ციპროფლოქსაცინი ნორმ.500მგ#14ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ციპროფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ციპროფლოქსაცინი ნორმონი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე;
3. ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ციპროფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი;
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ციპროფლოქსაცინი ნორმონი და მისი გამოყენება
ციპროფლოქსაცინი ნორმონი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ფტორქინოლონების მედიკამენტების ჯგუფს. აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი. ის ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიას. ის მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების კონკრეტულ შტამებზე.
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპი ან კატარი.
მნიშვნელოვანია, დაცული იქნეს ექიმის მითითებები დოზების, დოზებს შორის ინტერვალის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან მისი ხელახლა გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადოდ განადურებისათვის. მედიკამენტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
მოზრდილები
ციპროფლოქსაცინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
• სასუნთქი გზების ინფექციები;
• ყურისა და სინუსური წიაღების გახანგრძლივებული და მორეციდივე ინფექციები;
• საშარდე გზების ინფექციები;
• გენიტალური ტრაქტის ინფექციები მამაკაცებსა და ქალებში;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ინტრააბდომინალური ინფექციები;
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
• ბაქტერიით Nეისსერია მენინგიტიტიდის გამოწვეული ინფექციების პრევენცია;
• ციმბირულ წყლულის ინჰალაციური ზემოქმედება.
ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (ნეიტროპენიით), რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით.
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია ან ისეთი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიით, ციპროფლოქსაცინ ნორმონთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი თერაპია სხვა ანტიბიოტიკებით.
ბავშვები და მოზარდები
ციპროფლოქსაცინი ნორმონი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში განსაკუთრებული სამედიცინო ზედამხდეველობის ქვეშ შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
• ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში;
• საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებშიც ჩართულია თირკმელები (პიელონეფრიტი);
• ციმბირულ წყლულის ინჰალაციური ზემოქმედება.
ციპროფლოქსაცინი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სხვა მძიმე ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზარდებში, თუ ექიმი ჩათვლის აუცილებლობად.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების, ქინოლონის ჯგუფის სხვა მედიკამენტების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
• თუ პაციენტი იღებს ტიზანიდინს (იხ. მე-2 პარაგრაფი: სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი ნორმონი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია წარსულში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას, მან არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონების/ქინოლონების ანტიბიოტიკები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი ნორმონი. თუ ეს ეხება პაციენტს, ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად.
საჭიროა ექიმთან მიმართვა ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღების დაწყებამდე
• თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან მკურნალობა შეიძლება საჭიროებდეს კორექციას;
• თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობები;
• თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესის პრობლემები ანტიბიოტიკებით, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი ნორმონი, მკურნალობის გამო;
• თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტის ტიპი);
• თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას, თუ პაციენტს პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება Qთ ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება (ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი), ასევე აღენიშნება სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში, პაციენტი არის ქალი ან ხანდაზმული ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევნ ეკგ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი 2: სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი ნორმონი);
• თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს სისხლძარღვის გაფართოება ან "ამობურცვა" (აორტის ანევრიზმა ან დიდი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);
• თუ პაციენტს ანამნეზში აქვს აორტის დისექციის ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
• თუ პაციენტს აქვს დადასტურებული გულის სარქვლის გაჟონვა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);
• თუ პაციენტს აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ოჯახური ანამნეზი აქვს ან აღენიშნება გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკ-ფაქტორები, ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (როგორიცაა: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების დაავადება, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია].
გენიტალური ტრაქტის ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინთან ერთად. თუ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის გაუარესება ან თვალებზე რაიმე გავლენა, საჭიროა ოფთალმოლოგთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.
ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობისას
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა.
• მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია ან შოკი, ანგიონევროზული შეშუპება). პირველ დოზის მიღების შემდეგაც კი, არის მცირე შანსი, რომ განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით: მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა ან გულისწასვლა, თავბრუსხვევა ადგომისას. ასეთ შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
• ხანგრძლივი, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები. ფტორქინოლონების ან ქინოლონების ანტიბიოტიკები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებები (პარესთეზია), სენსორული დარღვევების, მხედველობის, გემოს, ყნოსვის და სმენის დაზიანების, დეპრესიის, მეხსიერების დარღვევების, ძლიერი დაღლილობის და ძილის მძიმე დარღვევების ჩათვლით.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ციპროფლოქსაცინის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალობის გაგრძელებამდე. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე განიხილონ სხვა კლასის ანტიბიოტიკის გამოყენება,
• სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აქვს თირკმლის პრობლემები ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესის ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან 48 საათში, და აღწერილ იქნა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ფიზიკური დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.
