მატრიქსი G 100მლ მალამო

მატრიქსი G 100მლ მალამო

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბრომელაინი+ანანასი+რუტინი+შარდოვანა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85834
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მატრქსის სერია გადახვევებისთვის - მატრიქსი G

პროდუქტის აღწერა

მატრიქსის სერია გადახვევებისთვის  - ეს არის 2 ტიპის საშუალების სპექტრი  ადგილობრივი გამოყენებისთვის: მალამო მატრიქსი G და კრემი მატრიქსი D.  

მატრიქსი G - თანამედროვე ანტისეპტიური და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა დამამშვიდებელი ეფექტით. პროდუქტი დამზადებულია მცენარეულ საფუძველზე (მოქმედი ნივთიერებები: აზადირაქტინი და ჰიპერფორინი).  მატრიქსი G ხელს უწყობს გრანულაციას და აჩქარებს ეპითელიზაციის პროცესს, ასტიმულირებს რა 1 ტიპის კოლაგენის სინთეზს ფიბრობლასტების აქტივაციასთან ერთად, რაც საბოლოოდ აჩქარებს შეხორცების პროცესს. ასევე დამატებით აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. ხელს უწყობს კანის სხვადასხვა ტიპის დაზიანებების შეხორცების პროცესს, ასევე ლორწოვანზე წარმოქმნილი დაზიანებების და ნახეთქების შეხორცების პროცესს კანის მძიმე ქრონიკული დაზიანებისას, რომელსაც ახლავს რბილი ქსოვილების და კანის განლევა ან ძვლის გაშიშვლება. მატრიქსი G ხელს უწყობს ფიბრინის აუტოლიზურ დაშლას და გრანულაციის სტიმულაციას. მატრიქსი უზრუნველყოფს ქსოვილების დატენიანებას და ხელს უშლის ქერქების წარმოქმნას და მაცერაციას.

გამოყენების ჩვენებები

მატრიქსი G ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და რეგენერაციას კანის ნებისმიერი გარეგანი დაზიანების დროს: ნაწოლები, ვენოზური წყლულები (დიაბეტური ტერფის მკურნალობა), ზედაპირული ტრავმული ჭრილობები, დამწვრობები (1 ხარისხის), აბსცესები და ყველა ინფიცირებული დაზიანება.

გამოყენების ინსტრუქცია

ადგილობრივი პრეპარატის გამოყენებამდე ყოველ ჯერზე გაასუფთავეთ ჭრილობა ფიზიოლოგიური ხსნარით. ექსუდაციური ჭრილობებისთვის გამოიყენეთ აბსორბციული საშუალებები (მაგალითად, მარლა TNT). მალამო მატრიქსი G ნაჩვენებია ჭრილობის რეეპთელიზაციის დროს. დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას ყოველ 8-24 საათში. პრეპარატი მატრიქსი შეიძლება გამოიყენოთ ყოველდღიურად, დაზიანების ტიპიდან გამომდინარე და ჭრილობების მკურნალობაზე სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის აზრის გათვალისწინებით. მატრიქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები

შეინახეთ 0°С-დან  25°С-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძინოთ და არ გამოიყენოთ პროდუქტი, რომელიც იყო გახსნილი ან ვადაგასული.

პრეპარატით მკურნალობის ზონაში დროებით შეიძლება გამოხატული იყოს წვის შეგრძნება, ქავილი ან სიწითლე. ასევე შეიძლება თავი იჩინოს მომატებულმა მგრძნობელობამ აქტიური კომპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები

ალერგიულ პირებში გამოყენება არ არის რეკომენდებული

შემადგენლობა

კალენდულას ზეთი, სოინჯის ზეთი, კრაზანას ზეთი, ცენტელინი, ინდური აზადირახტას ზეთი, თხევადი პროპოლისი, D-პანთენოლი, გინოლ 1618 AT, მყარი პროპოლისი, გლიცერინი, ფუტკრის ცვილი, ბისაბოლოლი, ოზოკერიტი, გასუფთავებული წყალი. 

შეფუთვა

100 მლ ტუბი (მალამო)