ვეტადეპი #30ტ

ვეტადეპი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა,კრაზანა,ლ-ლიზინი,ლ-თიროზინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85632
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

VETADEP

ვეტადეპი

1 კაფსულის  შემადგენლობაში შედის:

კრაზანას მშრალი ექსტრაქტი -  80 მგ.

Q - ლიზინი - 100 მგ.
L - თიროზინი - 200 მგ.

კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი - 100 მგ.

კრაზანას მშრალი ექსტრაქტი ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერიცინი, ჰიპერფორინი და ფლავონიდები, რომლებიც აუმჯობესებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

Q - ლიზინი ბუნებრივი ამინომჟავაა, იგი ახდენს განწყობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მეხსიერებას.

L - თიროზინი არომატული ამინომჟავაა; შედის მრავალი ცილისა და პეპტიდების შემადგენლობაში. წარმოადგენს საწყის ნივთიერებას რიგი ჰორმონების სინთეზისათვის. აღმოფხვრის სტრესს, დეპრესიას, პანიკის შიშს, აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს.

კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი  ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას.

ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.

  • ამცირებს  შფოთვას,  შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს 
  • ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას
  • არეგულირებს ძილს
  • ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს

ჩვენებ:

  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა 
  • სტრესის შემდგომი მდგომარეობა თანმხლები ემოციური დაძაბულობით და  ტაქიკარდიით
  • მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეპრესია
  • ნეირო-ცირკულატორული დისტონია 
  • ძილის დარღვევა და უძილობა
  • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია)
  • გონებრივი დაღლილობა და აპათია
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

მიღების წესი:  მიიღება 1 კაფსულა ერთხელ დღეში

ორსულობა და ლაქტაცია:

ექიმის რეკომენდაციით

უკუჩვენება:

18 წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა:

N 30 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.

მწარმოებელი:

Reform Pharma - თურქეთი

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: 3D ფარმა