ჰეპატოფიტოლი 75გ მც/ნედლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პარასამკურნალო საშუალება
ჰეპატოფიტოლი
HEPATOPHYTOL
წამლის ფორმა: ნაკრები.
ათქ კოდი: A05AX10.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვასაშუალებები, რომლებიც გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს.
შემადგენლობა: 1 შეფუთვა (75გ) შეიცავს უკვდავას ყვავილების (flores helichrysi arenarii) 1 წილს, ვარდკაჭაჭას ფესვების (radices cychorii intybi) 1 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 1 წილს, ჭინჭრის ფოთლების (folia urticae) 1 წილს, ბაბუაწვერას ფესვების (radices taraxaci) 1 წილს, ბაყაყურას ნაყოფის (fructus silybi mariani) 1 წილს, სიმინდის ულვაშის (styli cum stigmatis zeae maydis) 1 წილს, სააფთიაქო ბირკავას ბალახის (herba agrimoniae eupatoria) 1 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს.
1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს შეიცავს უკვდავას ყვავილების (flores helichrysi arenarii) 1 წილს, ვარდკაჭაჭას ფესვების (radices cychorii intybi) 1 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 1 წილს, ჭინჭრის ფოთლების (folia urticae) 1 წილს, ბაბუაწვერას ფესვების (radices taraxaci) 1 წილს, ბაყაყურას ნაყოფის (fructus silybi mariani) 1 წილს, სიმინდის ულვაშის (styli cum stigmatis zeae maydis) 1 წილს, სააფთიაქო ბირკავას ბალახის (herba agrimoniae eupatoria) 1 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს.
ფარმაკოლოგიურითვისებები: ნაკრებს აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომყოფი გზების ტონუსს, ზრდის ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას და ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას. გააჩნია ზომიერი ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები. გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების (ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველგამომყოფი გზების ჰიპერტონული ტიპის დისკინეზიის, ქოლანგიტის) პროფილაქტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზაციისთვის; დუოდენიტის, ენტეროკოლიტის დროს; კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევებისას.
გამოყენების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით 500მლ (2,5ჭიქა) მდუღარე წყალი, დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1სთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ.
2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 150მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 15წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრ-პაკეტები გამოწურეთ.
დოზირება: მიიღება 150მლ თბილი გამონაწვლილი საკვების მიღებამდე 20-30წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 3-4 კვირა. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება გავიმეოროთ 2-3 კვირის ინტერვალით 3-4-ჯერ.
დოზის გადაჭარბება: არ არის გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი 7 წლამდე, მწვავე ვირუსული ჰეპატიტი.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია, თუკი მისი გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
2,5გ ნაკრები ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.
e-mail: [email protected].