• თუ პაცინტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის ან წელის არეში, რომელიც შეიძლება აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომები იყოს, საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
• თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის უეცარი დაწყება, განსაკუთრებით დაწოლისას ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება ან გულის ფრიალის უეცარი დაწყება (სწრაფი ან არარეგულარი გულისცემა), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
• თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა ცერებრული იშემია ან ინსულტი, შეიძლება განვითარდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
• პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.
• პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფსიქიკური რეაქცია მედიკამენტის პირველად მიღების დროს. თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია ან ფსიქოზი, სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ და ან ფსიქოზმა შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის აზრები, სუიციდის მცდელობა ან სუიციდი. ასეთ შემთხვევაში მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
• ქინოლონის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება ნორმის ზემოთ (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ნორმის ქვემოთ, რამაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (იხ. პარაგრაფი 4). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის. თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის ყურადღებითი მონიტორინგი.
• დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღების დროს, მათ შორის ამ მედიკამენტის მიღების დროს, და შეიძლება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. თუ დიარეა ძლიერი ან მუდმივი ხასიათისაა ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. არ უნდა იქნეს მიღებული მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავების მოტორიკას და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
• სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებამდე ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
• ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა მადის დაკარგვა, სიყვითლე (კანის გაყვითლება), მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის სპაზმები, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
• ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
• მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ინფექციების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ან ცხელება ლოკალური ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ანგინა/ფარინგიტი/ სტომატიტი ან შარდვის პრობლემები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. საჭიროა სისხლის ანალიზის შემოწმება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებაზე (აგრანულოციტოზზე). მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს ამ მედიკამენტის შესახებ.
• ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის უკმარისობა (G6PD), რადგან არსებობს ანემიის განვითარების რისკი ციპროფლოქსაცინის მიღებისას.
• კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ ამ მედიკამენტის მიღების დროს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძლიერ მზის სინათლის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, როგორიცაა მაგ. სოლარიუმი.
სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ტიზანიდინთან ერთად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა და ძილიანობა (იხ. მე-2 პარაგრაფი: დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება).
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ურთიერთქმედებენ ციპროფლოქსაცინთან ორგანიზმში. ციპროფლოქსაცინის მიღება ამ მედიკამენტებთან ერთად ზრდის მათ თერაპიულ ეფექტს. ასევე შეიძლება გაიზარდოს, გვერდითი მოვლენების ალბათობა.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
• K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ.: ვარფარინი) ან სხვა ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხევადებლები);
• პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);
• მეთოტრექსატი (გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის დროს);
• თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს);
• ტიზანიდინი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის დროს კუნთების სპასტიურობისას);
• კლოზაპინი (ანტიფსიქოზური საშუალება);
• ოლანზაპინი (ანტიფსიქოზური საშუალება);
• როპინიროლი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);
• ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს);
• მეტოკლოპრამიდი (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების დროს);
• ციკლოსპორინი (გამოიყენება კანის მდგომარეობის, რევმატოიდული ართრიტის და ორგანოს გადანერგვის ++დროს);
• სხვა მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რიტმზე: ანტიარითმიული საშუალებები (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (მაკროლიდების ჯგუფის), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს შემდეგი პრეპარატების დონე სისხლში:
• პენტოქსიფილინი (გამოიყენება ცირკულატორული დარღვევების სამკურნალოდ);
• კოფეინი;
• დულოქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის, დიაბეტური ნეიროპათიის ან შეუკავებლობის დროს);
• ლიდოკაინი (გამოიყენება გულის დაავადებების დროს ან ანესთეზიის დროს);
• სილდენაფილი (გამოიყენება მაგ.: ერექციის დარღვევის დროს).
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს მედიკამენტის ეფექტი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს სურს შემდეგი პრეპარატების მიღება:
• ანტაციდები
• ომეპრაზოლი
• მინერალების დანამატები
• სუკრალფატი
• პოლიმერული ფოსფატის შემბოჭველი (მაგ.: სეველამერი)
• პრეპარატები ან დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს ან რკინას.
