კაპტოპრილი 25მგ #40ტ(სოფარ)
გააზიარე:
კაპტოპრილი სოფარმა 25მ გ ტაბლეტები
Captopril Sopharma 25 mg tablets
კაპტოპრილი (captopril)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ წამლის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა პირს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენი დაავადების ნიშნები მსგავსი.
-თუ თქვენ გამოგივლინდათ არასასურველი რეაქცია ამ წამლის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ყველა იმ არასასურველ რეაქციასაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში . იხ.პუნქტი.4.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.
- 1. რას წარმოადგენს კაპტოპრილი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
- 2. რა უნდა იცოდეთ კაპტოპრილი სოფარმას მიღებამდე
- 3. როგორ მიიღება კაპტოპრილი სოფარმა
- 4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
- 5. როგორ ინახება კაპტოპრილი სოფარმა
- 6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს კაპტოპრილ სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის.
კაპტოპრილი სოფარმა არის ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მოქმედებს სისხლის და ქსოვილის სპეციფიკურ ენზიმურ სისტემაზე. შედეგად იკლებს არტერიული სისხლის წნევა და მთლიანობაში უმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედება. პაციენტებს, რომელთაც გამოხატული აქვთ გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კაპტოპრილის გამოყენება უხანგრძლივებს სიცოცხლეს . პაციენტებში ინსულინდამოკიდებული დიაბეტით (ტიპი 1 ) და თირკმლის დაზიანებით, ჰიპერტონიით ან მის გარეშე, კაპტოპრილით მკურნალობის დროს ხდება თირკმლის უკმარისობის განვითარების შემთხვევების შემცირება.
კაპტოპრილი სოფარმა ტაბლეტები გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის (სისხლის მაღალი წნევის), გულის ქრონიკული უკმარისობის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულინდამოკიდებული (ტიპი 1) დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ კაპტოპრილ სოფარმას მიღებამდე.
არ მიიღოთ კაპტოპრილ სოფარმა
-თუ თქვენ ხართ ალერგიული (მომატებული მგრძნობელობა) ამ წამლის აქტიური ნივთიერებების ან სხვა შემადგენლების მიმართ ( იხილეთ პუნქტი 6);
-თუ თქვენ გქონდათ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) ამ ჯგუფის სხვა წამლების ( აგფ ინჰიბიტორები) მიმართ.
_ თუ თქვენ წინა მკურნალობის დროს აგფ ინჰიბიტორების მიღების შედეგად გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებით;
- თუ ადრეც გქონიათ მსგავსი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები უცნობი მიზეზით ან თუ დაგისვეს მემკვიდრეობითი დაავადების ან იდიოპათიური ანგიონედემის დიაგნოზი.
- თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და გადიხართ მკურნალობას არტერიული წნევის შესამცირებელი მედიკამენტებით, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
- თუ ხართ ორსულად 3 თვეზე მეტია (კაპტოპრილის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული
ორსულობის პირველ 3 თვეში - იხ. განყოფილება "ორსულობა და ძუძუთი კვება") ან კვებავთ ძუძუთი;
- თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, რომელიც გამოიყენება გულის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების რისკი (სწრაფი კანქვეშა შეშუპება ისეთ უბანში, როგორიცაა ყელი) იზრდება;
_ თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, არსებობს ანგიოდემის მომატებული რისკი:
• რაცეკადოტრილი, დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გადანრგილი ორგანოების მოცილების პროფილაქტიკისთის და კიბოს სამკურნალოდ (მაგ., ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი).
