კლიორო 30მლ ორალ.სპრეი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კლიორო
Clioro
პერორალური აეროზოლი
(გარეგანად) მიიღება პირის ღრუში და ყელის შიდა ზედაპირზე.
- აქტიური ნივთიერება: 1 ბოთლი (30მლ) შეიცავს 36მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 45მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს
- დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, სორბიტოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტრიეთილ ციტრატი, პიტნის არომატი და გამოხდილი წყალი.
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ მოცეული გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის, არ გადასცეთ სხვას.
- პრეპარატის გამოყენების დროს აცნობეთ ექიმს რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის დროს.
- მკაცრად დაიცავით ინსტრუქციები. არ მიიღოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზები ვიდრე გამოწერილია.
მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში შედის შემდეგი პუნქტები:
- რა არის კლიორო და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ კლიოროს გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება კლიორო?
- რა გვერდითი ეფექტები აქვს?
- როგორ შევინახოთ კლიორო
პუნქტები მოცემულია.
1. რა არის კლიორო და რისთვის გამოიყენება?
კლიორო არის აეროზოლი სუფთა და უფერო ხსნარის სახით პიტნის არომატით. მოცემულია 30მლ გაუმჭვირვალე PET ბოთლში პერორალური აპლიკატორით (სპეციალური თავით პერორალურად მისაღებად).
კლიორო შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც არის ნივთიერება ანტიმიკრობული ეფექტით (კლავს ბაქტერიებს ან აჩერებს მათ წარმოქმნას) და ბენზიდამმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის პრეპარატებს, რომელიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ და ამასთან ერთად აქვს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი ზედაპირზე გამოყენებისას (იწვევს მიღებულ ადგილზე დაბუჟებას).
კლიორო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს;
- მრავალ მტკივნეულ შემთხვევაში, პერორალური ინფექციების, მიკრობული ანთებითი დაავადებების დროს პირსა და ყელზე,
- პირის ღრუს და ყელის ტკივილის მოხსნა, მათ შორის პირის ღრუში ჩატარებული ოპერაციის და პერიოდონტალური პროცედურების შემდეგ,
- გამოიყენება ფარინგიტის (ფარინქსის ანთება), ლარინგიტის (ყელის ანთება) და ყელის ანთების და ტონზილიტის სამკურნალოდ
- პირის ღრუს მუკოზიტის დროს, რაც გამოწვეულია ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის (კიბოს მკურანლობა) ან სხვა ფიზიკური მიზეზებით (როგორიცაა ტრაქეალური ინტუბაცია),
- პირის ღრუში სტომატიტით გაოწვეული ტკივილის სამკურნალოდ
- კბილების დაავადებების სამკურნალოდ
- კბილებზე ნადების წარმოქმნის პრევენციისთვის
- გინგივიტის პრევენციის და მკურნალობისთვის
- პირის ღრუს ჰიგიენისთვის
- დამატებითი მკურნალობის სახით სტომატოლოგიური დაცვითი მკურნალობის და ენდოტონტიური პროცესებისთვის.
2. რა უნდა იცოდეთ კლიოროს გამოყენებამდე
გარემოებები:
არ გამოიყენოთ ბენზიდამინის და ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას
არ გამოიყენოთ ორსულობი და ლაქტაციის დროს.
სიფრთხილით გამოიყნებეა შემდეგ პირობებში:
თუ:
- კლიოროს შეახებთ თვალს, დაუყოვნებლივ ამოიბანეთ წყლით. კლიორო გამოიყენება მხოლოდ პირში და დაუშვებელია მისი თვალებთან და ყურებთან კონტაქტი.
- კლიოროს გადაყლაპვა დაუშვებელია და უნდა გადმოასხათ პირიდან.
- თუ ყელის ტკივილი გამოიწვეული ბაქტერიული ინფექციით ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიბაქტერიული მკურნალობა კლიოროსთან ერთად.
- გაწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქცია, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო
- შეიძლება გამოიწვიოს ენის და კბილების შექცევადი გაუფერულება. სასარგებლოა გამოყენებამდე კბილების გამოხეხვა გაუფერულების შესამცირებლად.
- არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვინაიდან კლინიკური კვლევები არასაკმარისია
თუ მსგავსი გაფრთხილებები გეხებათ, თუნდაც სიცოცხლის მანძილზე, დაუკავშირდით ექიმს.
კლიოროს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ ურთიერთქმედებს საკვებსა და სასმელთან .
ორსულობა
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ კლიორო ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეაპრატის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ კლიორო ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
არ ზემოქმედებს უარყოფითად ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებაზე რომელსაც შეიცავს კლიორო
თუ არ გაქვთ ძლიერი მგრძნობელობა მასში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მოცემული ნივთიერებები არ გამოიწვევს გვერდით ეფექტებს.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
კლიოროს არ აქვს გავლენა კონტრაცეპტივების ეფექტზე.
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებადია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.
ქლორჰექსიდინის მარილები თავსებადია კათიონურ და არაიონურ ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკი), ზოგიერთ არაორგანულ მარილთან და ორგანულ ნაერთთან; არ შეინიშნება ურთიერთქმედება ბენზიდამინთან .
თუ ამჟამად იღბთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება კლიორო?
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
კლიორო პიდაპირ გამოიყენება ყელზე ან ანთებით უბანზე. ზოგადი დოზაა 5-10 გასხურება. საჭიროებისას გაიმეორეთ ყოველ 1 ½ - 3 სთ-ში.
მიღების გზა და მეთოდი:
კლიორო გამოიყენება განუზავებლად. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა და უნდა გადმოასხათ პირიდან.
პირველად გამოყენების წინ, მიმართეთ სახიდან მოშორებით და დგუშის ღილაკს რამოდენიმეჯერ დააწექით ვიდრე არ გამოვა შხეფი.
ფართოდ გააღეთ პირი და შესხურება მოახდინეთ პირის ღრუში აეროზოლის თავის შეტანით. მოცემული პროცესი უნდა განმეორდეს სხვადასხვა ზონებში 4-ჯერ.
გამოყენების შემდეგ, ბოთლი მოათავსეთ ყუთში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებს და გინგივიტს მკურნალობის დროს. მისი ალტერნატიული სახით გამოყენებისას სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, პირი გამოირეცხეთ კლიოროს ხსნარით 1 წუთის განმავლობაში.
გამოიხეხეთ კბილები გამოყენებამდე გაუფერულების შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში 12 წლიდან აეროზოლი გამოიყენება პირდაპირ ყელზე/ანთებით უბანზე. ზოგადი დოზაა 5 შესხურება. საჭიროებისას გაიმეორეთ ყოველ 1 1/2 -3 საათში .
კლიორო არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.
გამოყენება ხანდაზმულებში:
გამოიყენება მოზრდილების დოზა გერიატრიულ პაციენტებში
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის და ღვიძლის მწვავე დისფუნქციის დროს გამოიყენება სიფრთხილით.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კლიოროს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ კლიოროს საჭიროზე მეტი დოზა:
თუ მიიღეთ კლიოროს საჭიროზე მეტი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღების გზის გათვალისწინებით არ არის მოსალოდნელი ინტოქსიკაცია.
თუ კლიორო შემთხვევით გადაყლაპეთ, მკურნალობა ტარდება სიმპტომურად. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი.
თუ დაგავიწყდათ კლიოროს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები კლიოროს მკურნალობის შეწყვეტისას:
არ არის მოსალოდნელი ეფექტები.
4. რა სახის გვერდითი ეფექტები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება განვითარდეს ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კლიოროს ნივთიერებების მიმართ.
რომელიმეს განვითარებისას შეწყვიტეთ კლიოროს მიღება დაუყოვნებლივ და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს:
- უეცრად განვითარებული სუნთქვის გართულება, კანზე გამონაყარი, სახის და/ან ენის შეშუპება
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
- ალერგიული რეაქცია,
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი ეფექტი.
მსგავსის განვითარებისას თქვენ გაქვთ ალერგია კლიოროს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ინტერვენცია ან ჰოსპიტალიზაცია.
რომელიმეს განვითარებისას, შეწყვიტეთ კლიოროს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს:
- კანის რეაქციები, რაც იწვევს გაღიზიანებას
- პირში გამონაყარი
- ყელის გაღიზიანება და ხველა
- სანერწყვე ჯირკვლების გაზრდა
ყველა არის სერიოზული გევრდითი ეფექტი. შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. მწვავე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ შემდეგს, აცნობეთ ექიმს:
- პირის დაბუჟება
- ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება პირში
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ჰიპოკინეზია
- გულისრევა, ღებინება, ღებინების რეფლექსი
- პირის სიმშრალე
- გემოს ცვლილება
- კბილების და პირის ღრუს ზედაპირის გაუფერულება და კბილის ნადების გაძლიერება
ესენია მსუბუქი გევრდითი ეფექტები. ეს ეფექტები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების დროს, მითითებულია თუ არა ინსტრუქციაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან ერთად, გვერდითი ეფექტები შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TUFAM) „პრეპარატების გვერდითი ეფექტები“-ზე დაჭერით www.tick.gov.tr-ზე ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ შევინახოთ კლიორო
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C -ზე .
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ კლიორო ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ კლიორო თუ შენიშნავთ წუნს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ჰელბა ილაჩ იჩ ვე დიშ სანაი ტიქარეტ ანონიმ შირკეტი
მისამართი: ჩამლიკ მაჰალესი პამუკ სკ. ა ბლოკ აპტ. N:12-16/17
იუმრანიე-სტამბული/თურქეთი
ტელ.: + 90 216 365 41 47
ფაქსი: + 90 216 365 41 48
მწარმოებელი
არგის ილაჩ. სან. ვე ტიქ. ა.შ.
მისამართი: ბატი სიტესი აჰ., გერსან სანაი სიტესი 2307. სოკაკ N: 80-82-84
იენიმაჰალე - ანკარა/თურქეთი
ტელ: + 90 312 255 54 74
ფაქსი: + 90 312 255 54 42