსი 116
214-00-48
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2025-01-01
ავერსი 146
2506506 (3146)
ვაზისუბნის IV მ/რ I კვარტალში IV №4 საოჯახო მედიცინის ცენტრში
ვადა: 2025-01-01
ავერსი 156
2-506-506 (3156)
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-01-01
ავერსი 190
0322 506 506(3190)
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-01-01
ავერსი 191
(0322)506-506 (3191)
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-01-01
ავერსი 203
0322506506 (8203)
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2024-08-01
ავერსი 204
0322506506 (8204)
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-01-01
ავერსი 2
234-22-32
თ.მეფის გამზ. №28-30
ვადა: 2024-04-01
ავერსი 7
234-48-99
თამარ მეფის გამზირი 26 / თევდორე მღვდლის ქ. 1
ვადა: 2025-01-01
ავერსი 13 (24სთ)
250-88-30
დ.აღმაშენებლის გამზ. №148ა
ვადა: 2025-01-01
ავერსი 72
234-69-13
წინამძღვრიშვილის ქ. №137
ვადა: 2025-01-01
ავერსი 83
291-02-93
ჩუბინაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-01-01
ავერსი 84
295-55-72
ხეთაგუროვის ქ. №4
ვადა: 2024-08-01
ავერსი 101
295-22-68
მარჯანიშვილის ქ. №28
ვადა: 2024-11-01
ავერსი 122 (24სთ)
294-17-42
ჩიტაიას ქ. №37
ვადა: 2025-01-01
ავერსი 124
234-26-84
აბასთუმნის ქ. №1
ვადა: 2025-01-01
ავერსი 142
235-45-92
თევდორე მღვდლის ქ. 3 / თამარ მეფის გამზ. №32
ვადა: 2025-01-01
ავერსი 168
2 506-506 (3168)
წერონისის და ხერთვისის ქუჩის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-01-01
ავერსი 184
0322900800
მარჯანიშვილის ქ N26
ვადა: 2025-01-01
ავერსი 196
0322506506 (3196)
აღმაშენებლის გამზირი N98
ვადა: 2024-08-01
ავერსი 12
253-06-18
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 15
235-66-27
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2024-11-01
ავერსი 45
235-67-64
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2024-11-01
ავერსი 57
251-50-82
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2025-01-01
ავერსი 70
218-17-64
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2025-01-01
ავერსი 102
235-74-00
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2024-11-01
ავერსი 106
247-96-35
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 136
235-99-87
ლუბლიანას ქ. №21
ვადა: 2024-11-01
ავერსი 141
2-506-506 (3141)
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2024-11-01
ავერსი 145
2-506-506 (3145)
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 169
2-506-506 (3169)
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 188
0322 506506 (3188)
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2025-01-01
ავერსი 25 (24სთ)
266-20-03
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-01-01
ავერსი 29
2506506 (3029)
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 40
260-98-16
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-01-01
ავერსი 50
295-17-53
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 58
269-35-37
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-01-01
ავერსი 88 (24სთ)
0322506506(3088)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2024-08-01
ავერსი 93
266-24-03
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-01-01
ავერსი 103
230-98-66
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-01-01
ავერსი 109
261-14-72
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 138
210-29-62
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2024-11-01
ავერსი 161
2-506-506 (3161)
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2024-08-01
ავერსი 183
2-506-506 (3183)
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2024-11-01
ავერსი 185
0322 506-506 (3185)
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-01-01
ავერსი 186
2-506-506 ( 3186)
გურამიშვილის #31
ვადა: 2025-01-01
ავერსი 9
262-85-84
გლდანის ,,ა" მ/რ. კორპ. 50-ის მიმდებარედ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 14
263-32-26
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 44
2-506-506 (3044)
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2025-01-01
ავერსი 51 (24სთ)
264-13-02
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-01-01
ავერსი 66 (24სთ)
257-35-37
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-01-01
ავერსი 87
264-13-03
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-01-01
ავერსი 90
268-64-88
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-01-01
ავერსი 111
262-18-29
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2024-11-01
ავერსი 133
218-09-22
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2024-11-01
ავერსი 143 (24სთ)
257-45-00
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-01-01
ავერსი 147
236-85-73
მეტრო ახმეტელის მიმდ.ტერიტორია, გლდანი მოლი
ვადა: 2025-01-01
ავერსი 162
2-506-506 (3162)
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2025-01-01
ავერსი 171
2-506-506 (3171)
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2024-11-01
ავერსი 174
2-506-506 (3174)
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-01-01
ავერსი 198
0322506506 (3198)
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2024-11-01

რეგიონი (182 აფთიაქი)

ახმეტა
(+995 349) 22-28-83
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2024-11-01
გურჯაანი 1 (24სთ)
(+995 353) 22-12-18
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-01-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2024-11-01
გურჯაანი 3
2-506-506 (3373)
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-01-01
კაჭრეთი
0322506506 (3386)
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2024-11-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-01-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2024-08-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2024-11-01
თელავი 4
2-506-506 (3204)
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2024-08-01
თელავი 5
2-506-506 (3205)
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-01-01
ყარაჯალა-1
0322506506 (3208)
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2024-08-01
იორმუღანლო
2-506-506 (3458)
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2024-11-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2024-08-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
(+995 354) 22-39-00
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2024-11-01
საგარეჯო 1
(+995 351) 24-34-78
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-01-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2024-11-01
სიღნაღი (24სთ)
577 006 790
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-01-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-01-01
ყვარელი 3
0322 900 800 (3243)
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2024-11-01
ახალსოფელი
0322 506 506(3247)
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2024-11-01
ყვარელი 4
0322506506 (3244)
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2024-04-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-01-01
მარტყოფი 1
(3393)
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2024-07-01
კაზრეთი-1
2-506-506 (3801)
დაბა კაზრეთი
ვადა: 2024-08-01
ბოლნისი 1 (24სთ)
0322 506 506(3511)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-01-01
ბოლნისი 2
2-506-506 (3516)
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2024-11-01
გარდაბანი
(+995 372) 22-34-36
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-01-01
დმანისი
(+995 360) 22 23 15
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2025-01-01
გამარჯვება 1
2-506-506 (3519)
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2024-04-01
წალკა 1
2-506-506(3524)
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2025-01-01
თეთრიწყარო 1
2-506-506 (3481)
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-01-01
კრწანისი
2-506-506 (3207)
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2024-07-01
მარნეული 1 (24სთ)
(+995 357) 22-10-84
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-01-01
მარნეული 2 (24სთ)
0322 506 506(3502)
26 მაისის ქ.
