იმუნოფიტოლი 2.5 მც/ნედ#20პაკ

იმუნოფიტოლი 2.5 მც/ნედ#20პაკ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექინაცეა+ძირტკბილა+ასკილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86805
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარასამკურნალო საშუალება

იმუნოფიტოლი

IMMUNOPHYTOL

 

 

შემადგენლობა:

1 შეფუთვა (75გ) შეიცავს მეწამული ეხინაცეას ფესვის (radix echinaceae purpureae)0,5 წილს, ლევზეას ფესვის (radix rhapontici carthamoides) 0,5 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, ბაბუაწვერას ფესვის (radix taraxaci) 1 წილს, კულმუხოს ფესვის (radix inulae helenii) 1 წილს, ძირტკბილას ფესვის (radix glycyrrhizae) 0,5 წილს, კოთხუჯის ფესვის (rhizomata calami) 0,5 წილს, ივან-ჩაის ფოთლის (folium chamerii angustifolii) 1 წილს.

1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს მეწამული ეხინაცეას ფესვის (radix echinaceae purpureae)0,5 წილს, ლევზეას ფესვის (radix rhapontici carthamoides) 0,5 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, ბაბუაწვერას ფესვის (radix taraxaci) 1 წილს, კულმუხოს ფესვის (radix inulae helenii) 1 წილს, ძირტკბილას ფესვის (radix glycyrrhizae) 0,5 წილს, კოთხუჯის ფესვის (rhizomata calami) 0,5 წილს, ივან-ჩაის ფოთლის (folium chamerii angustifolii) 1 წილს.

წამლის ფორმა: ნაკრები.

თქ კოდი: А1ЗА.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მატონიზირებელი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება. პრეპარატი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას, ზრდის შრომისუნარიანობას, აქვს ადაპტოგენური თვისებები და ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე მას აქვს სპაზმოლიზური მოქმედება.

ჩვენებები: გამოიყენება გაციების პროფილაქტიკისთვის, ასთენიური მდგომარეობის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის, ალკოჰოლიზმის, მადის დაქვეითების დროს, შრომისუნარიანობის ასამაღლებლად ექსტრემალურ პირობებში მუშაობის დროს.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა ნაკრების კომპონენტების მიმართ,  ტუბერკულოზი, იმუნოსუპრესია, ავტოიმუნური დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ქოლეცისტიტი, ნერვული აღგზნებადობის მომატება.

მომზადების წესი. ნაკრების 2 სუფრის კოვზი  მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 500მლ (2 ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური, დააყოვნეთ 60წთ-ის განმავლობაში და გაწურეთ.

2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 150მლ (1 ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 15წთ-ის განმავლობაში. ფილტრ-პაკეტი გამოწურეთ.

გამოყენების წესი: მიიღება მოზრდილებსა და 12წლის ზემოთ ბავშვებში თბილი სახით 150მლ დღეში 3-ჯერ, კვებამდე 20-30წთ-ით ადრე (ბოლო მიღება არაუგვიანეს 17სთ-სა). მკურნალობის კურსი შეადგენს 15-20 დღეს, კურსის განმეორება შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოყენების წინ გამონაწვლილი უნდა  შეანჯღრიოთ.

გამონაწვლილი ინახება მაცივარში (2-8°C-ზე) არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

დოზის გადაჭარბება. შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინებების გაძლიერება, ასევე გულისრევის, ღებინების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების, აღგზნებადობის, ძილის დარღვევის განვითარება.

გვერდითი მოვლენები. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (მათ შორის, ჰიპერემია, გამონაყარი, კანის შეშუპება). იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა. არასასურველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. საგულე გლიკოზიდებთან, ადრენოკორტიკოსტეროიდებთან, ანტიარითმიულ პრეპარატებთან, საფაღარათო საშუალებებთან, თიაზიდურ და მარყუჟოვან დიურეტიკებთან ერთად  ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება დაირღვეს ელექტროლიტური ბალანსი.

 ეხინაცეას იმუნომასტიმულირებელი მოქმედების გამო შეიძლება შეასუსტოს იმუნოდეპრესანტული მოქმედების პრეპარატების ეფექტრობა.

არ შეიძლება ჰეპატოტოქსიკური მოქმედების მქონე პრეპარატებთან: ამიოდარონი, მეთოტრექსატი, სტეროიდული პრეპარატები, ერთდროული გამოყენება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. სათანადო კვლევებისმონაცემებისარ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. არ ახდენს ზემოქმედებას.

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მომზადებული გამონაწვლილი შეინახეთ მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის შემდეგ.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

2,5გ ნაკრების ფხვნილი ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი’’.

საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.

e-mail: [email protected].

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)