ვიტაშელი #30ტ
გააზიარე:
ვიტაშელი
VITASHELL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:
მაგნიუმი 281 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 5მგ
ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლისაცეტატი) –24მგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120მგ
ვიტამინი B3 - 18 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 3 მგომეგა-3 40მგ
ფოლისმჟავა - 400მკგ
ალფა-ლიპოისმჟავა-10მგ
ბეტაკაროტინი-15მგ
ბორელის ზეთი 20მგ
განისაღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების თვისებებით. პრეპარატი უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შევსებას ქალის ორგანიზმში ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ჩვენებები
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მინერალური ნივთიერებების უკმარისობის და ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა.
- ორსულებში მაგნიუმის დეფიციტის პროფილაქტიკა;
- ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
- ორსულობისთვის მზადების პერიოდი;
მიღების წესები და დოზები
გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულია ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში შიგნით მისაღებად დღეში 1 ტაბლეტი საუზმის შემდეგ, წყალთან ერთად.
კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული გამო.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა. შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდით ეფექტებს (მათ შორის, შარდში კრისტალების წარმოქმნა). შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახებამ შრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30 oC ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია“SHELBY PHARMA” დიდი ბრიტანეთი.