ანალგინი ბავშ.500მგ/მლ20მლ წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ანალგინი ® ბავშვებისთვის500მგ/მლ
პერორალური წვეთები, ხსნარი
Analgin ®Kids 500 mg/ml oral drops, solution
ნატრიუმის მეტამიზოლი (metamizole sodium)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, სანამ დაიწყებდეთ მის გამოყენებას, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც ამას ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაღაცაში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.
- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში .იხ.პ.4 .
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.
- რას წარმოადგენს ანალგინი ბავშვებისთვის და რისთვის გამოიყენება ის.
- რა უნდა იცოდეთ ანალგინი ბავშვებისთვის მიღებამდე.
- როგორ მიიღოთ ანალგინი ბავშვებისთვის
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
- პრეპარატრის შენახვა.
- 6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ანალგინი ბავშვებისთვის და რისთვის გამოიყენება
ანალგინი ბავშვებისთვის შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - მეტამიზოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანალგეტიკური თვისება და სიცხის დამწევი მოქმედება. ანალგინი ბავშვებისთვის გამოიყენება:
- მაღალი ტემპერატურის დასაწევად;
- ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებისთვის სხვადასხვა წარმოშობის ზომიერიდან ძლიერ ტკივილებზე, როგორიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, შაკიკი და შაკიკის მსგავსი სიმპტომები, კუნთების ტკივილი, ტრავმები, დამწვრობები, პოსტოპერაციული ტკივილები, ფანტომური ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, ტკივილი ონკოლოგიური დაავადების დროს, თირკმლის და ნაღვლის ბუშტის ჭვალი.
2. რა უნდა იცოდეთ ანალგინი ბავშვებისთვისგამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ანალგინი ბავშვებისთვის:
- თუ თქვენი ბავშვი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე)აქტიური ნივთიერების მეტამიზოლის , სხვა პირაზოლინების მიმართ, მაგ. ფენაზონი, პროპიფენაზონი ან პირაზოლონური წარმოებულების, მაგ. ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტაზონი(აგრანულოციტოზის რეაქციის ჩათვლით) ან მისი ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის მიმართ (ჩამოთვლილია პ.6);
- თუ თქვენს ბავშვს აქვს აუტანლობა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიმართ( ანალგეტიკური ასთმა ან ანალგეტიკური აუტანლობა ურტიკარია-ანგიოდემის ტიპის). ამ შემთხვევაში თქვენ რეაგირებთ ისეთ ტკივილგამაყუჩებელ პროდუქტებზე, როგორიცაა მაგ. სალიცილატები, პარაცეტამოლი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი ან ნაპროქსენი ბრონქოსპაზმთან ერთად (ბრონქების შეკუმშვა), რის შედეგადაცწარმოიშობა სუნთქვის გაძნელება ან სხვა რეაქციები ზემგრძნობელობაზე.
- თუ თქვენს ბავშვს აქვს ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლა (მაგ. ციტოსტატიკებით მკურნალობის შემდეგ, რომელიც მიიღება კიბოს დაავადების დროს) ან ჰემოლიზური სისტემის დაავადების დროს(სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
- თუ თქვენს ბავშვს აქვს თანდაყოლილი გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზური უკმარისობა (იშვიათი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერების ცვლასთან ჰემოლიზის რისკის გამო (სისხლის წითელი უჯრედების რღვევა)
- თუ თქვენს ბავშვს აქვს ღვიძლის მწვავე პორფირია (იშვიათი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერების ცვლასთან), რადგანაც არსებობს პორფირიის შეტევის რისკი).
- ახალშობილებში ან 3 თვემდე ბავშვებში ან 5კგ-დე მასის ბავშვებისთვის არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო.
