პარადოქს ომეგა 3,6,9 #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პარადოქს® ომეგა 3,6,9 –კაფსულები N30 (N60)
გამოყენების ინსტრუქცია
აღწერილობა & და თვისებები:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
უნიკალური & ბუნებრივი ომეგა-3 თევზის
ზეთი არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვიდან.
აბსოლუტურად ბუნებრივი, აბსოლუტურად
სუფთა, გვერდითი მოვლენების გარეშე.
თევზის სუნის და გემოს გარეშე.
უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო და
შეუცვლელი EPA & DHA ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით.
ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას & აუმჯობესებს
ცირკულაციას, უნარჩუნებს სახსრებს მოქნილობას,
ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას.
საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული,
დღიური დოზისყოველდღიური მიღებით.
PARAD0X® - პარადოქსი®
ახალი თაობის ომეგა დანამატი!!!
განსხვავებული ომეგას ზეთი!
• 100 % სუფთა & 100 % ნატურალური
• ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა
• ომეგა ზეთის მდგრადი წყარო
• მეცნიერულად დადასტურებული სტაბილურობა
• შეიცავს ძლიერ, პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს
• ყოველგვარი დანამატებისა და კონცენტრატების გარეშე
• სწრაფი შეღწევადობა
• თევზის გემოს გარეშე
პარადოქსი - „ბრილიანტის იდეა“ (Dr Richar d Apenten PHD)
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ომეგას დაპატენტებული ფორმულით, რომელიც შემუშავებული და განვითარებულია დიდი ბრიტანეთის ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო კვლევის უმაღლეს დეპარტამენტში. შედეგად ჩვენი თევზის ზეთის შემადგენლობა არ არის EPA & DHA პოლი უჯერი გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების უბრალო ნარევი.
პარადოქს ომეგას ექსპერტები არ ახდენენ ომეგას ხელოვნური მოლეკულის კონცენტრაციას, რომელსაც ეთილის ეთერები ეწოდება და გაწმენდის პროცესში არ იყენებენ მაღალ ტემპერატურას. ამიტომ ომეგა 3-ის მოლეკულები რჩება მის ბუნებრივ მდგომარეობაში.
ინოვაცია / ხარისხი
პარადოქსი არის ახალი, რევოლუციური გზა სუფთა, ხარისხიანი და სტაბილური ომეგას მისაღებად.
პარადოქსში პროდუქტები არ არიან არაბუნებრივად კონცენტრირებული ან ქიმიური გზით შეცვლილი.
პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.
პარადოქსის ყველა პროდუქტში ომეგა-3 მოლეკულები დაცულია დამჟანგავი სტრესებისაგან.
განსხვავებით ბაზარზე არსებული ნებისმიერი თევზის ზეთის (ომეგა-3 საკვები დანამატების) მწარმოებლების პროდუქტებისგან.
პარადოქსის პროდუქტებში მყიფე ომეგა ცხიმოვანი მჟავების ექსტრა დაცულობა გარანტირებულია. ამიტომ ისინი გაცილებით სტაბილურია, შესაბამისად პარადოქსი არის ყველაზე ახალი, დაუშლელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყარო.
პარადოქსის უნიკალურ ფორმულაში მონო უჯერი და პოლი უჯერი ომეგა ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი ბალანსი უზრუნველყოფს ორგანიზმს სრულიად დაბალანსებული და სტაბილური ომეგას საკვები დანამატით.
კლინიკურად დადასტურებულია რომ ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ომეგა 3 & 6 ცხიმოვან მჟავებს, არამედ ომეგა 3-ის და ომეგა 6-ის თანაფარდობას. აღნიშნული ბალანსი (7:1) ზუსტად არის დაცული პარადოქსის პროდუქტებში.
ომეგა-9 ოლეინის მჟავა, მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავა (უხვად შეიცავს ზეითუნის ზეთი) ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
სტაბილურობა
როგორც ცნობილია დამჟანგავი სტრესები სწრაფად შლიან ნ-3 ცხიმოვანი მჟავის მოლეკულის გრძელ ჯაჭვს, რაც ჩვეულებრივ თევზის ზეთს ხდის გაცილებით არაეფექტურს და მეტიც, პოტენციურად საზიანოს.
პარადოქსის კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა-3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16%-დან -155%-მდე გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად ომეგა-3-ის სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.
ძლიერი ანტიოქსიდანტი
პარადოქს ომეგა ზეთი დამატებით შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, რომელთაც აქვთ 20-ჯერ უფრო მეტი ORAC მოცულობა, ვიდრე ვიტამინ E-ს. პოლიფენოლებისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.
გაზრდილი ბიო-შეღწევადობა
თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3-ის ბიო შეღწევადობა ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.
ჩვენებები:
● აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საყრდენ მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს;
● არეგულირებს გულის რითმს, ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;
● ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას.
● სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების ხარჯზე ახდენს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას;
● აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;
● აუმჯობესებს მეხსიერებას;
● გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;
● კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
უმადობა;
● აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;
● ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;
● აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას;
● აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს მას ჯანსაღ იერს;;
● აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, ამაღლებს გუნება-განწყობას;
● ზრდის ჰორმონების რეპროდუქციას, მათ შორის ტესტოსტერონის;
● ამცირებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფას.
აქტიური ინგრედიენტები / რაოდენობა, რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად:
ომეგა-3 ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ზეთი, სუფთა ზეითუნის ზეთი, ლიმონის ორგანული ზეთი.
საკვები ღირებულება |
2 (ორი) კაფსულა |
ომეგა-3 |
600 მგ* |
ეპა დპა დჰა (EPA DPA DHA) |
500 მგ* |
ომეგა-6 |
80 მგ* |
ომეგა-9 |
350 მგ* |
რეკომენდებული დღიური დოზა:
12+ წლიდან, 1-2 კაფსულა პერორალური მიღებისთვის.
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
მწარმოებელი - Paradox Omega Oils Ltd, Northern Ireland, UK