ვადა: 2025-01-01
მარნეული 3
(+995 357) 22-24-05
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2024-11-01
რუსთავი 1
(+995 341) 22-12-03
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-01-01
რუსთავი 2 (24სთ)
(+995 341) 24-16-90
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-01-01
რუსთავი 3 (24სთ)
(+995 341) 22-03-64
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2024-08-01
რუსთავი 4
(+995 341) 22-76-00
მე-19-ე მ/რ. კორპ. 17
ვადა: 2024-08-01
რუსთავი 6
2-506-506 (3256)
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2024-11-01
რუსთავი 7
(+995 341) 22-76-10
ქ. რუსთავი, თოდრიას №3 ჩიხის 1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-01-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2024-11-01
ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-01-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 3
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2024-08-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-01-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 6
2-506-506 (3216)
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-01-01
ზესტაფონი 7
0322 506 506 (3217)
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2024-11-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-01-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-01-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-01-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-01-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2024-11-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
გომართელის №6
ვადა: 2024-11-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 2
0322 506 506(3702)
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2024-08-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 7 (24სთ)
(+995 431) 29-72-22
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2024-08-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2024-08-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 15 (24სთ)
0322 506 506 (3715)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2024-08-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2024-08-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2024-08-01
ქუთაისი 22
577 38-60-52
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2024-04-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი N 24
2-506-506 (3724)
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 25
0322506506 (3725)
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 26
0322506506 (3726)
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-01-01
ხარაგაული
0322506506 (3276)
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-01-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2024-11-01
წყალტუბო 2
0322506506 (3269)
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2024-08-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2024-11-01
ჭიათურა 2 (24სთ)
(+995 479) 25-42-02
აბაშიძის ქ. №1
ვადა: 2025-01-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2024-08-01
ჭიათურა 4
(+995 479) 25–28–51
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-01-01
ხონი (24სთ)
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2024-08-01
ჩაქვი
2-506-506 (3427)
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2024-08-01
ხულო
0322506506 (3441)
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 2 (24სთ)
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2024-08-01
ბათუმი 4
(+995 422) 24-08-05
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2024-04-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2024-04-01
ბათუმი 6
2-506-506 (3406)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2024-04-01
ბათუმი 8
(+995 422) 25-59-99
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 9
2-506-506 (3409)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 10 (24სთ)
577-006-71(3410)
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 11
2-506-506 (3411)
ბარათაშვილის №26
ვადა: 2024-05-01
ბათუმი 12
(+995 422) 22–36–22
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2024-08-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2024-11-01
ბათუმი N17
2-506-506 (3417)
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-01-01
ბათუმი N18
2-506-506 (3418)
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2024-05-01
ბათუმი 20
0322 506506 (3420)
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 21
0322506506 (3444)
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-01-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-01-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2024-11-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2024-11-01
ბანძა
2-506-506 (3467)
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2024-08-01
ზუგდიდი 1
(+995 415) 22-11-42
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-01-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2024-11-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-01-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2024-08-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2024-08-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2024-08-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
2506506 (3307)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-01-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2024-08-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2024-11-01
მარტვილი 3
0322 506-506 (3313)
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-01-01
მესტია
2-506-506 (3206)
სეტის მოედანი №12
ვადა: 2024-08-01
სენაკი 1 (24სთ)
(+995 413) 27-75-05
რუსთაველის №172
ვადა: 2025-01-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2024-08-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2025-01-01
ფოთი 1 (24სთ)
(+995 493) 22-81-17
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2025-01-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2024-11-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2024-11-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2024-11-01
წალენჯიხა 1
2-506-506 (3521)
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-01-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2024-08-01
ჯვარი
2-506-506 (3359)
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2024-11-01