ოტოფლოქსი 3მგ/მლ 10მლ ყურ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოტოფლოქსი / ottoflox 3მგ/მლ ყურის წვეთები, ხსნარი
ოფლოქსაცინი 0.3%
სტერილური
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვნ ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. თქვენ შეიძლება ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ხხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
1. რა არის ოტოფლოქსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ ოტოფლოქსის გამოყენებამდე
3. როგორ მივიღოთ ოტოფლოქსი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ოტოფლოქსის შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ოტოფლოქსი და რისთვის გამოიყენება
ოტოფლოქსი ხსნარი წარმოადგენს ყურში ჩასაწვეთებელ პრეპარატს.
აქტიური ნივთიერებაა ოფლოქსაცინი, ფტორქინილონების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ოფლოქსაცინი ანადგურებს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ზოგიერთ ტიპს.
ოტოფლოქსი გამოიყენება ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიც არის:
- გარე ყურის ანთება მოზრდილებში და 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში.
- შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება დაფის აპკის პერფორაციით პირებში 12 წლის ზევით.
- შუა ყურის მწვავე ანთება ტიმპანოსტომიური მილის მქონე პირებში 1 წლის ზევით.
2. რა უნდა ვიცოდეთ ოტოფლოქსის გამოყენებამდე
ნუ გამოიყენებთ ოტოფლოქსს:
- თუ ხართ ალერგიული ოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი) ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
შემდეგ სიტუაციებში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ ინფექციის მკურნალობის 1 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
- თუ ოტორეა (თხევადი გამონადენი ყურიდან) გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგაც;
- თუ მკურნალობის შემდეგ 6 თვის გამონვმავლობაში გქონდათ ოტორეის 2 ან მეტი ეპიზოდი.
სხვა პრეპარატები და ოტოფლოქსი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ, წარსულში იღებდით ან აპირებთ რომელიმე პრეპარატის მიღებას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები. ორსულ ქალებში ოტოფლოქსის გამოყენების შესახებ საკმარისი კლინიკური მონაცემი არ არსებობს. ამ პრეპარატის გამოყენება ორსულ ქალებში ნაჩვენებია, თუ თერაპიული სარგებელი აღემატება ნაყოფზე მოქმედ პოტენსიურ რისკს.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები. ოფლოქსაცინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამის გამო მისი გამოყენება ლაქტაციის დროს არ შეიძლება. მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტის განხილვა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის შესწავლილი.
ოტოფოქსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდი არის გამღიზიანებელი და შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.
3. როგორ გამოვიყენოთ ოტოფლოქსი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზები არის:
ყურის დაავადებები |
ასაკი |
დოზირება |
მკურნალობის პერიოდი |
გარე ყურის ანთება |
6 თვიდან 13 წლამდე |
5 წვეთი (0.25მლ) მტკივნეულ ყურში, დღეში ერთჯერ |
7 დღე |
≥13 წელი
|
10 წვეთი (0.5მლ) მტკივნეულ ყურში, დღეში ერთჯერ |
||
შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება |
≥12 წელი
|
10 წვეთი (0.5მლ) მტკივნეულ ყურში, დღეში ორჯერ |
14 დღე |
შუა ყურის მწვავე ანთება |
1-დან 12 წლამდე |
5 წვეთი (0.25მლ) მტკივნეულ ყურში, დღეში ორჯერ |
10 ღღე |
როგორ გამოვიყენოთ ოტოფლოქსი?
ოტოფლოქსის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
თუ აუცილებელია, საგულდაგულოდ გაწმინდოთ გარეთა ყური ნებისმიერი ჭუჭყისა ან გამონადენიგან. ნუ გამოიყენებთ რაიმე ნივთს ან ტამპონს ყურის არხში.
ოტოფლოქსის გამოყენებამდე, დაიჭირეთ ბოთლი ორივე ხელში და ამოძრავეთ, რათა ბოთლი გათბეს. ცივი წვეთის ჩასხმა გამოიწვევს თავბრუსხვევას.
პრეპარატის ჩაწვეთებისათვის გადაწიეთ თავი ერთ მხრეს, ან უკეთეს შემთხვევაში დაწექით დაზიანებული ყურის საპირისპირო გვერდზე. რეკომენდებული დოზა ჩაიწვეთეთ დაზიანებულ ყურში.
ყურის წვეთების ხსნარის დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია ბოთლის საწვეთურის შეხება თითებთან, ყურთან ან სხვა ზედაპირთან.
6. დარწმუნდით, რომ თქვენ იცავთ გამოყენების ყველა ინსტრუქციას ყურის სპეციფიური ინფექციის დროს.
