გასტროფიტოლი 2.5გ#20პაკ

გასტროფიტოლი 2.5გ#20პაკ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოთხუჯის ფესვი,ტუხტის ფესვი,ნეგოს ყვავილები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86802
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარასამკურნალო საშუალება

გასტროფიტოლი

GASTROPHYTOL 

წამლის ფორმა: ნაკრები.

თქ კოდი: А16А Х.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება. ნაკრებს აქვს სპაზმოლიზური თვისებები, უზრუნველყოფს რეპარაციული პროცესების სტიმულირებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში, არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციებს, ახდენს ნაწლავების მოტორიკის ნორმალიზებას. ასევე გააჩნია ნაღველმდენი და კარმინატიული მოქმედება. პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ზოგადგამაძლიერებელი მოქმედება. 

შემადგენლობა:

1 შეფუთვა (75გ) შეიცავს კოთხუჯის ფესურას (rhizomata calami)1 წილს, ტუხტის ფესვების (radices althaeae) 1 წილს, უკვდავას ყვავილების (flores helichryzi arenarii) 1 წილს, ანწლის ყვავილების (flores sambuci) 1 წილს, კრაზანას ბალახის (herba hyperici) 1 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 1 წილს, ჭინჭრის ფოთლის (folium urticae) 1 წილს, პიტნის ფოთლის (folium menthae) 1 წილს, კატაბალახას ფესურებისა და ფესვების (rhizome cum radicibus valerianae)1 წილს, გვირილას ყვავილების (flores chamomillae recutita) 1 წილს, ასისთავას ბალახის (herba centaurii) 1 წილს, იაპონური სოფორას ნაყოფების (fructus sophorae japonicae) 1 წილს, სალბის ფოთლის (folium salviae officinalis) 1 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, ძირტკბილას ფესვის (radix glycyrrhizae) 1 წილს.

ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს კოთხუჯის ფესურას (rhizomata calami)1 წილს, ტუხტის ფესვების (radices althaeae) 1 წილს, უკვდავას ყვავილების (flores helichryzi arenarii) 1 წილს, ანწლის ყვავილების (flores sambuci) 1 წილს, კრაზანას ბალახის (herba hyperici) 1 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 1 წილს, ჭინჭრის ფოთლის (folium urticae) 1 წილს, პიტნის ფოთლის (folium menthae) 1 წილს, კატაბალახას ფესურებისა და ფესვების (rhizome cum radicibus valerianae)1 წილს, გვირილას ყვავილების (flores chamomillae recutita) 1 წილს, ასისთავას ბალახის (herba centaurii) 1 წილს, იაპონური სოფორას ნაყოფების (fructus sophorae japonicae) 1 წილს, სალბის ფოთლის (folium salviae officinalis) 1 წილს, ასკილის ნაყოფის (fructus rosae) 1 წილს, ძირტკბილას ფესვის (radix glycyrrhizae) 1 წილს.

ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტი კუჭის ნორმალური ან დაბალი მჟავიანობით; არაწყლულოვანი დისპეფსია; გასტროდუოდენიტი; დუოდენიტი; ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლულოვანი დაავადების, კოლიტის რეციდივების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა.  

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა ნაკრების კომპონენტების მიმართ,  ორსულობა, ძუძუთი კვება, 7 წლამდე ასაკი.

მომზადების წესი. ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 500მლ (2 ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 1სთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ.

2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 150მლ (1 ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 15წთ-ის განმავლობაში. ფილტრ-პაკეტი გამოწურეთ.

გამოყენების წესი: მიიღება მოზრდილებსა და 7 წლის ზემოთ ბავშვებში 2/3 ჭიქა (150მლ) დღეში 3-ჯერ, კვებამდე 20-30წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

საშუალოდ მკურნალობის კურსი შეადგენს 1-დან 2 თვემდე და, საჭიროებისამებრ, შეიძლება განმეორდეს.

გამოყენების წინ გამონაწვლილი უნდა  შეანჯღრიოთ.

გამონაწვლილი ინახება მაცივარში (2-8°C-ზე) არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

დოზის გადაჭარბება. არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ არის დადგენილი.

ორსულობისა და ლაქტაციის პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. არ ახდენს ზემოქმედებას.

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მომზადებული გამონაწვლილი შეინახეთ მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის შემდეგ.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

2,5გ ნაკრების ფხვნილი ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი’’.

საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.

e-mail: [email protected].

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)