თუ ამ პრეპარატების მიღება აუცილებელია, მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ორი საათით ადრე ან არანაკლებ ოთხი საათის შემდეგ ამ პრეპარატების მიღებიდან.
ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, თუმცა არ შეიძლება რძის პროდუქტებთან (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან ისეთ სასმელებთან ერთად, რომლებსაც დამატებული აქვთ კალციუმი, რადგან ციპროფლოქსაცინის ტაბლეტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს აქტიური ნივთიერების შეწოვაზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
უმჯობესია არ მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება ფეხმძიმობის დროს. ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისათვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტმა შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია. შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენა. ამიტომ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე, პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ციპროფლოქსაცინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან".
3. ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, ზუსტად რა რაოდენობის მედიკამენტი, რამდენჯერ და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე,
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ მძიმე ინფექციების დროს შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ციპროფლოქსაცინი ნორმონის რამდენი ტაბლეტი ან როგორ მიიღოს.
• ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ არის რეკომენდებული ტაბლეტების დაღეჭვა მათი არასასიამოვნო გემოს გამო;
• სასურველია ტაბლეტების მიღება ერთსა და იმავე დროს;
• ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კალციუმი, რომელიც მიიღება როგორც საკვების შემადგენელი ნაწილი, არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე. თუმცა არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება რძის პროდუქტებთან, როგორიცაა რძე ან იოგურტი, ან ხილის წვენებთან ერთად, რომლებსაც დამატებული აქვთ კალციუმი (მაგ.: კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი).
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
ციპროფლოქსაცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ციპროფლოქსაცინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს ჩვეული სქემით. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ უნდა იქნეს მიღებული გამოტოვებული დოზა და შემდეგ უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
საჭიროა მკურნალობის კურსის დასრულება.
ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს მკურნალობის კურსი, რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მედიკამენტის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია შეიძლება არ განიკურნოს სრულად და ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს. ასევე, შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- გულისრევა, დიარეა
- სახსრების ტკივილი ბავშვებში
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- სოკოვანი სუპერინფექციები (გამოწვეულია სოკოთი)
- ეოზინოფილების, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპის, მაღალი კონცენტრაცია
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- ჰიპერქტივობა ან აგზნება
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები ან გემოს დარღვევები
- ღებინება, მუცლის ტკივილი, მონელების პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია/გულძმარვა ან მეტეორიზმი
- სისხლში გარკვეული ნივთიერებების რაოდენობის ზრდა (ტრანსამინაზები და/ან ბილირუბინი)
- გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება
- სახსრების ტკივილი მოზრდილებში
- თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
- კუნთების და ძვლების ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება (ასთენია) ან ცხელება
- ტუტე ფოსფატაზის (გარკვეული ნივთიერების) დონის მომატება სისხლში
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- ნაწლავების ანთება (კოლიტი), რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების მიღებასთან (შეიძლება იყოს ფატალური ზოგიერთ შემთხვევაში) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), სისხლის შემადედებელი ფაქტორის (თრომბოციტების) რაოდენობის გაზრდა ან დაქვეითება;
- ალერგიული რეაქცია, შეშუპება ან კანის და ლორწოვანი გარსების სწრაფი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
- სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);
- ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, შფოთვითი რეაქციები, უჩვეულო სიზმრები, დეპრესია (შესაძლოა სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა ან სუიციდი) ან ჰალუცინაციები;
- დაბუჟება ან ჩხვლეტა, სენსორული სტიმულების უჩვეულო მგრძნობელობა, კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ტრემორი, გულყრები (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები) ან თავბრუსხვევა;
- მხედველობის პრობლემები (მათ შორის მხედველობის გაორება);
- ყურებში ხმაური, სმენის დაკარგვა, სმენის დაქვეითება;
- სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
- სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია), დაბალი არტერიული წნევა ან გულისწასვლა;
- ქოშინი, მათ შორის ასთმური სიმპტომები;
- ღვიძლის დარღვევები, სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე) ან ჰეპატიტი;
- სინათლეზე მგრძნობელობა (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- კუნთების ტკივილი, სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის მომატება ან სმაზმები;
- თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), საშარდე გზების ანთება;
