კომპლიბი 2მლ ი.ვ/ი.მ#10ა
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კომპლიბი
შემადგენლობა:
ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს:
თიამინი HCl (ვიტამინი B1) --------------------------------------------------------------------------------- 10 მგ
რიბოფლავინი (ნატრიუმის ფოსფატის სახით) (ვიტამინი B2) ---------------------------------------- 4 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) --------------------------------------------------------------------------------- 40 მგ
დექსპანთენოლი (ვიტამინი B5) --------------------------------------------------------------------------------- 6 მგ
პირიდოქსინი (ვიტამინიB6) ------------------------------------------------------------------------------------- 4 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) ----------------------------------------------------------------------------- 8 მკგ
ბიოტინი (H) ------------------------------------------------------------------------------------------------------ 500 მკგ
აღწერა:
USP I ტიპის ყავისფერი შუშის ამპულა შეიცავს ყვითელ და გამჭვირვალე ხსნარს
ფaრმაკოლოგიური მახასიათებლები:
ყოველ ვიტამინს გააჩნია სპეციფიკური ფუნქცია, ცოცხალ უჯრედებში მეტაბოლური პროცესების რეგულირებაში. რადგან კომპლიბი საინექციო შეიცავს ერთ აქტიურ ინგრედიენტზე მეტს, გააჩნია მულტიფაქტორული ფიზიოლოგიური ეფექტები.
ვიტამინ B კომპლექსი შედგება წყალში ხსნადი ფაქტორებისგან რომლებიც მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია მათ ბუნებრივ წარმოშობასთან. ცნობილია რომ B კომპლექსში შემავალი თითქმის ყველა ვიტამინი წარმოადგენს კო-ენზიმის ნაწილს, რომელიც აუცილებელია ცილის, ნახშირწყლების და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმისთვის.
1) თიამინის ჰიდროქლორიდი
ადამიანებში თიამინის ეგზოგენური წყარო საჭიროა ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის. თიამინი კომბინაციაში შედის ადენოზინ ტრიფოსფატთან (ატფ) ღვიძლში , თირკმელში და ლეიკოციტებში, თიამინის დიფოსფატის წარმოქმნისთვის (თიამინის პიროფოსფატი). თიამინის დოფოსფატი არის კოენზიმი ნახშირწყლების მეტაბოლიზმში (პიროყურძნის მჟავას და ალფა-კეტოგლუტარილის მჟავების დეკარბოქსილირება) და ტრანსკეტოლაციის რეაქციებში. თიამინის დიფოსფატი აგრეთვე არის კოენზიმი პენტოზის უტილიზაციაში, ჰექსოზის მონოფოსფატის შუნტში. თიამინის დიდი დოზები არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე.
თიამინი გამოიყენება თიამინის დეფიციტის მკურნალობის და პრევენციისთვის. მიიღება პერორალურად (უმჯობესი გზა) ან თუ აუცილებელია ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გზით. ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს ნელა, 30 წუთის განმავლობაში.
2) ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი
რიბოფლავინი, წყალში ხსნადი ვიტამინი, აუცილებელია საკვებიდან ენერგიის უტილიზაციისთვის. აქტიური, ფოსფოლირებული ფორმები, ფლავინის მონონუკლეოტიდი (FMN) და ფლავინის ადენინ-დინუკლეოტიდი (FAD), კოენზიმების სახით ჩართულია ჟანგვით/რედუქციულ მეტაბოლურ რეაქციებში. რიბოფლავინი აგრეთვე აუცილებელია პირიდოქსინის და ნიკოტინის მჟავას ფუნქციონირებისთვის.
რიბოფლავინი გამოიყენება რიბოფლავინის დეფიციტის მკურნალობის და პრევენციისთვის. ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატის სახით აგრეთვე არის ინტრამუსკულარული ან ინტრავენური B და C ვიტამინების ინექციების კომპონენტი; 1.27გ ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი არის დაახლოებით 1გ რიბოფლავინის ექვივალენტური.
3) ნიკოტინამიდი
ნიკოტინამიდი, ფორმა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, არის წყალში ხსნადი B ვიტამინი, რომელიც გარდაიქმნება ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდად და ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდის ფოსფატად (NAPD). ეს კოენზიმები ჩართულია რესპირატორულ ჯაჭვში ელექტრონების ტრანსფერის რეაქციებში. ნიკოტინამიდი გამოიყენება ნიკოტინის მჟავას დეფიციტის მკურნალობის და პრევენციისთვის. ნიკოტინამიდს გააჩნია უპირატესობა, რადგან არ იწვევს ვაზოდილატაციას. ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად (უმჯობესი გზა), მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყოს ინტრამუსკულარულად ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით.
4) დექსპანთენოლი
დექსპანთენოლი არის D-პანტოთენის მჟავას ალკოჰოლური ანალოგი. პანტოთენის მჟავა ტრადიციულად მიჩნეულია B ვიტამინად. აგრეთვე არის კოენზიმ A-ს კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმების და ცილის მეტაბოლიზმისთვის.
5) პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
პირიდოქსინი არის წყალში ხსნადი ვიტამინი, ჩართულია ძირითადად ამინომჟავების მეტაბოლიზმში, მაგრამ აგრეთვე ჩართულია ნახშორწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმშიც. საჭიროა ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის. პირიდოქსინი გამოიყენება პირიდოქსინის დეფიციტის მკურნალობის და პრევენციისთვის. ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად (უმჯობესი გზა), მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყოს ინტრამუსკულარულად ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით.
