ლინდავიტი ქიდსი 150მლ სიროფი

ლინდავიტი ქიდსი 150მლ სიროფი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Vit.A,B1,B2,B3,B5,B6,B12,C,E *
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86737
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლინდავიტ ქიდს

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების ინსტრუქცია

 

ლინდავიტ ქიდს სიროფი – შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს.

შედგენილობა: 150 მლ სიროფი შეიცავს:

L - ასკორბინის მჟავა 1500 მგ

ნიკოტინამიდი 150 მგ

D-პანთოტენატი, კალციუმი (96,6 მგ პანთოტენის მჟავას ექვ.) 105 მგ

DL– ალფა–ტოკოფერილაცეტატი 50% (10,07 მგ α–TE ვიტამინი E-ს α–TE ექვ.) 30 მგ

ქოლეკალციფეროლი 100000 ME / გ (75 მკგ ვიტამინი D3–ის ექვ.) 30 მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი В2) 30 მგ

თიამინ ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В1) 30 მგ

რეტინილაცეტატი 325000 ME / გ (1995 მკგ ვიტამინი А–ს Р3 ექვ.) 20 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6) 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი Е211), კალიუმის სორბატი (კონსერვანტი Е202), ქსანტანის გუმფისი (გამასქელებელი Е415), ფორთოხლის ზეთი (არომატიზატორი), ფორთოხლის წვენი კონცეტრირებული (არომატიზატორი), გლიციერინი (დამატენიანებელი Е422), გაწმენდილი წყალი.

ინფორმაცია ლინდავიტ ქიდსისკომონენტების თვისებების შესახებ:

ვიტამინიАმონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა ფერებისა და ბინდის ნორმალური მხედველობითი აღქმისთვის; უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ძვლების ზრდას.

ვიტამინი Е  ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოპეროქსიდაციისგან მემბრანებში; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერებების, სისხლძარღვების გლუვი კუნთების, საჭმლის მომნებელი ტრაქტის შემაერთებელი ქსოვილების კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.

ვიტამინი В1, В2, В6 ებრძვის დაღლილობას, ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს და ჰომოცისტეინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში.

ვიტამინი С - ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რომელიც საჭიროა ძვლების, სისხლძარღვების, ხრტილების, ღრძილებისა და კანის  ჯანმრთელი ფუნქციისთვის. ასევე, ვიტამინი С ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.

ვიტამინი D   აუცილებელია კუნთებისა და ძვლების ნორმალური ზრდა–განვითარებისთვის.

პათოტენისმჟავა – კოფერმენტი А-ს შემადგენელი, აკისრია საკვანძო როლი ნახშიწყლების, ცილებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ცხიმების მიმოცვლის ნორმალიზებას, ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენითი პროცესების აქტივირებას და ამიტომ მნიშვნელოვანია ქსოვილის ყველა უჯრედის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. მონაწილეობს ორგანიზმში სასიცოხლო მნიშვნელობის მქონე მჟავების, სასქესო ჰორმონების და ზრდის ჰორმონების, ქოლესტერინის, ჰისტამინის, აცეტილქოლინის, გემოგლობინის სინთეზში. 

გამოყენების რეკომენდაციები:

გადაღლა სასკოლო ასაკის ბავშვებში, მომატებული ფიზიკური და ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვა; მადის უქონლობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი; გადატანილი დაავადების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში ინფექციების და ზოგადად გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაუმჯობესება; ორგანიზმის დამცავი უნარების გაძლიერება დასუსტებულ და/ან ხშირად მოავადმყოფე ბავშვებში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი A და D

დოზირების რეჟიმი:

მიიღება შინაგანად.

ბავშვებში 3-დან 10 წლამდე: 5 მლ დღე-ღამეში ერთხელ 

მოზრდილებში: 5 მლ დღე-ღამეში 2-ჯერ

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი ყავისფერ ფლაკონში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახათ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გაყინოთ.

გახნის შემდეგ სიროფი უნდა შეინახოთ მაცივარში.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

წარმოებულია:

BELINDA laboratories-თვის

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: დსს “Aconitum”

ლიტვა

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)