ფემინოფიტოლი 2.5გ #20პაკ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პარასამკურნალო საშუალება
ფემინოფიტოლი
FEMINOPHYTOL
წამლის ფორმა: ნაკრები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციის მომაწესრიგებელი პარასამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა: 1 შეფუთვა (75გ) შეიცავს ორტილიას ბალახის (herba orthilia secunda) 1 წილს, ვარდისფერი როდიოლას ფესურებისა და ფესვების (rhizoma cum radicibus rhodiolae roseae) 1 წილს.
1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს შეიცავს ორტილიას ბალახის (herba orthilia secunda) 1 წილს, ვარდისფერი როდიოლას ფესურებისა და ფესვების (rhizoma cum radicibus rhodiolae roseae) 1 წილს.
ფარმაკოლოგიურითვისებები: ორტილიას ბალახი შეიცავს ფიტოჰორმონებს, რომლებიც განსაზღვრავენ მცენარის სამკურნალო მოქმედებას ქალების ორგანიზმზე: გამოიყენება ანთებითი პროცესების, ჰორმონალური ბალანსის დარღვევებისას: მენსტრუალური ციკლის დარღვევის, საშვილოსნოდან სისხლდენისას. ორტილიას შემადგენლობაში შემავალი ფენოლური გლიკოზიდი - არბუტინი ცნობილია თავისი დიურეზული ეფექტით. ჰიდროქინონი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, კუმარინი - კი არის ძლიერი ანტიკოაგულანტი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ფლავონოიდებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური ეფექტი.
როდიოლა ეფექტურია კლიმაქსის დროს, არარეგულარული მენსტრუალური ციკლის, მენსტრუაციის პერიოდში ჭარბი სისხლდენისას.
როდიოლა შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ჰორმონს, რომელიც თავისი შემადგენლობით ადამიანის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მსგავსია. როდიოლა შეიცავს შაქრებს, გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოებს, მცენარეულ ცილებს. როდიოლას მეშვეობით შეიძლება ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა მიზეზით განვითარებული დარღვევები მოწესრიგება, ასევე შეიძლება თავიდან იქნას აცილებული გინეკოლოგიური დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონალურ დარღვევებთან.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ქალებში როგორც დამხმარე საშუალება პროფილაქტიკისთვის და კომპლექსურ მკურნალობაში ჩასართავად მტკივნეული და არარეგულარული მენსტრუალური ციკლის დროს, ორგანიზმში ფერმენტული სისტემებისა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესების აქტივაციისთვის, ჰორმონების სინთეზისა და ქსოვილების გენერაციის გასაძლიერებლად, ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი: 5-6გ ნაკრები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200მლ (1 ჭიქა) ადუღებული წყალი. დააყენეთ 15წთ თავდახურულ მდგომარეობაში და გადაწურეთ. გამონაცემი განაზავეთ ანადუღარი წყლით 200მლ-მდე.
(ფილტრ-პაკეტისთვის) 1 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 30წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრ-პაკეტები გამოწურეთ.
დოზირება: მიიღება 1/2 ჭიქა ცხელი გამონაცემი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, კურსის განმეორება შესაძლებელია 1—2 თვის შემდეგ.
(ფილტრ-პაკეტისთვის) მიიღება 1 ჭიქა გამონაწვლილი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებშიშესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილი, ტკივილი სასქესო ორგანოების უბანში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაციის პერიოდი, ჰორმონალური პრეპარატების ერთდროული მიღება, მენსტრუაცია.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს დისპეფსიის მოვლენებს და გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერებას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
2,5გ ნაკრები ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.
e-mail: [email protected].