ვიტ C 1000მგ შუშხუნა #20ტ
გააზიარე:
ვიტამინი C
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება (სდდ): ასკორბინის მჟავა
ქიმიური დასახელება: (R)-5-(s)-1,2-დიჰიდროქსიეთილ)-3,4-დიჰიდროქსი-5-H-ფურან-2-ონ
წამლის ფორმა: შუშხუნა ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ც. 250მგ-იანი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას - ასკორბინის მჟავა 250 მგ
დამხმარე ნივთიერებებს – ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ლიმონის მჟავა უწყლო, საქაროზა, ფორთოხლის ნატურალური არომატი, რიბოფლავინი 5-ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის საქარინი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი კ-30.
1 ც. 1000 მგ-იანი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას - ასკორბინის მჟავა 1000 მგ
დამხმარე ნივთიერებებს – ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ლიმონის მჟავა უწყლო, სორბიტოლი, ლიმონის ნატურალური არომატი, რიბოფლავინი 5-ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის საქარინი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი კ-30.
აღწერა:
მრგვალი ხაოიანი ტაბლეტები ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინი.
ATX კოდი: [A11GA01].
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამამჟავიანებელ-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ხელს უწყობს წინააღმდეგობის მომატებას.
ასკორბინის მჟავა არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ის მხოლოდ საკვების საშუალებით ხვდება ორგანიზმში. დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს ადამიანი ვიტამინ C-ს ნაკლებობას განიცდის.
მიღების ჩვენება:
1 გ. ასკორბინის მჟავის შემცველი ტაბლეტები:
ვიტამინ C-ს დეფიციტის მკურნალობა.
250 მგ ასკორბინის მჟავის შემცველი ტაბლეტები:
ჰიპო- და ავიტამინოზ C-ს პროფილაქტიკა და მკურნალობა; გაციების კომპლექსური თერაპია, მრაი; ჭარბი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; ასთენიური მდგომარეობა; ავადმყოფობის შემდეგი აღმდგენითი პერიოდი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, ჭარბი დოზის მიღებისას–ჰიპერკოაგულაცია, ტრომბოფლებიტი, ტრომბოზებისადმი მიდრეკილება, დიაბეტი, თირკმლის კენჭოვანი დაავადება.
სიფრთხილით – ჰიპეროქსალურია, თირკმლის უკმარისობა, ჰემოქრომატოზი, თალასემია, პოლიციტემია, ლეიკემია, სიდერობლასტური ანემია, გლიუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია, პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებები, ფეხმძიმობა.
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობა: დღეში 1 გ.
პროფილაქტიკა: 250 მგ 1-2-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღების შემდეგ. 1 ტაბლეტს აზავებენ ჭიქა წყალში (200 მლ). რეკომენდებული არ არის ტაბლეტების დაღეჭვა, გადაყლაპვა ან მოწუწვნა პირის ღრუში.
გვერდითი მოვლენები;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნს): თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ჭარბი დოზის ხანგრძლივი გამოყენების დროს – ცნს-ს აღზნებადობის მომატება, ძილის მოშლა.
საკვებგადამამუშავებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის სპაზმი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის მოშლა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია).
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში–ჰიპეროქსალურია და შარდის კენჭის წარმოქმნა კალციუმის ოქსალატის, თირკმელების გლომერულარული აპარატის დაზიანება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კაპილარების გამტარობის დაქვეითება და ქსოვილების ტროფიკის გაუარესება, ტრომბოზი, ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში: არტერიული წნევის მომატება, მიკროანგიოპათიის განვითარება, მიოკარდიოდისტოფია.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.
ლაბორატორული მაჩვენებლები: ტრომბოციტოზი, ჰიპერპროტრომბინეა, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰოპოკალიემია.
სხვა: ჰიპერვიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სიცხის შეგრძნება, მაღალი დოზის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში – ნატრიუმისა (Na+) და სითხის შეკავება, თუთიისა და სპილენძის ცვლის დარღვევა.
ჭარბი დოზა:
დღეში 1 გ-ზე მეტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა, გულძმარვა, დიარეა, შარდის გამოყოფის გართულება ან შარდის შეფერვა წითლად, ჰემოლიზი (გლიუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის მქონე პაციენტების შემთხვევაში).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები:
ასკორბინის მჟავის კოტრიკოსტეროიდების ჰორმონების სინთეზის მასტიმულირებელ მოქმედებასთან დაკავშირებით, აუცილებელია თირკმლის ფუნქციისა და არტერიული წნევის კონტროლი.