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
ანალგინი ბავშვებისთვის შეიცავს პირაზოლონის წარმოებულ მეტამიზოლს და დაკავშირებულია იშვიათ ან სიცოცხლისთვის საშიში შოკების წარმოქმნასთან (ცირკულატორული კოლაფსი) ან აგრანულოციტოზა (მძიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვნად შემცირებასთან). თუ თქვენ რეაგირებთ ანალგინზე ბავშვებისთვის ზემგრძნოელობით ( ანაფილაქტოიდური რეაქცია) ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მსგავსი რეაქცია სხვა ანალგეტიკების მიმართაც. თუ თქვენ გამოავლენთ ალერგიულ ან სხვა (იმუნურ) რეაქციას (მაგ. აგრანულოციტოზა) ანალგინის ბავშვებისთვის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მსგავსი რეაქცია სხვა პირაზონოლებთან ან პირაზონოლურ წარმოებულებთან (ქიმიურად მსგავსი ნივთიერებები). თუ წარმოიქმნება აგრანულოციტოზის ან თრომბოციტოპენიის ნიშნები, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ანალგინის მიღება დაუყოვნებლივ. ანალგეტიკური აუტანლობის მქონე პაციენტებს გააჩნიათ მომატებულიალერგიული რისკი ამ პრეპარატის მიმართ (იხ. პუნქტი: არ მიიღოთ ანალგინი ბავშვებისთვის).
შესაძლო მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი ანალგინის მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება, თუ თქვენ გაქვთ დაავადება და /ან აუტანლობა:
- ანალგეტიკების და ანტირევმატიული პროდუქტების აუტანლობა, რომლებიც გამოვლინდება ქავილის ან შეშუპების სახით (ურტიკარია, ანგიოდერმი).
- მოხრჩობის შეტევები, მცირე სასუნთქი გზების შეკუმშვის გამო (ბრონქიალური ასთმა, განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ ცხვირის ან ცხვირის სინუსების ანთება -რინოსინუიტი ან ცხვირის პოლიპები;
- თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული ურტიკარია;
- თუ თქვენ ზემგრძნობიარე ხართ საღებავების (მაგ. ტარტრაზინის) ან კონსერვანტების (ბენზონატების) მიმართ.
- თუ თქვენ გაქვთ ალკოჰოლის აუტანლობა;თუ თქვენ ალკოჰოლის მცირე რაოდენობაზე გაქვთ ისეთი რეაქციები, როგორიცაა ცემინება, ცრემლდენა და სახის გაწითლება; მსგავსი ალკოჰოლური აუტანლობა შესაძლოა გახდეს ანალგეტიკური ასთმის დიაგნოსტირებული სინდრომის ნიშანი.
ანალგინმა ბავშვებისთვის შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის დაწევა (იხ. პ. 4).
ასეთი რეაქციების რისკი იზრდება -
- თუ თქვენ გაქვთ დაბალი წნევა (ჰიპოტონია) ან სითხის დაკარგვა, დარღვეული სისხლის მიმოქცევა ან საწყისი ცირკულატორული კოლაფსი (მიოკარდიუმის ინფარქტი ან მძიმე ჭრილობები),
- ასევე რისკიიზრდება მაღალი ტემპერატურის დროს.
აი ამიტომ ანალგინის ბავშვებისთვის გამოყენება უნდა შეფასდეს ყურადღებით.შესაძლოა საჭირო გახდეს აუცილებელი პროფილაქტიკური ზომების გატარება სისხლის წნევის დასაწევად , (მაგ. სისხლის წნევის ცირკულატორული სტაბილიზირება) . პაციენტებს, რომლებისთვის არ შეიძლება სისხლის წნევის ვარდნა , მაგ. პაციენტები გულის მძიმე კორონალური დაავადებით ან ტვინის სისხლძარღვების შევიწროებით, რაც იწვევს ტვინის სისხლით მომარაგების პროცესის დარღვევას. ეს პრეპარატი შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის კარგი ანალიზის შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციათა დარღვევები, ანალგინი გამოიყენება მხოლოდ სარგებლობისა და რისკის ყურადღებით გამოკვლევის, ასევე დამცავი ზომების მიღების შემდეგ ( იხ. პ.3).
სხვა წამლები და ანალგინი ბავშვებისთვის
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.
ანალგინი ბავშვებისთვის და ქლორპრომაზინის(ფსიქიური დაავადების სამკურნალო წამალი) ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაწევა. მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს ბუპრობიონის (დეპრესიის სამკურნალო წამალი)დონე სისხლში. ამის გამო რეკომენდებულია ყურადღებით იყოთ მეტამიზოლის და ბუპრობიონის ერთდროულად მიღებასთან .
