პროპოლის მაეფი#30ტ

პროპოლის მაეფი#30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პროპოლისი,ვიტ.ბ1,ბ2,ბ6,პპ,ე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86340
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პროპოლის მაეფი

Propolis MAEF

შემადგენლობა: პროპოლისი 100მგ (გალანგინი-41 მგ/მლ), ევკალიპტი, მენთოლი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომამოდულირებელი, ანტივირუსული  ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, ანტიფუნგალური, ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატიკური, ანალგეზიური,  მოქმედება.

პროპოლის მაეფი იწარმოება MAEFIS მეთოდით რაც გულისხმობს პროპოლისის დამუშავებას მაღალეფექტური მაცერაციით. ამის შედეგათ მიიღება კონცენტრირებული, გაწმენდილი და დეპარაფინირებული(ცვილის გარეშე) პროპოლისი, რომელიც ინარჩუნებს  უცვლელათ თავის თვისებას.

ტაბლეტში შემავალი ნატიური პროპოლისი მდიდარია რკინით, კალციუმით და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც სასარგებლო თვისებებს მხოლოდ პროპოლისის მყარ ფრაქციაში ინარჩუნებენ. პროპოლის მაეფი გამდიდრებულია პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტით - (გალანგინი-41 მგ/მლ), რომელიც 300 კომპონენტზე მეტს შეიცავს: მინერალებს, ეთერზეთებს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, ის შეიცავს აგრეთვე - თიამინს B1, რიბოფლავინს B2, პირიდოქსინს B6, ნიკოტინამიდს PP, ვიტამინ E, და სხვა.

პროპოლისი მაეფის შემადგენლონაშია  არტეპილინ C -რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბენზოფურანს- ანტი ფუნგალური მოქმედება, კემპფერიდს- ანტიკანცეროგენული მოქმედება, აპიგენინი ანტიბაქტერიული მოქმედება.

პროპოლის მაეფს ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება ისეთი პათოგენური ბაქტერიების მიმართ როგორიცაა

ჩვენებები:

  • მწვავე რესპირატორული დაავადებები, ზემო სასუნთქი გზების კატარი, გრიპი, ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, ჰაიმორიტი;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, გინგივიტი, სტომატიტი;
  • ხანგრძლივად შეუხორცებადი ჭრილობები, წყლულები, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
  • შარდსასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებები;
  • ნეიროცირკულატორული ასთენიის ყველა ტიპი;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი;
  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი.

თვისებები:

  • აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული მოქმედება, უზრუნველყოფს ორგანიზმის დამცავი სისტემის გაძლიერებას.
  • ახდენს მძლავრ ბაქტერიოციდულ და ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას
  • დადებითად მოქმედებს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას. 
  • მონაწილეობს ფერმენტების აღდგენით და სხვა ბიოქიმიურ პროცესებში (აჩქარებს ბევრი დაავადების მკურნალობის პროცესს)
  • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ბოჭავს და გამოდევნის ტოქსინებს და თავისუფალ რადიკალებს.
  • ახასიათებს ბუნებრივი ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული აქტიურობა. თრგუნავს პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროფლორის, ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების აქტიურობას.

უკუჩვენებები: პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

გამოყენების წესი და დოზირება: იმუნიტექსი მიიღება 1 ტაბლეტი 4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი)

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია ეფექტურობის შემცირება იმუნოდეპრესიულ საშუალებებთან ერთად. ცეფალოსპორინების წაროებულებთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას მოქმედების გაძლიერება.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “შჰელბყ  პჰარმა” დიდი ბრიტანეთი. მწარმოებელი: “grikar.net” – იტალია.