ბელადონას 15მგ#10სუპოზ.
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
შმაგას ექსტრაქტი
წამლის ფორმა:
რექტალური სუპოზიტორია 0,015 გ
შემადგენლობა:
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 0,015 გ შმაგას ექსტრაქტს, 0,014 გ ფენოლს და სანთლის ფუძეს, რომელიც საკმარისია 1,6 გ 5% წონის სუპოზიტორიის მისაღებად.
აღწერილობა:
თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, ღია ყავისფერი ექსტრაქტი, რომლის ზედაპირზე ბზინვარება დასაშვებია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰემოროიდული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება რექტალურად 1 სუპოზიტორიის ოდენობით 2-3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 სუპოზიტორიას.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მომატებული მგრძნობელობისა და მისი ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, არითმია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. იშვიათად-ფსიქომოტორული აგზნებადობა, კრუნჩხვები, შარდვის გაძნელება. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
განსაკურებული მითითებები:
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა).
გამოშვების ფორმა:
N5 სუპოზიტორია კონტურულ შეფუთვაში; 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან ადგილას.
მწარმოებელი: “ბიოსინთეზი”