ვილპრაფენი 500მგ #10ტ

ვილპრაფენი 500მგ #10ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჯოზამიცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 8574
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვილპრაფენი
WILPRAFEN
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - josamycin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა


500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10

აქტიური ინგრედიენტები:
1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500მგ ჯოზამიცინს.
სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის გაუწყლოებული ოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ალუმინის ჰიდროქსიდი, მეტაკრილის მჟავის და მისი ეთერების სოპოლიმერი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ჯოზამიცინის ბაქტერიოსტატული აქტივობა, ისევე როგორც სხვა მაკროლიდების, განპირობებულია ბაქტერიის ცილის სინთეზის ინჰიბირებით. ანთების კერაში მაღალი კონცენტრაციების შექმნისას ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას.
ჯოზამიცინს გააჩნია მაღალი აქტივობა უჯრედშიდა მიკროორგანზიმებთან მიმართებაში (Chlamydia trachomatis და Chlamydia pneumonia, Mycoplasma pneumonia, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum, legionella pneumophila); გრამდადებით ბაქტერიებთან (Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes და Streptococcus pneumonia (pneumococcus), Corynobacetrium diphteriae), გრამუარყოფით ბაქტერიებთან (Neisseria meningitides, Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenza, Bordetella pertussis), ასევე ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ (Peptococcus, Peptostreptococcus, Clostridium perfringes). უმნიშვნელოდ ახდენს ზეგავლენას ენტერობაქტერიებზე, ამიტომ უმნიშვნელოდ ცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბუნებრივ მიკროფლორას. ეფექტურია ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულობის დროს. ჯოზამიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება უფრო იშვიათად, ვიდრე მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ჯოზამიცინი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას ბიოშეღწევადობაზე. შრატში ჯოზამიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ჯოზამიცინის დაახლოებით 15% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ნივთიერების განსაკუთრებით მაღალი დოზები ვლინდება ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ნერწყვში, ოფლში და ცრემლის სითხეში. ნერწყვში მისი კონცენტრაცია აღემატება პლაზმაში კონცენტრაციას 8-9-ჯერ. გროვდება ძვლის ქსოვილში. გადის პლაცენტარულ ბარიერს, სეკრეტირდება დედის რძეში. ჯოზამიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ნაკლებ აქტიურ მეტაბოლიტებად და ექსკრეტირდება უმთავრესად ნაღველით. შარდით პრეპარატის ექსკრეცია შეადგენს 20%-ზე ნაკლებს.

ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეულიMმწვავე და ქრონიკული ინფექციები, მაგალითად:

ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები:
ანგინა, ფარინგიტი, პარატონზილიტი, ლარინგიტი, შუა ყურის ოტიტი, სინუსიტი, დიფტერია (დიფტერიულ ანატოქსინებთან ერთად), ასევე ქუნთრუშა პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრინქიტის გამწვავება, პნევმონია (მათ შორის ატიპიური გამომწვევებით გამოწვეული), ყივანახველა, ფსიტაკოზი.

სტომატოლოგიური ინფექციები
გინგივიტი და პაროდონტის დაავადებები.

ინფექციები ოფთალმოლოგიაში
ბლეფარიტი, დაკრიოცისტიტი.

კანის საფარველის და რბილი ქსოვილების ინფექციები
პიოდერმია, ფურუნკულოზი, ციმბირის წყლული, წითელი ქარი (პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს), აკნე, ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, ვენერიული ლიმფოგრანულემა.

შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
პროსტატიტი, ურეთრიტი, ათაშანგის (პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას), ქლამიდიური, მიკოპლაზმური (მათ შორის ურეაპლაზმური) და შერეული ინფექციები.

მიღების წესები და დოზები
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზირება მოზრდილებისათვის და 14 წლის ზემოთ მოზარდებისთვის, შეადგენს, 1-დან 2-გ-მდე ჯოზამიცინს. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს, 1გ ჯოზამიცინს.
ჩვეულებრივი და ბუშტუკოვანი ფერიმჭამელების შემთხვევაში, ჯოზამიცინი რეკომენდირებულია დაინიშნოს, დოზით 500მგ დღეში ორჯერ, პირველი 2-4 კვირის განმავლობაში, შემდეგ – 500მგ ჯოზამიცინი ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, 8 კვირის განმავლობაში.
სისხლში შრატში ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად, ინდივიდულაური დოზები მიიღება კვებათა შორის შუალედში.
გარსით დაფარული ტაბლეტები ვილპრაფენი უნდა გადაიყლაპოის მთლიანად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ღებულობს ექიმი. ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობის, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სტრეპტოკოკული ინფექციების მკურნალობის ხანგძლივობა უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 10 დღეს.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
იშვიათად: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დისბაქტერიოზი და დიარეა. მდგრადი მწვავე დიარეის დროს გასათვალისწინებელია სიცოცხლისთვის საშიში ფსევდომემრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა, ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.
მომატებული მგრძნოებლობის რეაქციები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება (მაგალითად ჭინჭრის ციება).
ღვიძლის და ნაღვლის გამომყოდფი ორგანოების მხრივ ცალლკეულ შემთხვევბში აღინიშნა სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფარმენტების აქტივობის ტრანზიტორული მატება, რომელსაც იშვიათ შემთხვევბში თან ახლდა ნაღვლის გამოყოფის დარღვევა და სიყვითლე.
სმენის აპარატის მხრივ
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სმენის დოზადამოკიდებული გარდამავალი დარღვევა.
სხვა
ძალიან იშვიათად –კანდიდოზი.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ანტიბიოტიკ მაკროლიდებზე
ღვიძლის ფუნქციების მძიმე დაზიანებები.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებადართულია გამოყენება ორსაულობისა და ძუძუთი კვების დროს. მჯო-ს ევროპის განყოფილება რეკომენდაციას უწევს ჯოზამიცინს, როგორც ორსულ ქალებში ქლამიდიური ინფექციების სამკურნალო პირველი არჩევის პრეპარატს.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში მკურნალობის განხორციელება საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიული ტესტების შედეგების გათვალისწინებით.
საჭიროა სხვადასხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ ჯვარედინი მდგრადობის შესაძლებლობის გათვალისწინება (მაგალითად მონათესავე ქიმიური სტრუქტურის ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები ასევე შეიძლება იყვნენ რეზისტენტულები ჯოზამიცინის მიმართ).