ჭარბი დოზების ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის მოშლა, ამიტომ, მკურნალობის პროცესში სავალდებულოა მისი მუდმივი კონტროლი. ორგანიზმში რკინის ჭარბი შემცველობის მქონე პაციენტებმა ასკორბინის მჟავა მინიმალური დოზით უნდა მიიღონ.
სწრაფად პროლიფერირებადი და ინტენსიურად მეტასტაზირებადი სიმსივნეების მქონე პაციენტთათვის ასკორბინის მჟავის დანიშვნამ შეიძლება პროცესის მიმდინარეობა გაამწვავოს. ასკორბინის მჟავამ, როგორც აღმდგენმა, შესაძლოა შეცვალოს სხვადასხვა ლაბორატორული ტესტების შედეგები (სისხლში გლუკოზის, ბილირუბინის და ღვიძლის ტრანსამინაზის შემცველობა).
გამოყენება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ფეხმძიმობის II–III ტრიმესტრში ასკორბინის მჟავის მინიმალური დღიური მოთხოვნილება დაახლოებით 60 მგ-ს შეადგენს.
ლაქტაციის დროს მინიმალური დღიური მოთხოვნილება დაახლოებით 80 მგ-ს შეადგენს. ასკორბინის მჟავის ადეკვატური რაოდენობის შემცველი დედის დიეტა საკმარისია ჩვილი ბავშვის C ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის (მეძუძურთათვის რეკომენდებული არ არის ასკორბინის მჟავის დღიური ნორმის გადაჭარბება).
წამლების ურთიერთმოქმედება:
ზრდის სისხლში ბენზილპენიცილინისა და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას; დღე-ღამეში 1გ. დოზა ზრდის ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობა (პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში შემავალი). აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის პრეპარატების შეწოვას (გადაჰყავს სამვალენტიანი რკინა ორვალენტიანში), დეფეროქსამინთან ერთად მიღებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რკინის ჭარბ გამოყოფას.
ამცირებს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას.
აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ), პერორალური კონტრაცეპტივები, ნატურალური წვენები და ტუტეიანი სასმელი ამცირებს ასკორბინის მჟავის შეწოვასა და შეთვისებას.
ასმ -თან ერთად მიღების დროს ძლიერდება შარდიდან ასკორბინის მჟავის გამოყოფა და მცირდება ასმ-ს გამოყოფა. ასმ დაახლოებით 30%-ით ამცირებს ასკორბინის მჟავის აბსორბციას. სალიცილატებისა და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობის დროს იზრდება კრისტალურიის წარმოქნის რისკი, ნელდება თირკმელებიდან მჟავების გამოყოფა, ძლიერდება ტუტეიანი რეაქციის მქონე პრეპარატის გამოყოფა (განსაკუთრებით, ალკალოიდების), მცირდება სისხლში პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაცია. ძლიერდება ეთანოლის საერთო კლირენსი, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზმში ასკორბინის მჟავის კონცენტრაციას ამცირებს. ქინოლინის ჯგუფის პრეპარატების, კალციუმის ქლორიდის, სალიცილატების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება ფიტავს ასკორბინის მჟავის მარაგებს. ერთდრუოლი მიღებისას, მცირდება იზოპრენალინის ქრონოტროპული მომქმედება.
ხანგრძლივი ან ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, დაირღვეს დისულფირამ-ეთანოლის ურთიერთმოქმედება.
ჭარბი დოზით მიღებისას, თირკმელებიდან მექსილეთინის გამოყოფა იმატებს.
ბარბიტურატები და პრიმიდონი ხელს უწყობს შარდიდან ასკორბინის მჟავის გამოყოფას.
ასუსტებს ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებების (ნეიროლეპტიკების), ამფეტამინის არხის რეასორბციას და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების თერაპიულ მოქმედებას.
გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი პლასტიკის კოლოფში. 1 კოლოფი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მუყაოს ყუთში.
შენახვის ვადა:
2 წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
უნდა ინახებოდეს 15-დან 20ºC-მდე ტემპერატურაში, ნესტისა და სინათლისგან დაცულსა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეფტის გარეშე.
მწარმოებელი:
ჰემოფარმ კონცერნ AD, სერბეთი და ჩერნოგორია
26300, ქ. ვრაშცი, ბელგრადის გზატკეცილი ბბ, სერბეთი და ჩერნოგორია
ტელ: 13/821345, ტელ./ფაქსი: 13/821424