• ვილდაგლიპტინი, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
კაპტოპრილი სოფარმას მიღების დაწყებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,
მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:
-თუ არსებობს სისხლის წნევის ძლიერად დაწევის რისკი წყლის და მარილის ბალანსის დარღვევის გამო, მაგ. დიურეტიკებით მკურნალობისას (შარდმდენი საშუალებები); მარილის შემზღუდავი დიეტა, ან ღებინების ან დიარეის შედეგად;
- თუ თქვენ გაქვთ აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი), თირკმლის არტერიის შევიწროება ან გულის კუნთის სისქის მატება (ჰიპერტროფიული მიოკარდიოპათია);
-თუ თქვენ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
-თუ წარსულში თქვენ ჩაგიტარდათ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია;
- თუ წარსულში გქონდათ ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის შეშუპება და ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებით;
-თუ თქვენ გაქვთ იმუნური სისტემის დაავადება, შაქრის დიაბეტი და ნებისმიერი ინფექციურ- ანთებითი დაავადება (ყელის ანთება, მაღალი სიცხე და სხვ.);
- თუ თქვენ მკურნალობთ ალოპურინოლით, პროკაინამიდით
-თუ თქვენ იღებდით ან იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
კალიუმის დანამატები, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკებით, ან სხვა წამლები, რომლებიც დაკავშირებულია კალიუმის დონის მატებასთან სისხლის შრატში (მაგ: (მაგ. ტრიმეტოპრიმი და კოტრიმოქსაზოლი ბაქტერიული ინფექციების დროს);
- ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს უარყოფის პრევენციისთვის;
- ჰეპარინი, სისხლის გამათხელებელი, თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის;
- ქირურგიული პროცედურების ან ანესთეზიის დაწყებამდე შეატყობინეთ ექიმს, რომ იღებთ კაპტოპრილს, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა;
- თუ გეგმავთ მწერების (ფუტკარი ან ბზიკები) შხამების დესენსიბილიზაციის მკურნალობას
მადესენსიბილიზერებელმა მკურნალობამ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან ერთად/შეიძლება ზოგჯერ გაზარდოს ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოქმნის რისკი
- თუ თქვენ აპირებთ გაიაროთ მკურნალობა, რომელსაც ეწოდება LDL აფერეზი დექს-ტრანსსულფატი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მოცილება სისხლიდან მაღალი ქოლესტერინის დროს);
- თუ გადიხართ ჰემოდიალიზს მაღალი გამტარიანობის მემბრანებით
(პოლიაკრილონიტრილი).
- თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას მაღალი წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ARB) (ასევე ცნობილი როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით. თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები.
- ალისკირენი.
ექიმმა შეიძლება პერიოდულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების დონე (მაგ. კალიუმი) სისხლში.
აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ კაპტოპრილი სოფარმა“.
ზოგიერთ აფრო-კარიბული წარმოშობის პაციენტს შეიძლება დასჭირდეს კაპტოპრილ სოფარმას უფრო მაღალი დოზები არტერიული წნევის ადეკვატურად შემცირებისთვის.
აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან გეგმავთ დაორსულებას). კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 3 თვეში. იგი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის მე-3 თვის შემდეგაც, ვინაიდან ამ პერიოდში მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს შვილს (იხილეთ ქვემოთ პუნქტი "ორსულობა და ძუძუთი კვება").
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გამოვლინდა კაპტოპრილ სოფარმათი მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
- სიყვითლე (კანისა და თვალების თეთრების გაყვითლება);
- მუდმივი, მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ახალშობილები და ჩვილები: კაპტოპრილის გვერდითი ეფექტების რისკი დაბალ წნევასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
კაპტოპრილით მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს ცრუ-დადებითი ტესტი აცეტონზე შარდში. ამ პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რეგულარულ მონიტორინგს თქვენი ექიმისგან. სწორედ ამიტომ უნდა ჩაიტაროთ ექიმის მიერ დანიშნული ლაბორატორიული გამოკვლევები.
სხვა წამლები და კაპტოპრილი სოფარმა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა წამალს, ან ახლახანს იღებდით ან გეგმავთ უახლოეს მომავალში:
- დიურეზულები (შარდმდენი საშუალებები), როგორიცაა ფუროსემიდი;
- კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი; კალიუმის პრეპარატები და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა არტერიული წნევის შემამცირებელი საშუალებები, ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა პრეპარატები (ვაზოდილატორები), პროკაინამიდი, დიგოქსინი;
- თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე პუქტები სათაურით „არ მიიღოთ კაპტოპრილი სოფარმა " და "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები", შესაძლოა თქვენმა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს თქვენთვის დოზის შეცვლა და/ან მიღოს სიფრთხილის სხვა ზომები.
- ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი და და ა.შ.);
- პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი), პრობენეციდი;
- დაბალი წნევის, შოკის, ასთმის, ალერგიის სამკურნალო წამლები, როგორიცაა ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი, სისტემური კორტიკოსტეროიდები;
- ლითიუმის მარილები;
- წამლები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (იმუნოსუპრესანტები);
- ანტიდიაბეტური პრეპარატები;
- ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი;
- ანტაციდები (კუჭის მომატებული მჟავიანობისთვის);
- ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა- კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზური საშუალებები ( თრომბის დამშლელი ) და ბეტა ბლოკერები (მაღალი წნევის სამკურნალოდ) შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად კაპტოპრილ სოფარმასთან.
კაპტოპრილი სოფარმას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაპტოპრილი სოფარმა მიიღება პერორალურად საკვების მიღებამდე, ან მიღების დროს ან მის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შეიძლება დაორსულდეთ) უნდა აცნობოთ ექიმს,
თქვენი ექიმი , წესით, გირჩევთ კაპტოპრილი სოფარმას მიღების შეწყვეტას ან გირჩევთ სხვა წამლის მიღებას კაპტოპრილი სოფარმას ნაცვლად. ორსულობის პირველ სამ თვეში კაპტოპრილი სოფარმას მიღება არ არის რეკომენდებული თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის სამი თვის შემდეგაც, ვინაიდან ამ პერიოდში მიღების დროს შეიძლება ნაყოფს მიადგეს სერიოზული ზიანი.
ძუძუთი კვება
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთ ან გეგმავთ. არ არის რეკომენდებული კაპტოპრილი სოფარმას მიღება ძუძუთი კვების დროს. ასევე არ არის რეკომენდებული ნაადრევი მშობიარობის შემდეგ და მშობიარობიდან პირველ რამდენიმე კვირაში. ხოლო უფრო მოზრდილი ჩვილების კვების დროს თქვენი ექიმი აგიხსნით კაპტოპრილ სოფარმას გამოყენების რისკის და სარგებლის შესახებ სხვა წამლებთან შედარებით.
მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა
კაპტოპრილს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა და თავბრუსხვევა პაციენტებში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ეს უნდა გაითვალისწინონ პირებმა, რომლებიც მუშაობენ მანქანებთან და მართავენ მანქანას.
კაპტოპრილ სოფარმას ტაბლეტები შეიცავს ხორბლის სახამებელს. ამ წამალში ხორბლის სახამებელი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით გლუტენს და თუ გაქვთ ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა). ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს პრობლემები. ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 2,5 მკგ გლუტენს. თუ გაქვთ ხორბლის ალერგია (მდგომარეობა, გაბსხავვებული ცელიაკიისგან), თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს წამალი.
კაპტოპრილ სოფარმას ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას;
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია მასთან ამ პროდუქტის მიღებამდე.
- როგორ მიიღება კაპტოპრილ სოფარმა
ყოველთვის მიიღეთ კაპტოპრილი სოფარმა ისე, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამამდე, ჭამის დროს ან მის შემდეგ ცოტა წყლის დაყოლებით.
დოზირება
მოზრდილები
არტერიული ჰიპერტონია: საწყისი დოზა: 1/2-1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია 2 კვირის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გულის უკმარისობა: პაციენტთა უმრავლესობისთვის საწყისი დოზა: 1/4 ან 1/2-ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ: მოკლევადიანი მკურნალობისთვის (4 კვირა) მხარდამჭერი დოზაა 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის გულის უკმარისობის დროს, ერთჯერადი საწყისი დოზის 1/4 ტაბლეტის შემდეგ გააგრძელეთ 1/2 ტაბლეტით 3-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში. რამდენიმე დღის შემდეგ დოზა იზრდება, ჯერ 1 აბი 3-ჯერ დღეში, და პაციენტის ამტანობის მიხედვით დოზა შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში იზრდება შემანარჩუნებელ დოზამდე 3- 4 ტაბლეტი დღეში, 2-3-ჯერ მიღებით. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 6 ტაბლეტამდე (150 მგ).
