ბისაკოდილი 0.005გ #30ტ (ბულგ)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო (ყაბზობის საწ)საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ბისაკოდილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 8686
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბისაკოდილი 5 მგ
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება: ბისაკოდილი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო.
გარსი: მეტაკრილის მჟავა - მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი (1:1), მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, სალმანდი, საღებავი E 104.
წამლის ფორმა
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები.
მოქმედება
ბისაკოდილი არის უშუალოდ მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე ადგილობრივი მოქმედების საფაღარათე სამკურნალო საშუალება. ჰიდროლიზდება ნაწლავის ფერმენტებით, ასტიმულირებს პერისტალტიკას, სითხეებისა და ალექტროლიტების დაგროვებას მსხვილ ნაწლავში.
ჩვენება
ბისაკოდილი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას
-ყაბზობა;
-მზადება დიაგნოსტიკური პროცედურებისათვის;
-ოპერაციის წინა და პოსტოპერაციული მკურნალობა;
-მსხვილი ნაწლავის განთავისუფლება (დეფეკაცია) კლინიკური საჭიროებისას ბუასილის, ფისტულებისა და უკანა ტანის ნაპრალის არსებობისას.
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ბისაკოდილი:
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური და/ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
-თუ თქვენ გაქვთ ნაწლავური გაუვალობა;
-თუ თქვენ გაქვთ მწვავე ქირურგიული მუცელი, აპენდიციტი, მწვავე ენტერიტი;
-მძიმე დეჰიდრატაციისას (გაუწყლოვნება);
-ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
-ბავშვთა ასაკში;
სპეციალური გაფრთხილება
ბისაკოდილი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
საჭიროა ყაბზობის მიზეზის დადგენა და არა საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებისას.
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა ფორმები
თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბისაკოდილის მაღალი დოზებისა და დიურეტიკების და/ან ადრენოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების საშიშროება.
ელექტროლიტური დისბალანსის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა გულის გლიკოზიდების მიმართ.
გაფრთხილება პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისათვის
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ორსულობის პერიოდში მისი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ პერიოდში მისი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
ბისაკოდილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
ამ პრეპარატით მკურნალობისას სასმელის ან საკვები პროდუქტების გარკვეული სახეების შეზღუდვა ან კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვის საჭიროების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს და შესაძლებელია საშიში იყოს ცელიაკიის დროს (გლუტენური ენტეროპათია).
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც იგი შეუთავსებელია ლაქტოზის უკმარისობის, გალაქტოზემიის ან მალაბსორბციის გლუკოზური/ გალაქტოზური სინდრომისას.
გამოყენება
გამოყენების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ტინიდაზოლი თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
ყაბზობა
-მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: დღეში 1-2 ტაბლეტი (5-140 მგ).
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 8-10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მზადება დიაგნოსტიკური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევისათვის:
-მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2-4 ტაბლეტი (10-20 მგ) ერთჯერადად საღამოს;
4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი საღამოს.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ბისაკოდილი მოქმედებს ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის!
ჭარბი დოზის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: ფაღარათი, სპაზმი მუცლის არეში, ელექტროლიტური დისბალანსი, მათ შორის ჰიპოკალიემიის სიმპტომები (კალიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში).
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭარბი დოზის გამოყენებამ (ქრონიკული ჭარბი დოზა) შესაძლებელია გამოიწვიოს ქრონიკული ფაღარათი, კალიუმის დონის დაწევა სისხლში (ჰიპოკალიემია), თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მომატება (მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი), თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები. ჰიპოკალიემიის შედეგად აღწერილია თირკმლის მილების დაზიანების, მეტაბოლური აციდოზისა და კუნთოვანი სისუსტის შემთხვევები.
მურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების პროვოცირება, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია, სიმპტომატური საშუალებები. მკურნალობა ტარდება საავადმყოფოს პირობებში.
თუ თქვენ გამოტოვეთ ბისაკოდილის დოზა
გააკეთეთ ეს შემდეგი რეგულარული მიღებისას.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციები
სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ბისაკოდილმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პირში.
შესაძლებელია განვითარდეს კუჭისმიერი დისკომფორტი, კოლიკები, მუცლის ტკივილი, ფაღარატი.
ბისაკოდილის გამოყენებისას აღწერილია ალერგიული რეაქციების შემთხვევები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება (სახისა და კისრის რბილი ქსოვილების შეშუპება) და ანაფილაქსიური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები).
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან, თუ გამოვლენილი გვერდითი რეაქცია მძიმდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შენახვის ტემპერატურა არა უნდა აღემატებოდეს 25ºC.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 (სამი) წელი.
ბისაკოდილი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ბალკანფარმა-დუპნიცა ად,
,,სამოკოვსკოე შოსე’’ ქ. # 3,
2600, ქ. დუპნიცა, ბულგარეთი
ტელ.: +359/701 58 196; ფაქსი: +359/701 58 555

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით