პროსტატოფიტოლი 2.5გ #20პაკ

პროსტატოფიტოლი 2.5გ #20პაკ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პოლიგონიუმი,მელილოტი,ასკილი,შვიტა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86809
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარასამკურნალო საშუალება

პროსტატოფიტოლი

PROSTATOPHYTOL

წამლის ფორმა: ნაკრები.

ათქ კოდი: G04BX.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: სხვასაშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში.

შემადგენლობა: 1 შეფუთვა (75გ) შეიცავს გვირილის ყვავილების (flores chamomillae recutata) 1 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, კრაზანას ბალახის (herba hyperici) 0,5 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 0,5 წილს, შვიტას ბალახის (herba equiseti arvensis) 1 წილს, თხილის ფოთლების (folia corylus avellana) 1 წილს, ოროვანდის ფესვის (rhizoma arctium lappa) 1 წილს, ძიძოს ბალახის (herba meliloti officinalis) 1 წილს, მატიტელას ბალახის (herba polygoni avicularis) 1 წილს, სააფთიაქო ბირკავას ბალახის (herba agrimoniae eupatoriae) 1 წილს.

1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს გვირილის ყვავილების (flores chamomillae recutata) 1 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, კრაზანას ბალახის (herba hyperici) 0,5 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 0,5 წილს, შვიტას ბალახის (herba equiseti arvensis) 1 წილს, თხილის ფოთლების (folia corylus avellana) 1 წილს, ოროვანდის ფესვის (rhizoma arctium lappa) 1 წილს, ძიძოს ბალახის (herba meliloti officinalis) 1 წილს, მატიტელას ბალახის (herba polygoni avicularis) 1 წილს, სააფთიაქო ბირკავას ბალახის (herba agrimoniae eupatoriae) 1 წილს.

ფარმაკოლოგიურითვისებები: ნაკრები მოქმედებს მეტაბოლიზმის პროცესებზე წინამდებარე ჯირკვალში, ახდენს უროდინამიკის კორექტირებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (აფერხებს ექსუდაციურ პროცესებს, ფიბროზულ-გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, ამცირებს ანთებითი რეაქციების გამოხატულებას), სპაზმოლიზური, ანალგეტიკური მოქმედება, ზომიერი ანტიანდროგენული აქტივობა (მხოლოდ ანდროგენების მომატებული დონის შემთხვევაში).

გამოყენების ჩვენებები. გამოიყენება ქრონიკული პროსტატიტის თერაპიის მიზნით, საშარდე გზების არასპეციფიური ანთებითი პროცესებისთვის და ასევე პროსტატის ფუნქციისა და უროდინამიკის დარღვევების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც განპირობებულია ასაკობრივი ცვლილებებით.

გამოყენების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზს ათავსებენ ჭურჭელში და ასხამენ 500მლ (2,5ჭიქა) მდუღარე წყალს, აყოვნებენ თავდახურულ მდგომარეობაში 60წთ-ის განმავლობაში, წურავენ.

2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 150მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 15წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრ-პაკეტები გამოწურეთ. გამოყენების წინ გამონაწვლილი შეანჯღრიეთ.

დოზირება: მიიღება 150მლ თბილი გამონაწვლილი საკვების მიღებამდე 20-30წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს 2 კვირის ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ბავშვთა ასაკი 14 წლამდე.

დოზის გადაჭარბება. დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.  ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

2,5გ ნაკრები ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი’’.

საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.

e-mail: [email protected].