შუა ყურის ანთება
ჩაწვეთების შემდეგ, საგულდაგულოდ დააწექით ყურის წინა სახურს (ყურის შესასვლელთან არსებული მცირე გამონაშვერი, რომელიც ნაჩვენებია სურათზე) 4-ჯერ, რომ ხელი შევუწყოთ წვეთების შეღწევას შუა ყურში (ყურის ყველაზე შიდა ნაწილი).
გარე ყურის ანთება
ყურში ჩაწვეთების შემდეგ, საგულდაგულოდ აწიეთ და დაწიეთ ყურის ნიჟარა (როგორც ნაჩვენებია სურათზე)რომ ხელი შევუწყოთ წვეთების შეღწევას ყურის არხში.
გააჩერეთ თავი გადაწეულ მდგომარეობაში, ან დაწექით ჩაწვეთებიდან 5 წუთის განმავლობაში, რომ ხელი შევუწყოთ წვეთების შეღწევას ყურის არხში.
ორივე ყურის ანთების დროს, გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პროცედურა მეორე ყურისთვის.
თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ოტოფლოქსი
ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს. ბოთლის შიგთავსის გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეევტს.
თუ დაგავიწყდათ ოტოფლოქსის გამოყენება
თუ თქვენ დაგავიწყდათ ოტოფლოქსის გამოყენება, გამოიყენეთ ის გახსენებისთანავე, და შემდეგ მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ. გამოტოვებულის საკომპენსაციოდ ნუ გამოიყენებთ გაორმაგებულ დოზას.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ოტოფლოქსის გამოყენება
ნუ შეწვეტთ ოტოფლოქსის გამოყენებას ექიმის მიერ დანიშნულ დროზე ადრე, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთ გრძნობთ.
პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
კანზე გამოყენების შემთხვევაში ოტოფლოქსი კარგად გადაიტანება.
შეწყვიტეთ ოტოფლოქსის გამოყენება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, კანის გამონაყარის (კანზე წითელი ლაქები) ან ჰიპერსენსიტიურობის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში.
პაციენტებში ოფლოქსაცინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სიხშირე |
|
ძალიან ხშირი (≥1/10) |
გამოყენების ადგილას ადგილობრივი რეაქციები |
ხშირი (≥1/100 - <1/10) |
- გემოვნების ცვლილება პირებში ინტაქტური დაფის აპკით - ქავილი - თავბრუსხვევა - პარესთეზია (კანის არანორმალური მგრძნობელობა) - გამონაყარი (კანზე წითელი ლაქები) |
არახშირი (≥1/1000 - <1/100) |
- ყურის ტკივილი - შუილი ყურებში - სმენის გარდამავალი დაქვეითება - გარე ყურის ანთება - შუა ყურის ანთება - ოტორაგია (სისხლდენა ყურიდან) - დერმატიტი ან ეგზემა (კანის ანთება) - ჰოპოსთეზია (კანის მგრძნობელობის დარღვევა) - დისპეფსია - ფაღარათი - გულისრევა - ღებინება - ქსეროსტომია (პირის სიმშრალე) - გახურება - სიწითლე - თავის ტკივილი - ცხელება - გამონაყარი - მუცლის ტკივილი - დიზესთეზია (მგრძობელობის დარღვევა) - ჰიპერკინეზია (უნებლიე მოძრაობები) - ტრემორი - ჰალითოზი (არასასიამოვნო სუნთქვა) - ანთება - ტკივილი - უძილობა - სოკოვანი ინფექცია - ხველა - ფარინგიტი - რინიტი - სინუსიტი - ჰიპერტენზია - ტაქიკარდია (გულის რითმის აჩქარება) |
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. როგორ შევინახოთ ოტოფლოქსი
შეინახეთ არაუმეტეს 25° C ტემპერატურის პირობებში.
ბოთლის პირველადი გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ არაუმეტეს 28 დღე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ოტოფლოქსს შეფუთვაზე მითითებული „EXP“ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ნუ გადაყრით გამოუყენებელ პრეპარტს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. პრეპარატის განადგურების წესთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოტოფლოქსი
- აქტური ნივთიერებაა ოფლოქსაცინი
- დამხმარე ნივთიერებებია: მონონატრიუმის ფოსფატი, დისოდიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ/მლ (0.2მგ/მლ 50% ხსნარის ექვივალენტური) კონსერვანტის სახით და მაღალგაწმენდილი წყალი. შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორის მჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის რეგულირებისათვის.
როგორ გამოიყურება ოტოფლოქსი და შეფუთვის შიგთავსი
ოტოფლოქსი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ხსნარი.
ოტოფოქსი წარმოდგენილია 10მლ თეთრი ფერის საწვეთურიან პოლიეთილენის ბოთლში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. ბოთლი დახურულია პირველადი გახსნის კონტროლის მქონე თეთრი ფერის თავსახურით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორიო ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.
25 დე ბრილ გამზ. 6-6A
2795-225 ლინდა-ა-ველჰა
პორტუგალია