პელინი 9მლ #30პაკ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პელინი სიროფი
ბალბიფოთოლას (Pelargonium Sidoides)ექსტრაქტის, 11% ეთანოლის
(1→8~10) და გლიცერინის (8:2) ნარევი
[შემადგენლობა]
ყოველი 100 მლ შეიცავს 17.6 გ ბალბიფოთოლას ექსტრაქტს, 11% ეთანოლს (1→8~10) და გლიცერინს (8:2) (13.728 გ ბალბიფოთოლას ექსტრაქტი, 11% ეთანოლი (1→8~10).
[დახასიათება]
მოყვითალო ყავისფერი ან ღია ყავისფერი პერორალური სიროფი მარწყვის არომატით.
[ჩვენება]
მწვავე ბრონქიტი
[დოზირება და გამოყენება]
- 12 წლის და მეტი: 9 მლ ერთ ჯერზე, 3-ჯერ დღეში
- 6-11 წელი: 6 მლ ერთ ჯერზე, 3-ჯერ დღეში
- 1- 6 წლამდე: 3 მლ ერთ ჯერზე, 3-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სიმპტომების გაქრობიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში რეციდივის თავიდან არიდების მიზნით. მკურნალობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას.
[გაფრთხილება]
1. პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.
1) ორსული ქალები & ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები.
2) სისხლდენისადმი მიდრეკილი პაციენტები.
3) პაციენტები ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობით.
2. გვერდითი რეაქცია
1) შესაძლოა განვითარდეს გასტრალგია, გულძმარვა, გულისრევა, დიარეა.
2) იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქი სისხლდება ღრძილებიდან ან ცხვირიდან.
3) პრეპარატის პირველად მიღებისას იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი კანზე და გარსზე.
4) ძალზე იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, სახის შეშუპება, ქოშინი და ჰიპოტენზია.
5) საჭიროებიდან გამომდინარე ძალზე იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის AST, ALT, ALP და GGT დონეების კონტროლი, მაგრამ მიზეზობრიობა არ არის გამოვლენილი.
3. წამლებთან ურთიერთქმედება
იმის გამო რომ პრეპარატი გავლენას ახდენს კოაგულაციის ფაქტორებზე, გათვალისწინებულ უნდა იქნას კოაგულაციის ინჰიბირების ეფექტი კუმარინის კლასის, როგორიცაა ფენპროკუმონი & ვარფარინი, მიღებისას ამ პრეპარატთან ერთად.
4. შენახვის და დამუშავების ზომები
1) პრეპარატის შენახვის ვადა არის გახსნიდან 3 თვე.
2) რადგანაც პრეპარატი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს, ის შესაძლოა იყოს ბუნდოვანი, მაგრამ ეფექტურობა არის უცვლელი.
3) ფერი და გემო შესაძლოა შეიცვალოს.
4) შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
5) პრეპარატის გადატანამ ორიგინალი კონტეინერიდან სხვა კონტეინერში შესაძლოა გამოიწვიოს გართულება პრეპარატის არასწორი გამოყენების ან ხარისხის გაუარესების გამო.
[შენახვის პირობები]
შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში მზისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (1-300C).
[ვარგისიანობის ვადა]
წარმოების თარიღიდან 2 წელი.
[შეფუთვის ზომა]
9მლ x 30 პაკეტი
კოლმარ კორეა (KOLMAR KOREA)
245, სანდან-გილი, ჯეონუი-მეიონი,
სეიონგ-სი, კორეა