ავენი-A-Oxitive ასაკ/საწ. დღის დამცავი კრემი 30მლ

ავენი-A-Oxitive ასაკ/საწ. დღის დამცავი კრემი 30მლ

144.00 ლარი
კოდი: 86193
გააზიარე:

ავენი - A-OXITIVE SMOOTHING WHATER CREAM - ა-ოქსიტივი კანის სიგლუვის (გამათანაბრებელი) ეფექტის მქონე ასაკსაწინააღმდეგო თხევადი კრემი 30მლ. კრემი განკუთვნილია გადაღლილი, უსიცოცხლო, მოწყენილი კანისთვის, რომელზეც უკვე გაჩნდა ნაოჭები და  დაკარგა სიგლუვე. თხევდი ტექტურის კრემი ქმნის დამცავ ბარიერს კანზე, რაც უზრუნველყოფს ბრძოლას გარემოს ყოველდღიური ფაქტორების მიერ გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის წინააღმდეგ. ამასთანავე მასში შემავალი ანტიოქსიდანტური კომპლექსის (პროვიტამინები C და E) გახანგძლივებული და  სინერგული მოქმედება უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების პროცესს. კრემი მდიდარია ავენის თერმული წყლით, რაც განაპირობებს მის დამამშვიდებელ, გაღიზიანების საწინააღმდეგო და დამარბილებელ მოქმედებას კანზე. კანის დამატენიანებელი და განახლების ეფექტის მქონე თხევადი კრემი ათანაბრებს კანს. შედეგად ნაოჭები და ხაზები ნაკლებად შესამჩნევი ხდება, ხოლო კანი იბრუნებს ბუნებრივ ბზინვარებას. გამოყენება: დაიტანეთ სახისა და დეკოლტეს გასუფთავებულ კანზე დღისით ან/და საღამოს. შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (10 აფთიაქი)