დიგოქსინი 0.25მგ #20ტ(სოფარ)

დიგოქსინი 0.25მგ #20ტ(სოფარ)

2.30 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიგოქსინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 85980
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია : ინფორმაცია მომხმარებლისათვის

დიგოქსინი სოფარმა 0,25 მგ ტაბლეტები

DIGOXIN SOFARMA 0,25 mg tablets

დიგოქსინი (digoxin)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

- შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. თქვენ შეიძლება ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- ნებისმიერი დამატებითი კითხვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- წინამდებარე პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ და პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ მსგავსი სიმპტომები.

- თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ისეთ გვერდით რეაქციებსაც, რომელიც ამ ჩანართ-ფურცელში არ არის აღწერილი.

წინამდებარე ჩანართ - ფურცელში :

1. რას წარმოადგენს დიგოქსინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა იცოდეთ დიგოქსინი სოფარმას გამოყენების წინ.

3. როგორ გამოვიყენოთ დიგოქსინი სოფარმა.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება.

5. როგორ ინახება დიგოქსინი სოფარმა.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს დიგოქსინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება

დიგოქსინი სოფარმა შეიცავს სამკურნალო ნივთიერება დიგოქსინს. იგი მიეკუთვნება ე.წ. საგულე (დიგიტალისის) გლიკოზიდების ჯგუფს. ეს სამკურნალო საშუალებები ანელებენ გულის მუშაობას და ამავდროულად, ზრდიან გულის შეკუმშვის ძალას.

დიგოქსინი სოფარმა გამოიყენება გულის ზოგიერთი ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა:

• გულის უკმარისობა

ეს ნიშნავს, რომ გულის კუნთი ვერ გადაქაჩავს სისხლს საკმარისი ძალით, ვერ ამარაგებს სისხლით ორგანიზმს საჭირო ხარისხით. ეს განსხვავდება გულის ინფარქტისგან და არ ნიშნავს, რომ თქვენი გული აჩერებს მუშაობას.

• გულის რითმის ზოგიერთი დარღვევები

ეს მოიცავს წინაგულების მოციმციმე არითმიას და წინაგულების ფიბრილაციას, როცა გული ცემს ზედმეტად სწრაფად ან არათანაბრად, ისინი გამოწვეულია გულის ზედა კამერიდან ელექტროიმპულსების გამტარობის დარღვევით.

2. რა უნდა იცოდეთ დიგოქსინი სოფარმას გამოყენების წინ

არ მიიღოთ დიგოქსინი სოფარმა შემდეგ შემთხვევებში :

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია დიგოქსინის, ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ. პუნქტი 6);

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია სხვა საგულე გლიკოზიდების (დიგიტოქსინი) მიმართ.

- თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის შემდეგი დაავადებები:

გულის მეორე ხარისხის ან ინტერმიტენტული (დროებითი) სრული ბლოკადა.

სუპრავენტიკულური არითმია

პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან პარკუჭების ფიბრილაცია

ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დიგოქსინი სოფარმას გამოყენებამდე.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

- ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

- იცით, რომ გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია);

- იცით, რომ გაქვთ კალციუმის მაღალი დონე სისხლში (ჰიპერკალციემია);

- გაქვთ ვიტამინ B-ს უკმარისობით გამოწვეული გულის დაავადება (ბერი-ბერის დაავადება);

- გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

- გაქვთ თირკმლის პრობლემები;

- გაქვთ ფილტვების პრობლემები;

- გაქვთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პუნქტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის გამოყენებამდე. თქვენმა ექიმმა შეიძლება კორქცია შეიტანოს დოზირებაში ან შესაძლოა თქვენ გესაჭიროებათ სხვა წამალი.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და დიგოქსინი სოფარმა

გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ან ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხა სამკურნალო პრეპარატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით.

მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ დიგოქსინს ან დიგიტოქსინს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამის გამო თქვენს ექიმს შეიძლება დაჭირდეს დოზის შეცვლა.