პირაზოლონების ჯგუფი, რომელსაც ანალგინი ბავშვებისთვის განეკუთვნება, ცნობილია თავისი ურთიერთქმედებით ზოგიერთ ისეთ წამლებთან მიმართებაში,
- რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას(პერორალური ანტიკოაგულანტები). აცეტილსალიცილის მჟავას მეტამიზოლთან ერთდროულად მიღებისას შეუძლია შეამციროს ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. შესაბამისად, ეს კომბინაცია ყურადღებით უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზასთან ერთად (მაგ. კარდიოპროტექციისთვის);
- მაღალი წნევის დამწევ პრეპარატებთან (კაპტოპრილი);
- ფსიქიური დაავადების სამკურნალო პრეპარატებთან - (ლითიუმი);
- კიბოს და რევმატიზმის სამკურნალო წამლებთან (მეტოტრექსატი);
- შარდმდენ პრეპარატებთან (ტრიამტერენ).
ანალგინმა ბავშვებისთვის შესაძლოა შეამციროს ციკლოსპორინის(პრეპარატი, რომელიც ამცირებს იმუნურ რეაქციას ორგანოების ტრანსპპლანტაციის დროს) პლაზმური კონცენტრაცია და ამიტომ ციკლოსპორინის დონე უნდა იყოს გაკონტროლებული ანალგინთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.
ანალგინი ბავშვებისთვის კვებასთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
ეს პრეპარატი განკუთვნილია 3 თვიდან 9 წლამდე ბავშვებისთვის. არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ალკოჰოლთან ერთდროულად.
ორსულობა
არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შემდეგ ტრიმესტრში თქვენ შეგიძლიათ მისი მიღება მისი სარგებლობის და რისკიანიობის ყურადღებით შესწავლის შემდეგ. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ეს პრეპარატი არღვევს თრომბოციტის ნამდვილ ფუნქციას (თრომბოციტული აგრეგაცია ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული სისხლდენა, განსაკუთრებით მშობიარობის დროს. შესაძლებელია ორსულის სისხლძარღვის (ბატალოვის ნაკადი) ნაადრევი დახურვა,რაც მნიშვნელოვანია ნაყოფისთვის და ბუნებრივად დიხურება მშობიარობის შემდეგ.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებიდან 48საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვება, რადგანაც ამ პრეპარატის დაშლის პროდუქტები გადადის დედის რძეში.
მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:
ეს პრეპარატი განკუთვნილია 3 თვიდან 9 წლამდე ბავშვებისთვის. არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ალკოჰოლთან ერთდროულად.
ამ პრეპარატის მიღების შედეგად კონცენტრაციის და რეაქციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. და მაინც, როგორც უსაფრთხოების ზომა, დიდი დოზების მიღებისას უნდა მოერიდოთ მანქანებთან მუშაობას, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
ანალგინი ბავშვებისთვის 1მლ(20წვ.) შეიცავს 1,5567მმოლ ნატრიუმს. ეს უნდა გაითვალისწინონ დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა და აკონტროლონ ნატრიუმის დონე.
3. როგორ მივიღოთ ანალგინი ბავშვებისთვის.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა დამოკიდებულია ტემპერატურის მომატებაზე ან ტკივილის სიძლიერეზე, ასევე მეტამიზოლის მიმართ მგრძნობელობაზე. რეკომენდებული ერთჯერადი და მაქსიმალური დოზები:
სხეულის წონა/ასაკი |
ერთჯერადი დოზა (წვეთები) |
ერთჯერადი დოზა (მგ) |
მაქსიმალური დღიური დოზა |
ჩვილები 5-8 კგ. (ასაკი: 3-11 თვემდე) |
2-4 |
50 -100 მგ |
12 წვეთამდე (300 მგ. ნატრიუმ მეტამიზოლის ექვივალენტი) |
ბავშვები 9-15 კგ. (ასაკი: 1-3 წლამდე |
3 - 10 |
75 – 250 მგ |
30 წვეთამდე (750 მგ. ნატრიუმ მეტამიზოლის ექვივალენტი) |
ბავშვები 16-23 კგ. (ასაკი: 4-6 წლამდე) |
5-15 |
125 – 375 მგ |
45 წვეთამდე (1125 მგ. ნატრიუმ მეტამიზოლის ექვივალენტი) |
ბავშვები 24-30 კგ. (ასაკი: 7-9 წლამდე) |
8 - 20 |
200 – 500 მგ. |
60 წვეთამდე (1500 მგ. ნატრიუმ მეტამიზოლის ექვივალენტი) |
9 წელზე ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზარდებისთვის - 8-დან 16მგ/კგ-დე სხეულის მასის მიხედვით; მომატებული ტემპერატურის დროს რეკომენდებული დოზაა 10მგ/კგ სხეულის მასაზე.
თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, არ არის რეკომენდებული ანალგინი ბავშვებისათვის გამოიყენება ახალშობილებში და სამ თვემდე ასაკის ან 5 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში.
პაციენტები ჯანმრთელობის გაუარესებული ზოგადი მდგომარეობით და კრეატინინის კლირენსის დარღვევით:
ანალგინი არ გამოიყენება პაციენტებში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით და კრეატინინის კლირენსის დარღვევით: ასეთ პაციენტებში დოზა უნდა იყოს შემცირებული, ვინაიდან ბავშვებში ანალგინის დაშლის პროდუქტების გამოყოფა შესაძლოა იყოს შენელებული.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
რადგანაც თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ელიმინირების სიჩქარე შემცირებულია, მრავალჯერადად მაღალი დოზების მიღებას თავი უნდა ავარიდოთ. ხანმოკლე დროით მიღებისას დოზის შემცირების საჭიროება არ არის. არ არის მონაცემები გრძელვადიანი გამოყენების დროს.
გამოყენების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა:
ანალგინი ბავშვებისთვის უნდა მიიღოთ წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
მეტამიზოლით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თუ თქვენ მიიღეთ ანალგინის ბავშვებისთვის საჭიროზე მეტი დოზა,
შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით ( გამოვლინდება, როგორც მაგ. ინტერსტიციალური ნეფრიტი), იშვიათ შემთხვევებში თავბრუსხვევა, ძილიანობა, ზოგჯერ გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა და გულის რითმის პრობლემები (ტაქიკარდია). ამ პრეპარატის მაღალი დოზების მიღების შემდეგ, მეტაბოლური პროდუქტის -რუბაზონის მჟავის გამოყოფამ შესაძლოა შარდს წითელი ფერი მისცეს.
თუ თქვენ გამოტოვეთ ანალგინი ბავშვებისთვის მისაღები დოზა
არ მიიღოთ ორი დოზა გამოტოვებული საკომპენსაციოდ.
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმის ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ყველა პრეპარატს, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ უვლინდება ეს რეაქციები.
არასასურველი რეაქციების შეფასება ეფუძნება ამ რეაქციების სიხშირეს.
არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია სიხშირის მიხედვით არის შემდეგი:
ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს):
ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10 ადამიანს):
არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10 ადამიანს):
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):
ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):
იმუნური სისტემების დარღვევა:
კანის ალერგიული რეაქციები.
არახშირი: იისფერიდან მუქი წითელი გამონაყარი კანზე, ზოგჯერ ბუშტუკებით (ტიპიური წამლის გამონაყარი).
იშვიათი: გამონაყარი კანზე (მაკულო-პაპულოზური ეგზანთემა), რეაქცია ზემგრძნობელობაზე (ანაფილაქტიკური რეაქციები) შესაძლოა წარმოიქმნას და განვითარდეს ხელმეორედ მიღების დროსაც კი.
ძალიან იშვიათი: ასთმის შეტევა(ეს არის მოხრჩობის გრძნობა, რომელიც წარმოიქმნება საჰაერო გზების შეკუმშვის გამო, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და აქერცვლა Stivens Johnson ან Lyell Syndrome), მოულოდნელი ცილკულატორული შოკი.
უფრო მსუბუქ რეაქციებს აქვთ ტიპიური ნიშნები, როგორიცაა ქავილი, თვალების შეწითლება, ხველება, სურდო, ცემინება, მოჭერითი ტკივილი მკერდში, კანის შეწითლება(თავსა და სახეზე), ურტიკარია და სახის შეშუპება, იშვიათად გულისრევა და ტკივილი მუცლის არეში.
სპეციფიკური გამაფრთხილებელი ნიშნებია: ქავილი, ენაზე და ენის ქვეშ, ასევე ხელისგულის და ტერფის გახურების შეგრძნება. მსუბუქი რეაქცია შეიძლება განვითარდეს მძიმე ფორმაში- მძიმე ურტიკარიაში, მძიმე ანგიოდემაში(ასევე ხორხი/ლარინქსის არეში) , მწვავე ბრონქოსპაზმა(სასუნთქი გზების სპასტიური შევიწროვება, გულის რითმის აჩქარება(ზოგჯერ კი ძალიან ნელი პულსი), არითმია, სისხლის წნევის ვარდნა(ზოგჯერ იწყება როგორც ჰიპერტონია) გონების დაკარგვა და ცირკულატორული შოკი.
