პოტენციატორი 5გ/10მლ10მლ#20ა

პოტენციატორი 5გ/10მლ10მლ#20ა

28.11 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინომჟავები და მათი წარმოებულები
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ფაეს ფარმა ესპანეთი
ჯენერიკი: Arginin (Arginine aspartate)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85390
გააზიარე:

პოტენციატორი 5 გ/10 მლ პერორალური ხსნარი

არგინინის ასპარტატი

პრეპარატის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

 პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოცემული ინსტრუქციის  შესაბამისად,  ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ  ექიმს ან  ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომლებიც ამ ჩანართში არ არის მოცემული. იხილეთ პუნქტი 4.

- 15 დღის შემდეგ მიმართეთ ექიმს თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან ხართ უარესად.

ამ ჩანართში:

1. რას წარმოადგენს პოტენციატორის პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ პოტენციატორის პერორალური ხსნარის გამოყენებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ პოტენციატორის პერორალური ხსნარი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები  
5. როგორ უნდა შეინახოთ პოტენციატორის პერორალური ხსნარი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს პოტენციატორის პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი

პოტენციატორი 5 გ პერორალური ხსნარი შეიცავს არგინინის ასპარტატს პრეპარატის სუბსტანციის სახით.  არგინინი არის ამინომჟავა (ცილის კომპონენტი), რაც ადამიანის ორგანიზმში ერევა მრავალ პროცესში. იგი ნაჩვენებია ამინომჟავას დეფიციტის მდგომარეობების პრევენციის და მკურნალობისას, როდესაც დიეტის დროს მიიღება არასაკმარისი ცილები, დისბალანსის ან შეზღუდული დიეტების დროს (წონის დაკარგვა, ვეგეტარიანელი); გამოჯანმრთელების პერიოდში.

პოტენციატორი 5 გ პერორალური ხსნარი ნაჩვენებია მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.

2. რა უნდა იცოდეთ პოტენციატორის პერორალური ხსნარის გამოყენებამდე

არ მიიღოთ პოტენციატორი თუ:

- ხართ ალერგიული არგინინის ასპარტატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პარაგრაფში 6).

- ხართ ორსული.

დიდი დოზის შემცველობის გამო, იგი არ მიიღება:

- ძუძუთი კვების დროს

- ჩვილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პოტენციატორის პერორალური ხსნარის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი დოზა და ეს პრეპარატი არ მიიღოთ უწყვეტად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება ან დიაბეტი, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.  

- კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებმა შესაძლოა განიცადონ კუჭ-ნაწლავის სპაზმი, წონაში კლება და მუცლის შებერილობა.

ბავშვები და მოზარდები

ამ პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და პოტენციატორი

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დღოს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ამ პრეპარატში შემავალი სუბსტანცია ურთიერთმოქმედებს შემდეგ პრეპარატებთან:

- კალიუმის იშვიათი დიურეტიკები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს), როგორიც არის ამილორიდი, სპირონოლაქტონი ან ტრიამტერენი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსული ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, პრეპაარტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ პოტენციატორის პერორალური ხსნარი ორსულობის დროს.

ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ მეძეძურმა ქალებმა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

გავლენა ამ უნარებზე არ დაფიქსირებულა.

პოტენციატორის პერორალური ხსნარი შეიცავს საქაროზას, სორბიტოლს (E-420), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E-218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E-2016).

ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს (E-420). ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ შესაძლებელია რომ გქონდეთ გარკვეული შაქრის აუტანლობა.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლო შენელებული ხასიათის) რადგან იგი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E-218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E-2016).                                                     

3.  როგორ მიიღება პოტენციატორის პერორალური ხსნარი

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ჩანართის მიხედვით ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა არის:

მოზრდილები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის):  1 დასალევი ამპულა  ერთჯერ დღეში, ლანჩის დროს.

ნორმალურ ვითარებაში მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

ამ პრეპარატის სათანადოდ მიღებისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

1. განაცალკევეთ ამპულა

2. დაატრიალეთ და მოხსენით თავზე ეტიკეტი

3. გადმოაბრუნეთ ამპულა, მოუჭირეთ და შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში.

ამპულის შიგთავსი შეგიძლიათ მიიღოთ ცალკე, ასევე წყალთან ან წვენთან ერთად.  

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ ღებულობთ პოტენციატორის იმაზე მეტ დოზას ვიდრე უნდა ღებულობდეთ

ჭარბი დოზირების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში  კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მიუთითეთ პრეპარატი და მიღებული პრეპარატის რაოდენობა.

თუ დაგავიწყდათ პოტენციატორის პერორალური ხსნარის მიღება

დავიწყებული დოზის შევსების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. ამ პოდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მსგავსად ყველა პრეპარატისა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

აღინიშნა გარკვეული გვერდითი მოვლენები, თუმცა არსებული ინფორმაციით  მათი სიხშირე არ არის გამოთვლილი:

აღინიშნა თრომბოციტოპენიის (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) და ჰემატურიის (შარდში სისხლის არსებობა) შემთხვევები.  

იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსრომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეგიძლიათ აცნობოთ ადამიანებში გამოსაყენებელი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების სისტემას  ვებ-გვერდზე: www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას და ამ პრეპარატის უსაფრთხოებას.

5. როგორ შევინახოთ პოტენციატორის პერორალური ხსნარი

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

პრეპარატი შეინახეთბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.  ვადის ამოწურვა გულისხმობს  თვის ბოლო დღეს.

პრეპარატები არ გადააგდოთ ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო კონტეინერები და პრეპარატების განკარგეთ ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ წამლები რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პოტენციატორი 5 გ პერორალური ხსნარი

- აქტიური ნივთიერება არის არგინინის ასპარტატი.

1 ამპულა (10 მლ) შეიცავს 5 გ არგინინის ასპარტატს.

- სხვა კომპონენტებია (დამხმარე ნივთიერებები): სორბიტოლი (E-420) (70% ხსნარი), საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, კარამელის არომატი, კარამელის საღებავი, კალიუმის სორბატი (E-202) მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E-2016), დეიონიზებული წყალი.

როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი

პოტენციატორი  არის ყავისფერი პერორალური ხსნარი, რომელსაც აქვს კარამელის მსგავსი სუნი და წარმოდგენილია პლასტმასის ამპულებში.  

თითოეულ შეფუთვაში არის 20 ამპულა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და  მწარმოებელი:

FAES FARMA, S.A.

Maximo Aguirre, 14

48940 Leioa (Vizcaya)

ესპანეთი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის სააგენტოს მედიკამენტების და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს ვებ-გვერდზე (AEMPS) http://www.aemps.gob.es/

თბილისი (59 აფთიაქი)

რეგიონი (53 აფთიაქი)

ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2023-01-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2022-04-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2022-04-01
ზესტაფონი 3 (24სთ)
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2022-04-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2022-04-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2022-04-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2023-01-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 2
(+995 431) 26-60-14
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2023-01-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2023-01-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2023-01-01
ქუთაისი 15 (24სთ)
(+995 431) 24 27 28
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №18ა
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2022-04-01
ქუთაისი 22
2-506-506 (3722)
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2022-04-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი
ვადა: 2023-01-01

იხილეთ აგრეთვე