ფამოტიდინი 20მგ #30ტ(სოფარ)

ფამოტიდინი 20მგ #30ტ(სოფარ)

8.69 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფამოტიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85979
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია : ინფორმაცია მომხმარებელთათვის

ფამოტიდინ სოფარმა 20 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები

ტაბლეტები

Famotidine Sopharma 20 mg film-coated tablets

ფამოტიდინი

(famotidine)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში (იხ.პ.4) ;

- თუ ფამოტიდინ სოფარმას 2 კვირის მანძილზე მიღების შემდეგ სიმპტომებმა არ გაიარა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

1. რას წარმოადგენს ფამოტიდინ სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის.

2. რა უნდა იცოდეთ ფამოტიდინ სოფარმას მიღებამდე.

3. როგორ მიიღოთ ფამოტიდინ სოფარმა

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.

5. ფამოტიდინ სოფარმას შენახვა.

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს ფამოტიდინ სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის.

ფამოტიდინ სოფარმა შეიცავს ფამოტიდინის ყველაზე ძლიერ H2 რეცეპტორულ ბლოკერს, რომელიც აქვეითებს კუჭქვეშა ჯირკვლის მომატებული მჟავიანობის სეკრეციას.

ფამოტიდინ სოფარმა გამოიყენება რეფლუქსისგან გამოწვეული მჟავიანობის (კუჭის წვენის საყლაპავში დაბრუნება) სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა მაგ.: გულძმარვა, მჟავიანობა და ტკივილს გულმკერდის ძვლის უკან. ეს შეიძლება წარმოიქმნას საკვების მიღების შემდეგ ან წოლით მდგომარეობაში, ასევე მძიმე ფიზიკური მუშაობის შემდეგ. ამ სიმპტომების გაკონტროლება ზოგადად შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატით მოკლევადიანი მკურნალობის საშუალებით, მაგრამ, თუ სიმპტომები გაგრძელდა ან თქვენი მდგომარეობა უარესდება, მაშინ თქვენმა ექიმმა უნდა გადახედოს თქვენს მკურნალობას.

2. რა უნდა იცოდეთ ფამოტიდინ სოფარმას მიღებამდე.

არ მიიღოთფამოტიდინ სოფარმა:

- თუ თქვენ ხართ ზემგრძნობიარე ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერების ან ამ მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პ.6;

- თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია,

- თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლების ფუნქცია,

- თუ თქვენ ხართ ორსულად და კვებავთ;

- არ გამოიყენოთ 12 წლამდე ბავშვებში , რამდენადაც არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან მიმართებაში.

მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება ფამოტიდინ სოფარმას გამოყენებისას:

- ფამოტიდინ სოფარმით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შესახებ, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ან ადრე გქონდათ. აცნობეთ მას თუ თქვენ ხართ ალერგიული ან ზემგრძნობელობა გაქვთ ანტიაციდების მიმართ;

- აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გქონდათ ან ამჟამად გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

წონაში არასასურველი კლება, განმეორებითი გულისრევები ან სისხლიანი ღებინება ან შავი განავალი. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ დამატებითი კვლევები ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, ან გამორიცხოს ავთვისებიანი დაავადება.

- თუ თქვენ ასაკში ხართ ან თქვენ გქონდათ გართულებები, მაგ. სისხლჩაქცევა ან წყლული არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, ან

- თუ თქვენ ღებულობთ არასტეროიდულ ანთებისაწინააღმდეგო საშუალებებს

- აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის გართულებები,

არ არის რეკომენდებული ფამოტიდინ სოფარმას გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში , რამდენადაც არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან მიმართებაში.

ფამოტიდინ სოფარმა და სხვა პრეპარატები.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობდით ან ამჟამად ღებულობთ რომელიღაც პრეპარატებს, რომლებიც იყიდება ურეცეპტოდ. ფამოტიდინ სოფარმას შეუძლია დააქვეითოს კეტოკონაზოლის შეთვისება (ეს წამალი გამოიყენება სოკოვან დაავადებათა სამკურნალოდ) კუჭში მჟავიანობის ცვლილების გამო. კეტოკონაზოლის მიღების საჭიროების შემთხვევაში დროითი სხვაობა ამ წამლების მიღებებს შორის უნდა იყოს 2 საათი. ფამოტიდინ სოფარმას ერთდროულმა მიღებამ ანტიაციდურ საშუალებებთან შეიძლება შეამციროს მისი მოქმედება.

ფამოტიდინ სოფარმას მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან:

რეკომენდებულია ფამოტიდინ სოფარმას მიღება კვების დროს ან ჭამის შემდეგ, რადგანაც საკვები ზრდის მისი ათვისების უნარს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილიტეტი:

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან ნებისმიერი წამლის მიღებამდე. ფამოტიდინ სოფარმას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ბავშვის კვების დროს.

მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:

ფამოტიდინ სოფარმას მიღება არ მოქმედებს ადამიანის შესაძლებლობაზე მანქანის მართვისა და მასთან მუშაობის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფამოტიდინ სოფარმას ზოგიერთ შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებით:

ფამოტიდინ სოფარმა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, მიიღეთ მისგან რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.

3, როგორ მივიღოთ ფამოტიდინ სოფარმა

ჩვეულებრივი დოზა:

ზრდასრულები –

2 ჯერ დღეში 20-მგ - დილით და საღამოს, ორი კვირის განმავლობაში.

ბავშვები 12-დან 18 წლამდე:

1 ტაბლეტი დღეში.

12 წლამდე ბავშვებში ეს პრეპარატი არ გამოიყენება, რადგან არ არსებობს ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები.

ასაკოვან პაციენტებში – არ საჭიროებს დოზირების შეცვლას.

ფამოტიდინ სოფარმას აბები მიიღება მთლიანად მცირეოდენ წყალთან ერთად.

თუ სიმპტომებმა არ გაიარა ფამოტიდინ სოფარმას 2 კვირიანი მიღების შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს., რადგანაც ამ სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა მიზეზი. თუ თქვენ რამეში არა ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ ფამოტიდინ სოფარმას ზედმეტი დოზა,

თუ თქვენ მიიღეთ ფამოტიდინ სოფარმას ზედმეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ პროდუქტის მიღება და მიმართოთ სიმპტომატიკურ მკურნალობას.

თუ თქვენ გამოტოვეთ ფამოტიდინ სოფარმას მისაღები დოზა, არ მიიღოთ ზედმეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დადგენილი სქემით.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ფამოტიდინ სოფარმას შეუძლია ჰქონდეს არასასურველი რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები. ზოგადად, ფამოტიდინ სოფარმა კარგად ასათვისებელი პრეპარატია.

ფამოტიდინ სოფარმათი მკურნალობისას აღინიშნება შემდეგი არასასურველი რეაქციები:

არახშირი ( 1000-დან 1-10 პაციენტს):

- გაზების დიდი რაოდენობა ნაწლავებში;

იშვიათი (10000დან 1-10 პაციენტს):

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა ან შეკრულობა.

ძალიან იშვიათი (10000დან 1 პაციენტს):

- ზოგადი დარღვევები – აპეტიტის დაკარგვა, დაღლილობა, მსუბუქად მომატებული ტემპერატურა;

- გულის დარღვევები – არითმია, ბრადიკარდია;

- კუჭ-ნაწლავის დარღვევები- ღებინება, გულისრევა, პირის სიმშრალე, ღვიძლის ენზიმების შეცვლა;

- ძვალ- კუნთოვანი დარღვევები – კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი;

- ნერვული სისტემის დარღვევა - გაფანტულობა, აღგზნებადობა, დეპრესია, ძილიანობა;

- ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება, რომელსაც აჩვენებს სისხლძარღვთა სისტემა

- თმის ცვენა.

arasasurveli reaqciebis Sesaxeb Setyobinebis wardgena

raime arasasurveli reaqciis gamovlenis SemTxvevaSi, dauyovnebliv mimarTeT Tqvens eqims an farmacevts. aRniSnuli vrceldeba im arasasurvel reqciebze, romlebic ar aris miTiTebuli winamdebare instruqciaSi. Tqven aseve SegiZliaT acnoboT arasasurveli reaqciis Sesaxeb pirdapir wamlis saagentos: “damian gruevis” quCa #8, 1303 sofia, tel: + 35928903417 , veb-gverdi: www.bda.bg.

gverdiTi efeqtebis Sesaxeb SetyobinebiT, Tqven SeitanT Tqvens wvlils aRniSnuli preparatis usafrTxoebaSi.

5. ფამოტიდინ სოფარმას შენახვა

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 25º С დაბალ ტემპერატურაზე .

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფამოტიდინ სოფარმა და დამატებითი ინფორმაცია:

აქტიური ნივთიერება ფამოტიდინ 20მგ.

სხვა შემადგენელი ნაწილები: ლაქტოზა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, მაგნეზიის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი (ტიპი ა), ჰიდროქსიდპროპილმეთილცელულოზა, ოპადრაი და YS-IR-7002

ფამოტიდინ სოფარმას გარეგნული სახე და რასშეიცავს შეფუთვა:

თეთრი, მრგვალი, ორივე მხარეს ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 ცალი თითო PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში ერთ მუყაოს შეფუთვაში არის 3 ბლისტერი.

ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16

მწარმოებელი: სს „სოფარმა“, , ქ. სანდანსკი 2800, იდუსტრიალური ზონა, ბულგარეთი

ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: სექტემბერი 2017 წ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.