სინურინი 10მლ ცხვ/წვეთი

სინურინი 10მლ ცხვ/წვეთი

24.10 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: ლოტოს ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ზეითუნის ზეთი,ევკალიპტის, ჩაის ხის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85917
გააზიარე:

მომხმარებლის სახელმძღვანელო

სინურინის წვეთები

ცხვირის ღრუს მოვლისთვის

ინგრედიენტები : ზეითუნის ზეთი - 98%, ჩაის ხის ეთერზეთი - 1%, ევკალიპტის ეთერზეთი - 1%.

ევკალიპტის ეთერზეთი - აადვილებს ცხვირით სუნთქვას და არის ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება სინუსიტების დროს. ევკალიპტის ეთერზეთი ათხიერებს ცხვირისა დაა სინუსების ღრუებში დაგროვილ სეკრეტს და ხელს უწყობს მის გამოდევნას. ამავე დროს მასში შემავალი ბუნებრივი ნაერთები ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას.

ზეითუნის ზეთი - ატენიანებს ლორწოვან გარსს და ამცირებს მის გაღიზიანებას. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იმუნომოდულატორი.

ჩაის ხის ზეთი - ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. მას მთელს მსოფლიოში იყენებენ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, იქნება ეს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი თუ ტკიპისმიერი გენეზის. გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

რა შემთხვევაში გამოიყენება:

ატენიანებს ლორწოვანს და იცავს მას გამოშრობისგან ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა გაციება, ალერგია და სხვა არასასურველი გარემო ფაქტორები (ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით, მტვრით და სხვა მიზეზებით გამოწვეული ლორწოვანის გამოშრობა და ანთება), აადვილებს სუნთქვას.

დოზირება:

გამოიყენება თითო წვეთი 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

შენახვის წესი:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), ბნელ ადგილას, მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა : მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი ფლაკონი ვარგისია 6 თვის განამვლობაში.

გამოშვების ფორმა : მცენარეული ეთერზეთების ნარევით სავსე შუშის ბოთლი, თავსახურით და პიპეტით - 10 (±10%) მლ მოცულობით.

მწარმოებელი : ლატვია, ევროკავშირი. დამზადებულია Lotos Pharma GMP (Good Manufacturing Practice) ხარისხის სისტემის შესაბამისად. SIA Lotos Pharma, Vienotais Reg. ლატვია. Nr. 40103638962 Tel.: +37126002554. E-mail: [email protected] www.lotos-pharma.com

წარმოების ადგილი : ლატვია. ევროკავშირი.

დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“. მისამართი: საქართველო, 0179, თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. #50 ტელეფონი: +995 592 72 00 20 E-mail: [email protected]