დიაბეტური ნეფროპათია: შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით ხანგრძლივი მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას პაციენტს ექიმი უნიშნავს დოზას დარღვევების შესაბამისად.
65 წელს გადაცილებული პაციენტები: მკურნალობა უნდა დაიწყოს (როგორც სხვა ანტიჰიპერტენ-ზიული წამლებით) დაბალი საწყისი დოზით, რომელსაც ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი.
ბავშვები და მოზარდები:
არ არსებობს მონაცემები ბავშვებში კაპტოპრილის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ. კაპტოპრილის გამოყენება ბავშვების და მოზარდების ასაკში უნდა გამოიყენოთ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზა: 0,3მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ ზემოთ მითითებულისგან განსხვავებული დოზები, ამ შემთხვევაში თქვენ ეს უნდა განიხილოთ ექიმთან.
ზოგჯერ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა კაპტოპრილ სოფარმას პირველი ერთი ან ორ დოზის მიღების შემდეგ . თუ ასე მოხდება, დაწექით მანამ, სანამ სიმპტომები არ გაქრება.
თქვენ უნდა მიიღოთ კაპტოპრილი სოფარმას დაახლოებით ყოველ დილით დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ, ჭამის დროს ან მის შემდეგ.
განაგრძეთ კაპტოპრილი სოფარმას მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, სანამ ექიმი სხვა რამე არ გეტყვით.
თუ თქვენ მიიღეთ კაპტოპრილ სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა.
ჭარბი დოზირება ხასიათდება სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაწევით. ეს ჩვეულებრივ იკურნება ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური გადასხმებით. პრეპარატის გამოყვანა შესაძლებელია ჰემოდიალიზით. კაპტოპრილ სოფარმას ჭარბი დოზის მიღების მიმართეთ ექიმს მაშინაც კი, თუ თქვენ კარგად გრძნობთ თავს.
თუ თქვენ გამოტოვეთ კაპტოპრილი სოფარმას მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ კაპტოპრილი სოფარმას მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. მაგრამ თუ
მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ნებისმიერ წამალმა, კაპტოპრილი სოფარმამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას არ უვლინდება.
შეწყვიტეთ კაპტოპრილ სოფარმას მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გამოგივლინდათ შემდეგი არასასურველი რეაქციები:
- ხელების, სახის, ტუჩების, ენის შეშუპება;
- გაძნელებული სუნთქვა;
- წვის, გამონაყარის, შეწითლების ან კანის აქერცვლის მოულოდნელი წარმოქმნა;
- ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა;
- თავბრუსხვევა, სისუსტე ან გონების დაკარგვა;
- ძლიერი მუცლის ტკივილი;
- კანის ან თვალების გაყვითლება;
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:
ხშირი (უვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):
გემოს შეცვლა, თავბრუსხვევა; მშრალი, გაღიზიანებული (არაპროდუქტიული) ხველა; ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, პეპტიური წყლული, მუცლის ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, პირის სიმშრალე, გამონაყარი, ქავილი თმის ცვენა, ძილის დარღვევები.
არხშირი (უვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს ):
მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, თითების ბოლოების დაბუჟება, გულის რითმის ცვლილება გულმკერდის ძვლის ტკივილი, გახშირებული გულისცემა; დაბალი წნევა, კიდურებში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება სისხლძარღვების სპაზმის გამო ( რეინოს სინდრომი); არტერიული წნევის უეცარი ვარდნა ფეხზე დგომისას, იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას, საერთო სისუსტეს კოლაფსამდე (ორთოსტატული ჰიპოტენზია), წამოხურება, სიფერმკრთალე, ასთენია, ზოგადი სისუსტე, გულმკერდის ტკივილი.
