სედატოფიტოლი 75გ მც/ნედლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სედატოფიტოლი
SEDATOPHYTOL
პარასამკურნალო საშუალება
წამლის ფორმა: ნაკრები.
ათქ კოდი: N05CM.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები.
შემადგენლობა:
1 შეფუთვა (75გ) შეიცავს თავშავას ბალახის (herba Origani)1 ნაწილს, შავბალახას ბალახის (herba Leonuri) 1 ნაწილს, ბეგქონდარას ბალახის (herba Thymi serpylli) 1 ნაწილს, ბარამბოს ბალახის (herba Melissae) 1 ნაწილს, კატაბალახას ფესურებისა და ფესვების (rhizomata cum radicibus Valerianae) 0,5 ნაწილს.
1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს თავშავას ბალახის (herba Origani)1 ნაწილს, შავბალახას ბალახის (herba Leonuri) 1 ნაწილს, ბეგქონდარას ბალახის (herba Thymi serpylli) 1 ნაწილს, ბარამბოს ბალახის (herba Melissae) 1 ნაწილს, კატაბალახას ფესურებისა და ფესვების (rhizomata cum radicibus Valerianae) 0,5 ნაწილს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. სედატოფიტოლი ახდენს სედატიურ (დამამშვიდებელ), სპაზმოლიზურ მოქმედებას, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას.
ჩვენებები: მომატებული ნერვული აღგზნებადობა, ძილის დარღვევა (უძილობა), ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონალური სპაზმები - კომპლექსურ თერაპიაში ჩართვით.
უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი.
მომზადების წესი. 5გ ნაკრები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 200მლ (1 ჭიქა) ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45წთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურამდე და გადაწურეთ. გამონაწვლილის მოცულობა შეავსეთ ადუღებული წყლით 200მლ-მდე.
2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 200მლ (1 ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 15წთ-ის განმავლობაში. ფილტრ-პაკეტი გამოწურეთ. გამონაწვლილის მოცულობა ადუღებული წყლით შეავსეთ 200მლ-მდე.
გამოყენების წესი: მიიღეთ 1/3 ჭიქა თბილი გამონაწვლილი დღეში 4-ჯერ, კვებამდე 20-30წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსია 10-14 დღე, კურსის განმეორება შესაძლებელია 10 დღიანი შესვენების შემდეგ.
გამოყენების წინ გამონაწვლილი უნდა შეანჯღრიოთ.
გამონაწვლილი ინახება მაცივარში (2-8°C-ზე) არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
დოზის გადაჭარბება. სედატოფიტოლის ხანგრძლივი გამოყენებისას ისეთი დოზებით, რომელიც აღემატება რეკომენდირებულს, შეიძლება განვითარდეს კუნთების სისუსტე, ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. მკურნალობა სიმპტომატურია.
გვერდითი მოვლენები. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (მათ შორის, ჰიპერემია, გამონაყარი, კანის შეშუპება). არასასურველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. სედატოფიტოლი აძლიერებს საძილე და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მომზადებული გამონაწვლილი შეინახეთ მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
2,5გ ნაკრების ფხვნილი ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი’’.
საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.
e-mail: [email protected].