ანტი გაზი 125მგ ფხვ#20პაკ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ანტი გაზი
Anti Gas Adults
№ 20-ერთჯერადი გამოყენების საშეტი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი საშუალება და ადსორბენტი
1 პაკეტი შეიცავს: სიმეტიკონი125 მგ ,მენთოლი, იზომალტი, ტალკი,მალტოდექსტრინი.
გამოშვების ფორმა:
125 მგ. № 20-ერთჯერადი გამოყენების პაკეტი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამცირებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. ხსნის მეტეორიზმით გამოწვეულ შებერილობას , მუცლის ტკივილს და დისკომფორტს ,გვრის შვებას შებერილობისა და ყაბზობისას, წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისას ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზებით მიღებას, რაც განპირობებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზის ბუშტუკებისა და ქაფის წარმოქმნით.
არ შეიცავს შაქარს, მარილს და გლუტეინს, აქვს პიტნის სასიამოვნო არომატი. გამოყენება შეიძლება დიაბეტით დაავადებულთათვის და 6 წლიდან ბავშვებისთვის.
ჩვენება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა);
- რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი;
- ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.
მიღების წესი და დოზირება:
ენის ქვეშ განათავსეთ 1 საშეტის შემადგენლობა და დაელოდეთ მის დაშლას. მიიღეთ წყლის გარეშე.
ბავშვებისთვის გამოყენებას უნდა აკონტროლებდეს ზრდასრული ადამიანი.
გამოიყენეთ საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ.
ბავშვები (6 წელს ზემოთ) და ზრდასრულები: დღეში 1-4 პაკეტი/საშეტი
განსაკუთრებული მითითებები:
- შეინახეთ გრილ (<250C) და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ბავშვებს.
- არ გამოიყენოთ 6 წლამდე ბავშვებზე.
- არ გამოიყენოთ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მგრძნობელობის შემთხვევაში.
- შესაძლებელია ლევოთიროქსინის დოზის შემცირება თუ ინდივიდი Anti Gas_ს პარალელურად მიიღებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დროს.
- არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
- პროდუქტი შეფუთულია ერთჯერადი მოხმარების პაკეტებში/საშეტში. გახსნის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის გრანულა უნდა გადააგდოთ.
ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია ანტი გაზი საშეტის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.
შეფუთვა:
ანტი გაზი 20 პაკეტი, 125 მგ.სიმეთიკონი,პიტნა.
Anti Gas_ის ხაზის დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ:
www.intermed.com.gr
მწარმოებელი:
INTERMED pharmaceutical laboratories / Greece