ცისტოფიტოლი 2.5გ #20პაკ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პარასამკურნალო საშუალება
ცისტოფიტოლი
CISTOPHYTOL
წამლის ფორმა: ნაკრები.
ათქ კოდი: G04BX.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვასაშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში.
შემადგენლობა: 1 შეფუთვა (75გ) შეიცავს ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, კრაზანას ბალახის (herba hyperici) 0,5 წილს, ორკბილას ბალახის (herba bidentis) 1 წილს, წითელი მოცვის ფოთლის (folium vaccinii vitis idaeae) 1 წილს, ორთოსიფონის ფოთლების (folia orthosiphonis) 1 წილს, ოხრახუშის ფესვების (rhizome petroselini sativi) 0,5 წილს, გვირილის ყვავილების (flores chamomillae) 1 წილს.
1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, კრაზანას ბალახის (herba hyperici) 0,5 წილს, ორკბილას ბალახის (herba bidentis) 1 წილს, წითელი მოცვის ფოთლის (folium vaccinii vitis idaeae) 1 წილს, ორთოსიფონის ფოთლების (folia orthosiphonis) 1 წილს, ოხრახუშის ფესვების (rhizome petroselini sativi) 0,5 წილს, გვირილის ყვავილების (flores chamomillae) 1 წილს.
ფარმაკოლოგიურითვისებები: ცისტოფიტოლი ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას სტაფილოკოკებზე, ნაწლავის ჩხირზე, პროტეუსზე და სხვა მიკროორგანიზმებზე, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და დიურეზული მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები. პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში ჩასართავად უროლოგიაში (ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი), გინეკოლოგიაში (ვაგინიტი, არასპეციფიკური ეთიოლოგიის ვულვიტი) და პროქტოლოგიაში (პროქტიტი, ჰემოროიდალური კვანძების ანთება, ანალური ნაპრალები, კოლიტი).
გამოყენების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზს ათავსებენ ჭურჭელში და ასხამენ 500მლ (2,5ჭიქა) მდუღარე წყალს, აყოვნებენ თავდახურულ მდგომარეობაში 60წთ-ის განმავლობაში, წურავენ.
2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 15წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრ-პაკეტები გამოწურეთ. გამოყენების წინ გამონაწვლილი შეანჯღრიეთ.
დოზირება: პერორალურადმიიღება 1/4-1/3 ჭიქა თბილი გამონაცემი 3-4-ჯერ დღეში. ადგილობრივად მიკროოყნისთვის გამოიყენება 25-50მლ თბილი განუზავებელი გამონაწვლილი; გამორეცხვებისთვის, გამოსავლებად, აბაზანებისთვის, საფენებისთვის გამონაცემი ზავდება 2-4-ჯერ.
უროლოგიაში გამონაცემი მიიღება შინაგანად მითითებული სქემის მიხედვით 1-3 კვირის მანძილზე. ქრონიკული დაავადებებისას მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს რამდენიმე თვემდე ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. გამონაწვლილი ერთდროულად გამოიყენება ადგილობრივად (მიკროოყნის სახით) 1-2 კვირის განმავლობაში 1-2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში გამონაცემს იყენებენ შიგნით მისაღებად მითითებული სქემის მიხედვით 2-4 კვირის განმავლობაში და იმავდროულად გამოიყენებენ ადგილობრივად (აბაზანა, სავლები, საფენი, მიკროოყნა) 1-2-ჯერ დღეში.
პროქტოლოგიაში გამონაწვლილი გამოიყენება 1-3 კვირის მანძილზე, ერთდროულად 1/4-1/3 ჭიქა გამონაწვლილის სახით შიგნით მისაღებად, თბილი საფენების სახით 1-3-ჯერ დღეში და ასევე 50მლ გამონაწვლილი მიკროოყნის სახით ძილის წინ.
კოლიტის დროს გამონაწვლილი მიიღება მხოლოდ შინაგანად.
გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
დოზის გადაჭარბება. დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია, თუკი მისი გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
2,5გ ნაკრები ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.
e-mail: [email protected].