კორტელი 40მგ #28ტ

კორტელი 40მგ #28ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტელმისარტანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 85641
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კორტელი (ტელმისარტანი 40 მგ N 28)

ფარმაკოდინამიკა

კორტელი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების კლასს, რომლებიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ეს ნივთიერება, წარმოიქმნება ორგანიზმში და იწვევს მაღალი არტერიული წნევისას სისხლძარღვების შევიწროებას. კორტელი ახდენს ანგიოტენზინ II-ის ბლოკირებას, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის შემცირებას.

კორტელი გამოიყენება ესენციალური (ანუ სხვა მდგომარეობით გამოწვეული) არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (მაღალი წნევა). თუ არ ჩატარდება მკურნალობა, მაღალმა არტერიულმა წნევამ შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვები ზოგიერთ ორგანოებში, რაც ხანდახან იწვევს ინფარქტს, გულის ან ღვიძლის უკმარისობას, ინსულტს ან სიბრმავეს. ორგანოების დაზიანების განვითარებამდე არტერიული წნევა ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს. მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა, რომ დარწმუნდეთ იმყოფებით თუ არა ნორმის ზღვარზე.

კორტელი ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირის შესამცირებლად (ანუ ინფარქტის ან ინსულტის) რისკ-ჯგუფის პაციენტებში გულზე ან ქვედა კიდურებში სისხლის მიწოდების შემცირებით ან ბლოკირებით. პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი ან აქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანების მაღალი რისკით. ექიმი განსაზღვრავს და გაცნობებთ, თუ თქვენ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მაღალი რისკ-ფაქტორი.

უკუჩვენება

-  ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერების მიმართ

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

-  თუ აღინიშნება ღვიძლის რთული დაავადება, როგორიცაა ქოლესტაზი ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ღვიძლიდან და ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები).

განსაკუთრებული სიფრთხილით:

აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ან ადრე აგეღნიშნებოდათ შემდეგი დაავადებები და მდგომარეობა:

-  თირკმელების დაავადება ან თირკმლის გადანერგვა.

-  თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთი ან ორივე სისხლძარღვის შევიწროვება, რომლებიც აწოდებენ სისხლს თირკმელებს);

-  ღვიძლის დაავადებები;

-  გულის დაავადება;

-  ალდოსტერონის დონის მომატება (წყლის და მარილის შეკავება ორგანიზმში, ასევე სისხლში სხვადასხვა მინერალური ნივთიერებების დისბალანსი);

-  დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რომელიც შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოების შემთხვევაში (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა) ან მარილების უკმარისობა დიურეზულებით (შარდმდენი) მკურნალობის შედეგად, უმარილო დიეტის, დიარეის ან ღებინების შედეგად;

-  სისხლში კალიუმის დონის მომატება;

-  შაქრიანი დიაბეტი;

ქირურგიული ოპერაციის ან ანესთეზიის გამოყენებისას უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ტელარტანს.

არ არის რეკომენდებული კორტელის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვა.

ინფორმაცია კორტელის ეფექტზე ავტოსატრანსპორტო ან მექანიზმების მართვის უნარზე არ მოიპოვება. ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დროს აღენიშნა თავბრუსხვევა და დაღლილობა. თუ გამოვლინდა მსგავსი შეგრძნებები, თავი უნდა შეიკავოთ ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმების მართვისგან.

კორტელის მიღების წესი

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების შესამცირებლად კორტელის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 40 მგ ტაბლეტს დღეში 1-ჯერ. კორტელი 40 მგ –ის პროფილაქტიკური მიზნით მიღების დასაწყისში ხშირად უნდა გაისინჯოს არტერიული წნევა.

თუ მიიღეთ კორტელის ჭარბი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს კლინიკას.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები.

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ტელმისარტანმაც  შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი სახით:

•  ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1 პაციენტზე მეტში.

•  ხშირი: ვითარდება 100-დან 1-10 პაციენტში.

•  არახშირი: ვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტში.

•  იშვიათი: ვითარდება 10 000-დან 1-10 პაციენტში.

•  ძალიან იშვიათად: ვითარდება იშვიათად ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში.

•  უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხორციელდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გახდეს სერიოზული ან საჭიროებდეს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი აღინიშნება თქვენს შემთხვევაში:

სეფსისი * (ხშირად იწოდება, როგორც ‘’სისხლის მოწამვლა” – რთული გენერალიზირებული ანთებითი პასუხი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი), კანისა და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება (კვინკეს შეშუპება). ეს გვერდითი ეფექტები არის იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. მკურნალობის გარეშე ამ მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავენ:

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკის მიზნით.

თუ გვერდითი ეფექტები სერიოზულ სახეს მიიღებს ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კორტელი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი : CORONA Remedies

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

„ფიფი კომპანია“