სხვა წამლებთან ერთდროულად გამოყენების დროს დიგოქსინის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ისინი ან დიგოქსინი ზემოქმედებს თქვენზე. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგ საშუალებებს:

- პრეპარატებს კუჭ-ნაწლავის სისტემის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, დიარეა;

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონია) და გულის რითმის დარღვევის (არითმია) სამკურნალო საშუალებებს;

- ბრონქული ასთმის სამკურნალო წამლები;

- კიბოს სამკურნალო წამლები;

- ეპილეფსიის სამკურნალო წამლები;

- შფოთვის ან დეპრესიის სამკურნალო წამლები;

- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო წამლები (ანტიბიოტიკები);

- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო წამლები (ანტიმიკოზურები);

- სისხლში ქოლესტერნის მაღალი დონის დასაწევი წამლები;

- გადანერგილი ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკო წამლები;

- იმუნური სისტემის პრობლემების სამკურნალო წამლები;

- ჰემოდიალიზის დროს სისხლის შედედების საპროფილაქტიკო საშუალებები;

- საშუალებები გაუწყლოებისთვის (დიურეტიკები);

- საფაღარათო საშუალებები (ლაქსატივები);

- სტეროიდები

- ტკივილგამაყუჩებლები (ანალგეტიკები);

- კრაზანას პრეპარატები.

თქვენ არ უნდა მიიღოთ კრაზანა დიგოქსინ სოფარმასთან ერთად. თუ უკვე იღებთ კრაზანას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მისი გამოყენების შეწყვეტამდე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლთაგან რომელიმე პუნქტი, დაელაპარაკეთ თქვნს ექიმს ან ფარმაცევტს ამ დიგოქსინ სოფარმას გამოყენებამდე.

დიგოქსინი სოფარმა საჭმელთან და სასმელთან ერთად

დიგოქსინის მიღება შეიძლება ერთდროულად საკვებთან ერთად. მოერიდეთ დიგოქსინ სოფარმას მიღებას ისეთ საკვებთან, რომლებიც შეიცავენ ბოჭკოვან მასებს (ბალასტური ნივთიერება, ცელულოზა) - შავი პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და პარკოსნები, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმის მიერ აბსორბირებული დიგოქსინის რაოდენობის შემცირება.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან კვებავთ ძუძუთი, ან გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ამ წამლის გამოყენებამდე. ორსულობა არ წარმოადგენს უკუჩვენებას დიგოქსინის გამოყენებისთვის. არ შეინიშნება გვერდითი რეაქციები ნაყოფში, როცა დედა იღებს დიგოქსინის ჩვეულებრივ დოზას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც კი.

დიგოქსინი არ არის უკუნაჩვენები ლაქტაციის დროს.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა .

დიგოქსინით მკურნალობის დროს შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მხედველობის დაბინდვა. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

3. როგორ გამოვიყენოთ დიგოქსინ სოფარმა

ყოველთვის გამოიყენეთ დიგოქსინი სოფარმა ისე, როგორც ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეცვალოთ დოზა ან შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ. თქვენი ექიმი შეარჩევს სწორ დოზას თქვენთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახისაა ან რამდენად სერიოზულია პაციენტის გულის დაავადება, ასევე, პაციენტის ასაკზე, წონაზე და თირკმელების მდგომარეობაზე. დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი ან შემცირებული, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე.

თქვენი ექიმი აწარმოებს დაკვირვებას, რათა დაადგინოს როგორ იმოქმედებს წამალი თქვენზე და შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის და შარდის ანალიზი.

მიღების მეთოდი

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად.

დოზირება

მკურნალობა, როგორც წესი, შედგება ორი ეტაპისგან:

I ეტაპი - დატვირთვა (დიგიტალიზაცია)

გამოიყენება დიგოქსინი სოფარმას უფრო მაღალი დოზა, ამ სახით სწრაფად მიიღწევა მკურნალობისთვის საჭირო კონცენტრაცია სისხლში. ეს შედგება შემდეგი ორი ეტაპისგან:

- მიიღეთ ერთჯერადი მაღალი დოზა, და მერე გააგრძელეთ შემანარჩუნებელი დოზის მიღება.

- ერთი კვირა მიიღეთ დაბალი ყოველდღიური დოზები და მერე გააგრძელეთ შემანარჩუნებელი დოზის მიღება.

II ეტაპი - შემანარჩუნებელიდოზა

დატვირთვის შემდეგ გრძელდება მკურნალობა ბევრად დაბალი დოზებით ყოველ დღე, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის შეჩერებას.

მოზრდილებიდა 10 წელზე უფროსიასაკისბავშვები

დამტვირთავიდოზა

- ჩვეულებრივ შეადგენს 0,75-დან 1,5 მგ-მდე (3-დან 6 ტაბლეტამდე) ერთჯერადათ.

- ზოგიერთ პაციენტებში ეს დოზა გაიყოფა რამდენიმე დოზად და გამოიყენება ყოველ 6 საათში.

- როგორც ალტერნატიული ვარიანტი, შესაძლოა მიღება 0,25-დან 0,75 მგ-მდე (1-დან 3 ტაბლეტამდე) ყოველდღე ერთი კვირა.

შემანარჩუნებელიდოზა

- განსაზღვრავს თქვენი ექიმი, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე.

- ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა არის: 0,125-დან 0,25 მგ-მდე (1/2-დან 1 ტაბლეტამდე) დღეში.

10 წლამდე ასაკის ბავშვები

დამტვირთავიდოზა

- დოზა დგინდება თქვენი შვილის სხეულის მასის მიხედვით.

- როგორც წესი, დოზა შეადგენს 0,020–დან 0,045 მგ/კგ–მდე სხეულის მასაზე.

- იგი იყოფა რამდენიმე დოზად, რომლებიც მიიღება ინტერვალებით 4-დან 8 საათამდე.

შემანარჩუნებელიდოზა

- ამას განსაზღვრავს თქვენ ექიმი იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგი ექნება მკურნალობას თქვენი ბავშვისთვის.

- ჩვეულებრივ, ეს დოზა შეადგენს: დამტვირთავი დოზის 1/5 ან 1/4 და მიიღება ყოველ დღე.

თუ თქვენ მიიღეთ დიგოქსინი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ ჩვეულებრივზე მაღალი დოზა, ან სხვამ შეცდომით მიიღო თქვენი დიოქსინ სოფარმას მაღალი დოზა, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს და მიდით საავადმყოფოში. თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ ზოგიერთი ის სიმპტომი, რომელიც აღწერილია პუნქტ 4-ში, შესაძლოა ზოგ შემთხვევაში უფრო მკვეთრად გამოხატულიც.

თუ თქვენ დაგავიწყდათ დიგოქსინი სოფარმას მიღება

თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ გამოტოვეთ დოზის მიღება, როგორც კი გაგახსენდებათ მიიღეთ დაუყოვნებლივ. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა თუ მეორე დოზის მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ დიგოქსინი სოფარმას მიღება

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა საკუთარი შეხედულებისამებრ, რადგან შესაძლოა, თქვენი გულის დაავადება გაუარესდეს. მკურნალობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები .

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, დიგოქსინი სოფარმასაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ უვლინდება ყველას.

თუ დიგოქსინის მიღებისას გვერდითი რეაქციების გამოვლენის მიზეზი თქვენთვის ზედმეტად მაღალი დოზაა, ექიმს შეუძლია მისი კორეგირება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ გახშირებული გულისცემა, მოჭერის შეგრძნება გულზე, ტკივილი გულის არეში, ჰაერის უკმარისობა და ოფლიანობა. ეს შეიძლება მოასწავებდეს გულის სერიოზული პრობლემებს, გამოწვეულს ახლად წარმოქმნილი არითმიებით.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ აუცილებელად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:

ხშირი (ეხება 10-დან 1მდეადამიანს)

- გულის შენელებული ან გახშირებული პულსი

- გულისრევა, ღებინება და დიარეა

- გამონაყარი კანზე, შეიძლება იყოს ქავილითაც

- ძილიანობა და თავბრუხვევა

- გაუარესებული მხედველობა დაბინდვით ან მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ხედვით.

არახშირი ( ეხება 100-დან 1მდეადამიანს)

- დეპრესია

ძალიანიშვიათი (ეხება 10000-დან 1მდეადამიანს)

- კანქვეშ სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც ჩვეულებრივზე იოლად ვითარდება.

- ტკივილი მუცლის არეში, ცუდი სისხლმომარაგების ან ნაწლავის დაზიანების შედეგად

- გონებრივი დარღვევები, რომელიც იწვევს აშლილობას, ინდიფერენტულობას ან საღი აზროვნების უნარის დაკარგვას.

- სისუსტე, დაღლილობა, ზოგადი გადაქანცვა

- მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შესიევბა

- მადის დაკარგვა

- თავის ტკივილი

იშვიათად, სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმია. სავარაუდოდ, თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება როგორ ზემოქმედებს დიგოქსინი სოფარმა თქვენზე.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც ამ ჩანართ-ფურცელში არ არის აღწერილი.

5. როგორ შევინახოთ დიგოქსინ სოფარმა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ნუ გამოიყენებთ წამალს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდიბული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ სამკურნალო პრეპარატები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი იფორმაცია

რას შეიცავს დიგოქსინი სოფარმა

აქტიური ნივთიერება დიგოქსინი 0,25 მგ.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

როგორ გამოიყურება დიგოქსინი სოფარმა და შეფუთვის შემცველობა

მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. PVC/ ალუმინის ფირის ბლისტერში მოთავსებულია 10 ტაბლეტი. მუყაოს ყუთში მოთავსებულია 2 ან 5 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ჩანართი - ფურცელის ბოლო გადახედვის თარიღი : აპრილი, 2016 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.