ანალგეტიკური ასთმის მქონე პაციენტებში (იხ. პ.2 „არ მიიღოთ ანალგინი ბავშვებისთვის“), ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ჩვეულებრივ გამოვლინდება ასთმის შეტევის ფორმით.
სისხლძარღვთა და ლიმური სისტემის დარღვევა:
იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოპენია)
ძალიან იშვიათი: ზოგიერთისისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (აგრანულოციტოზა) ან თრომბოციტების შემცირება (თრომბოციტოპენია).
ეს რეაქციები განპირობებულია უპირატესად იმუნოლოგიურად. ისინი შესაძლოა წარმოიქმნას, თუ მეტამიზოლი მიიღება საჭიროების გარეშე.
დამტკიცებულ იქნა, რომ აგრანულოციტოზის წარმოქმნის რისკი შესაძლოა გაიზარდოს ერთეულ შემთხვევებში, როდესაც მეტამიზოლი გამოიყენება ერთ კვირაზე მეტ ხანს. აგრანულოციტოზის წარმოქმნის ტიპიური ნიშნები მოიცავს მომატებულ ტემპერატურას, შეცივებას, ყელის ანთებას, ყლაპვის გაძნელებას, ასევე ანთებითი ცვლილებები პირის, ცხვირის, ფარინგის, სასქესო და ანალურ ლორწოვან გარსებზე. თრომბოციტოპენიის ტიპიური ნიშნებია მომატებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანზე.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები:
არახშირი: არტერიული წნევის ვარდნა(ჰიპოტონიური რეაქციები), რაც უშუალოდ პრეპარატითაა გამოწვეული და არ ახლავს არანაირი სხვა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები. ასეთი რეაქცია გამოიწვევს მწვავე ჰიპოტონიას. არტერიული წნევის ვარდნის რისკი შესაძლოა გაიზარდოს ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს. დაბალი წნევის ტიპიური სინდრომებია: გახშირებული პულსი, სიფერმკრთალე, კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, გონების დაკარგვა.
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები:
ძალიან იშვიათი: თირკმლების ფუნქციების მწვავე გაუარესება შარდის უკმარისობით ან არარსებობით, სისხლიანი ცილების გამოყოფა შარდთან ერთად ან თირკმლების მწვავე უკმარისობა, თირკმლების ანთება(ინტერსტიციალური ნეფრიტი).
შემდეგ არასასურველ რეაქციებს შესაძლოა ჰქონდეთ სერიოზული შედეგები. ამ შემთხვევაში შეაჩერეთ ანალგინი ბავშვებისთვის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ზოგიერთი არასასურველი რეაქცია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში(მაგ. ზემგრძნობელობაზე მწვავე რეაქცია, Stivens Johnson ან Lyell სინდრომი, აგრანულოციტოზი). ამ დროს პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
თუ შეიმჩნევა აგრანულოციტოზის ან თრომბოციტოპენიის ნიშნები (იხ. ზემოთ) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება. არ უნდა დაელოდოთ ლაბორატორიულ გამოკვლევების შედეგებს. ანალგინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ წარმოიქმნა აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნები:
- ზოგადი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება,
- მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან კვლავ მეორდება
- მტკივნეული ცვლილებების წარმოქმნა ლორწოვანზე, განსაკუთრებით პირში, ცხვირში და ყელში.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
5. როგორ ინახება ანალგინი ბავშვებისთვის
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს ყუთზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადად მიიჩნევა შეფუთვაზე აღნიშნული თვის ბოლო რიცხვი.
ხსნარის გამოყენება შეიძლება შეფუთვის პირველი გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია:
- აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის მეტამიზოლი 500მგ 1 მლ. ხსნარში,
- სხვა შემადგენლობა: დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის
დიჰიდროგენფოსფატის მონოჰიდრატი, სუკრალოზა, თხევადი ესენცია „ჟოლო’ და გამოხდილი წყალი.
ანალგინი ბავშვებისთვის გარეგნული სახე და რას მოიცავს შეფუთვა:
ეს არის გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალი ყვითლამდე ფერის ხსნარი. 20 მლ. ხსნარი ყავისფერი შუშის ბოთლში საწვეთურით, პლასტმასის ხრახნიანი სახურავით მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.
გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16