ჭარბი დოზირება
ამჟამად არ არსებობს მონაცემები მოწამვლის სპეციფიკური სიმპტომების შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გასათვალისწინებელია “გვერდით ეფექტებში” აღწერილი სიმპტომების წარმოშობის ალბათობა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
თუ მოხდა ერთი მიღების გამოტოვება, აუცილებელია პრეპარატის დოზის დაუყოვნებელი მიღება. თუმცა, თუ ამას “მოესწრო” შემდგომმა დოზამ, არ შეიძლება გამოტოვებული დოზის მიღება, და საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შესვენება მკურნალობის პროცესში და პრეპარატის მიღების ნაადრევი შეწყვეტა ამცირებს მკურნალობის წარმატების ალბათობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვილპრაფენი/სხვა ანტიბიოტიკები
იმის გამო, რომ ბაქტერიოსტატურ ანტიბიოტიკებს შეუძლიათ შეამცირონ სხვა ანტიბიოტიკების, როგორიცაა პენიცილინები და ცეფალოსპორინები, ბაქტრიოციდული ეფექტი, საჭიროა ჯოზამიცინის აღნიშნულ ანტიბიოტიკებთან დანიშვნისგან თავის არიდება. არ შეიძლება ჯოზამიცინის დანიშვნა ლინკომიცინთან ერთად, რადგან შეასძლებელია მათი ეფექტურობის ორმხრივი დაქვეითება.
ვილპრაფენი/ქსანტინები
მაკროლიდური ანტიბიოტიკების ზოგიერთი წარმომადგენელი ამცირებს ქსანტინების ელიმინაციას (თეოფილინი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაძლო ინტოქსიკაცია. კლინიკურ-ექსპერიმენტული გამოკვლევები მიუთითებენ იმაზე, რომ ჯოზამიცინი ახდენს ნაკლებ ზეგავლენას თეოფილინის გამოყოფაზე, ვიდრე დანარჩენი მაკროლიდური ანტიბიოტიკები.
ვილპრაფენი/ანტიჰისტამინური პრეპარატები
ჯოზამიცინის დანიშვნამ ტერფენადინის და ასთემიზოლის შემცველ ანტიჰისტამინურ პრეპარტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ტერფენადინის და ასთემიზოლის გამოყოფის შენელება, რამაც თავის მხრივ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გულის არითმიები გამოიწვიოს.
ვილპრაფენი/ჭვავის რქის ალკალოიდები
არსებობს ინდივიდულალური მონაცემები ვაზოკონსტრიქციის გაძლიერების შესახებ ჭვავის რქის ალკალოიდების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ერთად დანიშვნის შემდეგ. აღინიშნა ჯოზამიცინის მიღების დროს ერგოტამინის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის არარსებობის ერთი შემთხვევა. ამიტომ ჯოზამიცინის და ერგოტამინის ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა პაციენტის კონტროლი.
ვილპრაფენი/ციკლოსპორინი
ჯაზომიცინის და ციკლოსპორინის ერთდროულად დანიშვნისას შეიძლება მოხდეს სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის დონის მომატება და სისხლში ნეფროტოქსიკური კონცენტრაციის შექმნა. საჭიროა პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
ვილპრაფენი/დიგოქსინი
ჯოზამიცინის და დიგოქსინის ერთდროულად დანიშვნისას შეასაძლებელია ამ უკანასკნელის დონის მომატება სისხლის პლაზმაში.
ვილპრაფენი/ჰორმონული კონტრაცეპტივები
იშვიათად, მაკროლიდებით მკურნალობის პროცესში ჰორმონული კონტრაცეპტივების ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებით არაჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
B სია
ინახება მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ტემლერ იტალია ს.რ.ლ
იტალია