რინისპრეი 10მლ ცხ/სპრეი

რინისპრეი 10მლ ცხ/სპრეი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85352
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სამკურნალო საშუალება CE

რინისპრეი 

/ Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray /

  • გამოიყენება რინიტის  სამკურნალოდ
  • ამცირებს ცხვირის ღრუს და ლორწოვანი გარსის  შეშუპებასა და ანთებას.
  • ამსუბუქებს ზოგადი გაციების სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ქერქები, ცემინება და სურდო .

ზოგადი რეკომენდაცია:

Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray-ის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, მაშინაც კი, თუ ადრე გამოიყენეთ აღნიშნული სამკურნალო საშუალება. თქვენ მიერ ბოლოს გამოყენების შემდეგ, შეიძლება სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაცია შეიცვალოს ახალი კვლევებისა და დასკვნების შესაბამისად. აღნიშნული სამკურნალო საშუალება გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა,  Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ კარგი შედეგის მისაღწევად. შეინახეთ აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ გადახედვა. 

ჩვენებები:

Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray გამოიყენება მოზრდილებში და 3 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში გაციების (რინიტი) სამკურნალოდ. იგი ამსუბუქებს ისეთ  სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ქერქები, ცემინება და სურდო.

 ფარმაკოლოგიური მოქმედება:

Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray-ს  აქვს ორმაგი მოქმედება: იგი შეიცავს მარილის ხსნარს (2.2%), რომელიც ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ასუფთავებს ლორწოს, რაც იძლევა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. გარდა ამისა, სპრეი უზრუნველყოფს დამცავი ფენის წარმოქმნას ცხვირის ლორწოვან გარსზე, რომელიც წარმოადგენს დაბრკოლებას ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის.  ინგრედიენტს INDK 213® აქვს წყლის დამაკავშირებელი უნარი (WBC) და ამშვიდებს, იცავს და ატენიანებს ცხვირის გაღიზიანებულ ლორწოვანს. Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray შეიცავს ბუნებრივ და ბუნებრივის იდენტურ  ინგრედიენტებს.

დოზირება და გამოყენება:

მოზრდილებისა და 3 წლის და  უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1-2 შესხურება  თითო ნესტოში, 4-7 ჯერ დღეში. არ გამოიყენოთ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად და ფლაკონის წვერი მოათავსეთ ნესტოში. ორივე ნესტოში შეისხურეთ ერთხელ ან ორჯერ. თითო  ნესტოში შეისხურეთ  დღეში რამდენჯერმე, ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებისამებრ.  10 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა დაეხმაროს  ზრდასრული ადამიანი.

პირველი გამოყენება:

ფლაკონს მოხსენით თავსახური. ფლაკონს მოუჭირეთ  ორჯერ ან სამჯერ. თუ  შესხურების ფუნქცია დაბლოკილია (მაგალითად იმ იზეზით რომ საფრქვევი არ გიჭირავთ სწორად), არ მოხსნათ ფლაკონს თავი, მოუჭირეთ ფლაკონს ვერტიკალურ მდგომარეობაში რამდენიმე  წუთის განმავლობაში.

  • გამოყენებამდე მოიხოცეთ ცხვირი;
  • მოხსენით ფლაკონს თავსახური;
  • ერთ ნესტოს დააჭირეთ  თითი  და ფლაკონის წვერი  მოათავსეთ მეორე ნესტოში;
  • შეისხურეთ ერთხელ ან ორჯერ;
  • ნელა შეისუნთქეთ  ჰაერი  ნესტოთი;
  • გაიმეორეთ აღნიშნული  პროცედურა მეორე  ნესტოსთვის;
  • გაწმინდეთ  ფლაკონი ქსოვილით და დაახურეთ  თავსახური ფლაკონს.

გვერდითი მოვლენები:

გამოყენების შემდეგ შეიძლება გქონდეთ უმნიშვნელო ჩხვლეტის შეგრძნება ცხვირში, მაგრამ აღნიშნული  გაქრება რამდენიმე წამში. Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray-ის გამოყენების გვერდითი ეფექტები არ არის ცნობილი.

ჰიპერმგრძნობელობა:

შეწყვიტეთ მკურნალობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოყენება ორსულობისა და / ან ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისა და ლაქტაციის  პერიოდში Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray-ის  გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. თუ ორსულად ხართ და ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გთხოვთ, აღნიშნული პროდუქტის გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გაფრთხილება:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
  • ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray-ის  გამოყენება;
  • არ გამოიყენოთ ცხვირის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ;
  • არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შემადგენლობა:

წყალი, INDK-213®, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ლევულინატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ნატრიუმის ანისატი.

მოცულობა: 10 მლ

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში (15-25°C) მშრალ და ბნელ ადგილას, თავდაპირველ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ

შეფუთვის ბოლოში მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდგომ პროდუქტი ვარგისია 30 დღის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალება:

Rinispray® Cold & Sinus Forte Nasal Spray არის I კლასის სამკურნალო საშუალება საბჭოს დირექტივის 93/42 / EEC მითითების შესაბამისად.

მწარმოებელი:

Peters Krizman AG

შვეიცარია, ციურიხი, CH-8001, Schweizergasse 20