ლიჩენსედი 30მლ ყელის/სპრ
გააზიარე:
ლიჩენსედი ყელის სპრეი 30 მლ
შემადგენლობა
Lichensed®- დაპატენტებული ფორმულა მულტიფუნქციური ფიტოკომპლექსით (Cetraria islandica -ისლანდიურიხავსი, Uncaria tomentosa - კატის კლანჭი, Drosera rotundifolia - მრავალფოთოლა დროზერა, პროპოლისი), ალოეს (Aloe barbadensis) გელი.
შემავსებლები: წყალი, პოლისორბატი 20, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ევკალიპტის ეთერზეთი, სტევიას გლუკოზიდი.
დანიშნულება
პროდუქტი ამცირებს ყელის ტკივილს, წვის შეგრძნებასა და ყლაპვის გაძნელებას; აძლიერებს ყელის ლორწოვანი გარსის ბარიერულ ფუნქციას და ქმნის მასზე დამცავ ფენას, რომელიც იცავს ოროფარენგეალურ ღრუს გარე გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან. სპრეი გამდიდრებულია ალოე ვერას ექსტრაქტით, რომელიც ატენიანებს ლორწოვან გარსს და შესაბამისად ამსუბუქებს ყელის ტკივილის სიმპტომებს.
დოზირება
მოზრდილები: 1-2 შესხურება ყოველ 3-4 საათში.
ბავშვები 6 წლიდან: 1-2 შესხურება ყოველ 6-8 საათში.
ბავშვები 2 – 6 წელი: 1 შესხურება ყოველ 8 საათში.
სპრეის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და წყალი.
გამოყენების წესი
ფლაკონი გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, მოარგეთ აპლიკატორი, დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად, აპლიკატორის თავი შეიტანეთ ოროფარენგიალურ არეში და დააჭირეთ.
გამოიყენეთ ყოველდღიურად, მაქსიმუმ 30 დღე.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე. ორსულებსა და მეძუძურ დედებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, სითბოს წყაროსგან მოშორებით. მოარიდეთ ბავშვებს.
ვარგისობა
ვარგისია გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი
PromoPharma S.p.A. Via Biagio di Santolino, 156, იტალია.