ოზზი სმართ ქიდსი#30საღ

ოზზი სმართ ქიდსი#30საღ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ომეგა-3+თევზის ქონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86370
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოზზი სმართ ქიდს /  OZZY SMART KIDS

#30 ტუტი ფრუტი საღეჭი ჟელე

ომეგა 3

მწარმოებელი კომპანია: Sanience

მწარმოებელი ქვეყანა: ნორვეგია

გამოშვების ფორმა: #30 ტუტი ფრუტი  ჟელე,  საღეჭი.საკვები დანამატი, არ შეიცავს შაქარს.ნატურალური ტუტი ფრუტის არომატი , შეიცავს ბუნებრივ დამატკბობლებს

შემადგენლობა :

თევზის ქონი  600 მგ

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები  არანაკლებ  198 მგ

(EPA 90მგ , DHA 57 მგ)

ინგრედიენტები: თევზის ქონი, ქსილიტოლი (დამატკბობელი). გამოხდილი წყალი, სორბიტოლი, ჟელატინი, ბუნებრივი ტუტი-ფრუტის  არომატი, ლიმონმჟავა (ანტიოქსიდანტი), ნატრიუმის  ციტრატი (მჟავიანობის რეგულატორი), პაპრიკის ექსტრაქტი (ნატურალური საღებავი ), მცენარეული ზეთი (ლუბრიკანტი).

 ოზზი სმართ ქიდს  შეიქმნა ნორვეგიაში უახლესი ტექნოლოგიით (ConCordix) , რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს მოქმედი ნივთიერებების აბსორბციას და შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს.

ოზზის ლიპოსომური  მატრიქსი უზრუნველყოფს:

  • ხსნადი ლიპოსომური მატრიქსის აქტიური ნივთიერებების მდგრადობას
  • 40%-ით  უფრო მაღალი ბიოშეღწევადობას სხვა კლასიკურ ფორმულებთან შედარებით
  • სუბლინგვალური და ბუკალური შეწოვის აქტივაციას (აბსორბციის უფრო სწრაფი გზა)
  •  ხანგრძლივ ნატურალურ  ხილის გემოს

თვისობრივი მახასიათებლები და მოქმედება:

თევზის ქონი შეიცავს ომეგა 3 -ის ორ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავას: EPA (ეიკოზაპენტაენური მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენური მჟავა). ომეგა 3 მჟავები მიეკუთვნება პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია მათი სინთეზი, ამიტომაც დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მათი შევსება უნდა მოხდეს საკვებიდან ან უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატებით.

საკვები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ცხიმოვანი მჟავების მიღება არის  მაგალითად: თევზი (ორაგული, თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი და ა.შ.) კიბოსნაირები და სხვ.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმს საჭირო ცხიმებით ამარაგებს,  ხელს უწყობს თავის ტვინის ნორმალურ განვითარებას და ფუნქციონირებას, ჯანმრთელი კანის და მახვილი მხედველობის შენარჩუნებას (A და D ვიტამინების შემცველობის გამო).

ჯანმრთელი და დაბალანსებული დიეტა ძირითადად ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით, ცხიმებით და მინერალებით. ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ ომეგა 3: ინტელექტუალური დატვირთვისას, უმადობისას,  ყურადღების  ან კონცენტრაციის დაქვეითების დროს. ოზზის შემადგენლობაშია უმაღლესი ხარისხის თევზის ქონი.

ოზზი სმართ ქიდს  თანამედროვე გადაწყვეტილებაა თქვენი  ბავშვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოზზის თევზის ქონს  აქვს სასიამოვნო გემო და არ იწვევს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს,რაც აადვილებს  მის მიღებას.

მრავალი კვლევა ადასტურებს თევზის ქონის უნიკალურ შესაძლებლობებს და სარგებელს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ჩვენებები:

  • ტვინის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის
  • მეხსიერების და მეტყველების გასაუმჯობესებლად
  • ჯანმრთელი მხედველობის შესანარჩუნებლად
  • ყურადღების, კონცენტრაციისა და დასწავლის უნარების გასაუმჯობესებლად

როგორ გამოვიყენოთ ოზზი სმართ ქიდს

  • ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 1 ტუტი ფრუტი  ჟელე  ერთხელ დღეში
  • ბავშვები 7 წლიდან 14 წლამდე : 1-2 ტუტი ფრუტი ჟელე  დღეში.
  • ის რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას, 250C ტემპერატურამდე, ორიგინალურ შეფუთვაში, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ მცირე ასაკის ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, წაიკითხეთ დანართი  გამოყენებამდე. საკვები დანამატი არ ანაცვლებს დაბალანსებულ საკვებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფზე მითითებული ვადების ფარგლებში.