იშვიათი (უვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს ):
ძილიანობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (სტომატიტი /აფთოზური წყლულები); თირკმლის დისფუნქცია, მათ შორის, თირკმლის უკმარისობა, ხშირი შარდვა, შარდის გამოყოფის დაქვეითება, შარდის გამოყოფის მომატება საათის განმავლობაში.
ძალიან იშვიათი (უვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).
ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (კალიუმი, ნატრიუმი, შარდოვანა, შრატის კრეატინინი და ა.შ.), გულის სერიოზული პრობლემები (გულის გაჩერება, კარდიოგენური შოკი), სისხლის სურათის ცვლილება, რომელიც ჩვეულებრივი გამოკვლევისას ვლინდება, ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების შეშუპება), აუტოიმუნური დაავადებები, ცერებროვასკულური ინციდნეტები,
ცნობიერების დროებით დაკარგვა (სინკოპი), დაბნეულობა, დეპრესია, მხედველობის დაბინდვა, ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება, სურდო, ალერგიული პნევმონია (ალერგიული ალვეოლიტი/
ეოზინოფილური პნევმონიტი), გლოსიტი (ენის ანთება), პანკრეასის ანთება, თირკმლის დაზიანება შარდში ცილის დონის გაზრდით და შეშუპება (ნეფროზული სინდრომი), მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით (მძიმე დაავადება, რომელსაც ახლავს პირზე, კანზე, თვალებს და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა), ექსფოლიაციური დერმატიტი, ბულოზური პემფიგუსი (დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბუშტუკების გაჩენით, რომლებიც ადვილად სკდება და ქმნიან მტკივნეულ ეროზიებს), ერითროდერმია (კანის არანორმალური სიწითლე), ფოტომგრძნობელობა, ჰიპოგლიკემია (სისხლში ძალიან დაბალი შაქარი), მიალგია (კუნთების ტკივილი), ართრალგია (სახსრების ტკივილი); სხეულის ტემპერატურის ცვლილება, ჭინჭრის ციება, ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის ანთება ან სიყვითლე, ერექტიული დისფუნქცია, გინეკომასტია.
როგორც ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, აღინიშნება სინდრომი, სხეულის ტემპერატურის მატების, გამონაყარის, კუნთების და სახსრების ტიკივილი, სისხლძარღვების და თირკმლების დაზიანების ჩათვლით.
arasasurveli reaqciebis Sesaxeb Setyobinebა
თუ გამოგივლინდათ raime arasasurveli reaqciა, აცნობეთ Tqvens eqims an farmacevts. ეს მოიცავს im arasasurvel reqciebსაც, romlebic ar aris აღწერილი winamdebare instruqciaSi. Tqven aseve SegiZliaT acnoboT arasasurveli reaqciis Sesaxeb pirdapir wamlis saagentos: “damian gruevis” quCa #8, 1303 sofia, tel: +35928903417, veb-gverdi: www.bda.bg. gverdiTi efeqtebis Sesaxeb SetyobinebiT, Tqven SeitanT Tqvens wvlils aRniSnuli preparatis usafrTxoebaSi.
5. როგორ ინახება კაპტოპრილი სოფარმა
შეინახეთ 250 С -ს ქვემოთ ტემპერატურაზე. ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კაპტოპრილი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- 4. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს კაპტოპრილ სოფარმა:
- აქტიური ნივთიერება კაპტოპრილი 25მგ ერთ ტაბლეტში.
- სხვა შემადგენლობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი; ხორბლის სახამებელი; ცელულოზა, მიკროკრისტალური (ტიპი 101); ჰიდროქსილპროპილცელულოზა; მაგნეზიის სტეარატი; სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო.
კაპტოპრილ სოფარმას გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა:
მრგვალი ბრტყელი ტაბლეტი წამახვილებული კიდეებით, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს, დიამეტრით 7მმ. ფერი- თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე, სუსტი სპეციფიკ ური სუნით. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ერთ ბლისტერში მოთავსებულია 10 ტაბლეტი; 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი და გამოყენების ნებართვის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკოე შოსე“-ს ქ. # 16
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: ივლისი, 2019 წელი
_____________________________________________________________________
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)










