კორნეტიარსი 10მგ/გ 10გ თვ/გელი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კორნეტიარსი
ვიტამინი A პალმიტატი (1000 სე) - სტერილური ოფთალმიური გელი, ხელოვნური ცრემლები
შემადგენლობა:
10 გმ პლასტმასის ბოთლი.
ყოველი გრამი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: ვიტამინი A პალმიტატი 10 მგ/გ (1000 სე)
არააქტიური ნივთიერბები: კონსერვანტი: ცეტრიმიდი 0.1 მგ/გ.
დამხმარე საშუალებები: კარბომერი 974, ვიტამინი E, ტრომეთამინი, კრემოფორი, გლიცეროლი, დინატრიუმის ედეტატი და საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კორნეტიარსის გელი არის წებოვანი წყლოვანი ხსნარი 974 კარბომერის ფუძეზე.
ტოპიკალური გამოყენების შემდეგ კორნეტიარსის გელი სწრაფად ნაწილდება კონიუნქტივაზე და რქოვანაზე, წარმოქმნის რა ლუბრიკანტულ და დამცავ აპკს რქოვანასთან ხანგრძლივი შეხების დროით. ცრემლის აპკის სტაბილურობა ნარჩუნდება 6 საათამდე.
ფარმაკოკინეტიკა:
კარბომერი 974 მნიშვნელოვანი რაოდენობების აბსორბცია, რქოვანაში შეღწევა ან თვალის ქსოვილებში აკუმულაცია სავარაუდოდ არ არის განპირობებული ამ სინთეზური პროდუქტის მაღალი მოლეკულური წონით. ყველა სხვა კომპონენტი არის კარგად დადგენილი ოფთალმიური ფარმაცევტული ინგრედიენტები.
ჩვენებები:
ცრემლის სითხის ჩანაცვლება მშრალი თვალის მდგომარეობების სამართავად, მათ შორის Keratoconjuctivitis sicca და არასტაბილური ცრემლის აპკის ან რქოვანას არასაკმარისი დატენიანებისათვის.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები და ბავშვები: 1 წვეთი დღეში 3-4-ჯერ ან საჭიროების მიხედვით, შემთხვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები:
დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა გელის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი ეფექტები:
ზოგჯერ გარდამავალი წვის შეგრძნება ან ქუთუთოების წებოვანება და/ან მხედველობის დაბინდვა ჩაწვეთების შემდეგ.
ძალიან იშვიათად ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღეისათვის ცნობილი არ არის. თუ გამოიყენება დამატებითი ოფთალმიური პრეპარატი, ორი პრეპარატის გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. კორნეტიარსის გელი უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს.
მითითებები პაციენტებისათვის:
კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ ჩაწვეთებამდე და ხელახლა გაიკეთოთ ჩაწვეთებიდან 30 წუთის შემდეგ.
იმ პაციენტებმა, რომლებშიც ვითარდება მხედველობის დაბინდვა კორნეტიარსის გელის გამოყენების შემდეგ, არ უნდა მართონ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე მხედველობა სრულად არ გასუფთავდება.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს კონტროლირებული კვლევები კორნეტიარსის გელის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ამიტომ, კორნეტიარსის გელი ორსულ ან მეძუძურ ქალებში გამოიყენება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას, ხოლო გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. ორსულობა კატეგორია C.
შენახვა:
გამოყენებისთანავე ბოთლს დაახურეთ თავსახური. გამოიყენეთ გახსნიდან მხოლოდ ერთი თვე.
შეინახეთ 2-80C-ზე გამოყენებამდე.
გახსნის შემდეგ შეინახეთ 250C-მდე.
მწარმოებელი
Orchidia Pharmaceutical Industries
სამრეწველო ზონა - ქალაქი ალ-ობური, ეგვიპტე
შესწორებულია: 2015 წლის ოქტომბერი
Orchidia
Pharmaceutical Industries