ნეფროფიტოლი 75გ მც/ნედლ

ნეფროფიტოლი 75გ მც/ნედლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სიმინდი,ორკბილა,ევკალიპტი, დათვისყურა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86808
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარასამკურნალო საშუალება

ნეფროფიტოლი

NEPHROPHYTOL

 

წამლის ფორმა: ნაკრები.

ათქ კოდი: G04BX.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვასაშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში.

შემადგენლობა: 1 შეფუთვა (75გ) შეიცავს ანწლის ყვავილების (flores sambuci) 1 წილს, ორთოსიფონის ფოთლების (folia orthosiphonis) 1 წილს, სიმინდის ულვაშის (styli cum stigmatis zeae maydis) 1 წილს, ოროვანდის ფესვების (rhizoma arctii) 1 წილს, ევკალიპტის ფოთლების (folia eucalypti) 1 წილს, წიწმატურას ბალახის (herba capsellae bursae-pastoris) 1 წილს, ჭინჭრის დედას ბალახის (herba lamii albi) 1 წილს, გვირილის ყვავილების (flores chamomillae recutita) 1 წილს, მატიტელას ბალახის (herba polygoni avicularis) 1 წილს, დათვის კენკრას ფოთლების (folia uvae ursi) 1 წილს, მინდვრის შვიტას ბალახის (herba equiseti arvensis) 1 წილს, ორკბილას ბალახის (herba bidentis tripartitae) 1 წილს.

1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს ანწლის ყვავილების (flores sambuci) 1 წილს, ორთოსიფონის ფოთლების (folia orthosiphonis) 1 წილს, სიმინდის ულვაშის (styli cum stigmatis zeae maydis) 1 წილს, ოროვანდის ფესვების (rhizoma arctii) 1 წილს, ევკალიპტის ფოთლების (folia eucalypti) 1 წილს, წიწმატურას ბალახის (herba capsellae bursae-pastoris) 1 წილს, ჭინჭრის დედას ბალახის (herba lamii albi) 1 წილს, გვირილის ყვავილების (flores chamomillae recutita) 1 წილს, მატიტელას ბალახის (herba polygoni avicularis) 1 წილს, დათვის კენკრას ფოთლების (folia uvae ursi) 1 წილს, მინდვრის შვიტას ბალახის (herba equiseti arvensis) 1 წილს, ორკბილას ბალახის (herba bidentis tripartitae) 1 წილს.

ფარმაკოლოგიურითვისებები: ნეფროფიტოლი ავლენს შარდმდენ და სალურეზულ მოქმედებას, აძლიერებს თირკმელების აზოტგამომყოფ ფუნქციას, დადებით ზემოქმედებას ახდენს თირკმელების გამწმენდ ფუნქციაზე. მას ახასიათებს სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები. გამოიყენება თირკმელებისა და საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. დაავადების სიმძიმისა და ხასიათის მიხედვით, ნეფროფიტოლის გამოყენება შესაძლებელია კომპლექსურ თერაპიაში ჩასართავად ან მონოთერაპიის სახით.

გამოყენების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით 500მლ (2,5ჭიქა) მდუღარე წყალი, დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1სთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ.

2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 150მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 15წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრ-პაკეტები გამოწურეთ.

დოზირება: მიიღება 150მლ თბილი გამონაწვლილი საკვების მიღებამდე 20-30წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. ჩვეულებრივ, მკურნალობა გრძელდება 2 თვემდე. აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებისამებრ კურსი შეიძლება გავიმეოროთ 3-4 კვირიანი შესვენების შემდეგ.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს დისპეფსიის მოვლენებს და გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერებას.

გვერდითი მოვლენები. პრეპარატი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებშიშესაძლებელია გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ბავშვთა ასაკი 7 წლამდე.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია, თუკი მისი გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა შეწყვეტილი იქნას ბავშვის ძუძუთი კვება.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

2,5გ ნაკრები ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. 

საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.

e-mail: [email protected].