საფლოჰიალი 10მლ ოფთ/ხს.დისპენს

საფლოჰიალი 10მლ ოფთ/ხს.დისპენს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86338
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

SafloHyal

საფლოჰიალი

ოფთალმოლოგიური ხსნარი კონსერვანტების გარეშე

1. რას წარმოადგენს ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal ™ და რისთვის გამოიყენება

ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal ™ წარმოადგენს სამედიცინო საშუალებას ანთების საწინაარმდეგო აქტივობით (ის აინჰიბირებს ანთების განვითარების პროცესს). ის ნაჩვენებია თვალის ზედაპირის ანთებით მდგომარეობებთან დაკავშირებული სიმპტომების (ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება, სიწითლე და ა. შ.) სამკურნალოდ, თვალის დისკომფორტის სინდრომის, ბლეფარიტის და კონიუნქტივიტის დროს, ბავშვებსა და მოზრდილებში.

ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal ™ სპეციალური თერმომგრძნობიარე კოპოლიმერის მოქმედების შედეგად, რომელიც წარმოქმნის გელს თვალთან კონტაქტის დროს, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დამატენიანებელ და ლუბრიკანტულ ეფექტს.  OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser) ტექნოლოგია უზრუნველყოფს კონსერვანტებისგან თავისუფალი, აბსოლუტურად სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარის მიწოდებას.

2. რა უნდა ვიცოდეთ ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal ™ -ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal ™  პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის (მითითებული პუნქტი 6) მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის დროს.

3. როგორ გამოვიყენოთ ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal™

▪ პროდუქტის გამოყენებამდე გულდასმით დაიბანეთ ხელები.

▪ ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში 2-3-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციით.

▪ ფლაკონის წვერი არ უნდა შეეხოს თვალის ზედაპირს.

4. გაფრთხილება

• პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თვალის ზედაპირის ძლიერი დაზიანება, ფოსფატების შემცველი ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენებამ, იშვიათად, შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები.ლენტისებრი კერატოპათიის ან რქოვანაში კალციუმის ჩალაგების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

• არახელსაყრელი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

• ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია აღმოცენდეს ხანმოკლე, უმნიშვნელო ქავილის შეგრძნება.

• მხოლოდ თვალში გამოსაყენებლად, არ ჩაყლაპოთ.

• გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ფლაკონი არ არის დაზიანებული.

• არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება ხელუხლებელ და სწორად შენახულ პროდუქტს.

5. როგორ შევინახოთ ოფთალმოლოგიური ხსნარი SafloHyal ™

• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

• არ გამოიყენოთ პროდუქტი ფლაკონის გახსნიდან 60 დღის შემდეგ.

• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, სითბოს წყაროსგან მოშორებით.

6. დამატებითი ინფორმაცია

ინგრედიენტები:

ენოქსოლონის გლუკურონიდი, ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 0,10%, კოპოლიმერი PEG/PPG, კალიუმის ჰიდროქსიდი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:

10 მლ ფლაკონი OSD დისპენსერით.

SafloHyal ™ არის სამედიცინო საშუალება საბჭოს დირექტივის 93/42 / EEC  შესაბამისად.

MADE IN ITALY

Distributor:

DMG

Via Laurentina Km 26,700

Pomezia-Roma-Italy - www.dmgit.com

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)

იხილეთ აგრეთვე