- სითხის შეკავება ან ჭარბი ოფლიანობა;
- ფერმენტ ამილაზის დონის მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გარკვეული ტიპის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სახიფათო შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური და ძვლის ტვინის დეპრესია, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური; შრატისმიერი დაავადება (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- ფსიქიკური დარღვევები (ფსიქიკური რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თვითმკვლელობის აზრები, სუიციდის მცდელობა ან სუიციდი) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);
- შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დროს ბალანსის დარღვევა, ყნოსვის დარღვევა (ოლფაქტორული დარღვევები), თავის ქალის შიდა წნევის მომატება (ინტრაკრანიული წნევის მომატება);
- ფერების აღქმის დარღვევა;
- სისხლძარღვების კედლის ანთება (ვასკულიტი);
- პანკრეატიტი;
- ღვიძლის უჯრედების სიკვდილი (ღვიძლის ნეკროზი), რომელიც ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას;
- წვრილი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანქვეშ (პეტექიები), კანის სხვადასხვა ფორმის გამონაყარი (მაგ.: პოტენციურად ფატალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- კუნთების სისუსტე, მყესების ანთება, მყესის გაწყვეტა – ძირითადად აზიანებს დიდ მყესს ქუსლის უკანა მხარეს (აქილევსის მყესი) (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
- ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან კიდურების სისუსტე;
- გულის რითმის აჩქარება, სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულის რითმი, გულის რითმის ცვლილება (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, აღინიშნება ეკგ-ზე);
- პუსტულარული გამონაყარი;
- გავლენა სისხლის შედედებაზე (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით);
- წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან დაკავშირებული სინდრომი (შIADH);
- ცნობიერების დაბინდვა სისხლში შაქრის ძლიერი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა). იხ. პარაგრაფი 2.
ძალიან იშვიათი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები) ან მუდმივი წამლისმიერი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებები, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, ძილის დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, ასევე სმენის, მხედველობის და გემოს და ყნოსვის დარღვევები დაკავშირებული იყო ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ადრე არსებული რისკფაქტორებისაგან დამოუკიდებლად.
აორტის კედლის გადიდება და დასუსტება ან აორტის კედლის გახევა (ანევრიზმა და დისექცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუპტურა და გახდეს ფატალური, და გულის სარქვლების ნაკლოვანება, რაც აღწერილი იქნა ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, იხ, პარაგრაფი 2.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: წწწ.ნოიფიცაღAM.ეს
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. ციპროფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ შIGღE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ციპროფლოქსაცინი ნორმონი
- აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით);
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A) (კარტოფილი), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000, ამონიუმის მეთილაკრილატის კოპოლიმერი ტიპი A და პროპილენგლიკოლი.
ციპროფლოქსაცინი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
თეთრი ან ღია კრემისფერი, წაგრძელებული, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ცალ მხარეს.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ან 14 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წაროდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABOღAთOღIOშ NOღMON, შ.A.
ღონდა დე Vალდეცარრიზო, 6 - 28760 თრეს ჩანტოს - Mადრიდ (შPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის დეკემბერი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPშ) ვებგვერდზე: ჰტტპ://წწწ.აემპს.გობ.ეს
რეკომენდაცია/სამედიცინო განათლება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არაეფექტიანია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. თუ ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკებს, პაციენტი მათ საჭიროებს ზუსტად მიმდინარე დაავადებისათვის.
ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს ან გამრავლდეს. ამ ფენომენს ეწოდება რეზისტენტობა: ზოგიერთი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეიძლება არაეფექტიანი იყოს.
ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება ზრდის რეზისტენტობას. პაციენტი შეიძლება დაეხმაროს ბაქტერიას, გახდეს რეზისტენტული და შედეგად, დაყოვნდეს განკურნება ან დაქვეითდეს ანტიბიოტიკების ეფექტიანობა, თუ პაციენტი არ იცავს შემდეგ მითითებებს:
- დოზას;
- სქემას;
- მკურნალობის ხანგრძლივობას.
შესაბამისად, წამლის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად:
1. ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
2. ზუსტად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების დაცვა;
3. მედიკამენტის ხელახლა გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე, მაშინაც კი, თუ პაციენტს აღენიშნება იგივე დაავადება;
4. ანტიბიოტიკის მიცემა დაუშვებელია სხვა პირისთვის; შეიძლება არ შეესაბამებოდეს მის დაავადებას;
5. მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყველა გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მათი სათანადო წესით განადგურებისათვის.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