6) ციანოკობალამინი
ვიტამინი B12 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, ორგანიზმში ძირითადად გვხვდება მეთილკობალამინის (მეკობალამინი) სახით და ადენოზილკობალამინის (კობამამიდი) და ჰიდროქსიკობალამინის სახით. მეკობალამინი და კობამამიდი მოქმედებს როგორც კოენზიმები, ნუკლეინის მჟავას სინთეზში. მეკობალამინი აგრეთვე ჩართულია ფოლიუმის მჟავასთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან მეტაბოლურ გზებში. ვიტამინი B12 გამოიყენება ვიტამინი B12-ის დეფიციტის მკურნალობის და პრევენციისთვის. ციანოკობალამინი ზოგადად გამოიყენება ინტრამუსკულარულად.
7) ბიოტინი
ბიოტინი ჩვეულებრივ მიჩნეულია B ვიტამინად. აუცილებელი კოენზიმია ცხიმის მეტაბოლიზმისთვის.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კომპლიბი საინექციო გამოიყენება ინექციის გზით. პროდუქტის ბიოშეღწევადობა არის 100%, რადგან პირდაპირ ხვდება სისტემურ ცირკულაციაში.
წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
კომპლიბი საინექციოს ინგრედიენტებს გააჩნია კარგად დადგენილი უსაფრთხოება. ინგრედიენტების ეს კომბინაცია ბაზარზე არსებობს წლების განმავლობაში.
ჩვენება
ვიტამინების შევსება და ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა შემდეგ შემთხვევებში:
1) ფიზიკური გადაღლა
2) ორსულობა და ლაქტაცია
3) ფიზიკური ძალის შემცირება
4) მალნუტრიცია, წონაში კლება
5) გასტროინტესტინური დაავადება
6) ნევრიტი, დერმატიტი
7) ქიმიოთერაპია
დოზირება და გამოყენება
მიიღეთ ერთი ამპულა (2მლ) ერთხელ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
დოზის გაზრდა ან შემცირება უნდა მოხდეს ასაკის, სიმპტომების მიხედვით.
გამოყენებამდე საჭიროა ვიზუალური დათვალიერება, მყარი ნაწილაკების და გაუფერულების აღმოსაჩენად, როდესაც ხსნარი და კონტეინერი იძლევა ამის საშუალებას.
უკუჩვენება
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ.
გაფრთხილებები
გატეხვისას შუშის ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს ხსნარში. შედეგად ეს იწვევს მოულოდნელ გვერდით ეფექტებს. აქედან გამომდინარე ფრთხილად გატეხეთ ამპულა, განსაკუთრებით ბავშვებში ან მოხუცებში გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტები
1) შოკი: შეიძლება იშვიათად განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს სისხლის დაბალი წნევას, ქოშინი, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის შეყვანა და დაიწყეთ სათანადო მკურნალობა.
2) ჰიპერმგრძნობელობა: შეწყვიტეთ გამოყენება როდესაც ვითარდება ეგზანთება, ქავილი და სხვ.
3) საჭმლის მომნელებელი სისტემა: შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღენიბება.
4) სხვა: იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცხელება წვით, პერიანალური ქავილი. პრევენციისთვის შეიყვანეთ ნელა, გაზარდეთ ელექტროლიტის მისაწვდომობა.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
პირიდოქსინი შეიძლება ზრდიდეს ლევოდოფას პერიფერიულ მეტაბოლიზმს, რაც ამცირებს ამ უკანასკნელის თერაპიულ ეფექტურობას, აქედან გამომდინარე პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც ლევოდოფათი მკურნალობენ ვიტამინ B6-ს არ უნდა იღებდნენ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით. ეს არ ეხება მდგომარეობას, როდესაც ლევოდოფა კომბინირებულია პერიფერიულ დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორთან.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს გამოყენებისას უნდა დაიცვან უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომები, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს.
მაღალი დოზით პირიდოქსინი შეიძლება მოქმედებდეს პროლაქტინის გამოყოფაზე და სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მეძუძურ დედებში.
ლაქტაცია
ლაქტაცია: ამ დროისთვის არსებულ შეზღუდულ კვლევებში ვიტამინები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში ძალიან დაბალი კონცენტრაციით და შეძლებისდაგვარად ლაქტაციის დროს არ უნდა მოხდეს აღნიშნული პრეპარატის შეყვანა.
დოზის გადაჭარბება
ჭარბი ვიტამინი B ადვილად გამოიყოფა, აქედან გამომდინარე სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის ამ ფორმით B ვიტამინის მიღებისას.
სიფრთხილე გამოყენებისას
1) შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
2) ხსნარი არ გადაიტანოთ სხვა კონტეინერში
3) დაიცავით მზის პირდაპირი სინათლისგან და ნესტისგან
შენახვა
ჰერმეტული კონტეინერი, ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის ვადა
24 თვე წარმოების თარიღიდან.
ხელმისაწვდომობა
2მლ USP I ტიპის შუშის ამპულა x 10 ea / კოლოფში
importirdeba da vrceldeba:
მწარმოებელი
დაიჰანფარმკო., ლტდ.
77, სანდან-რო, დანვონ-გუ, ანსან-სი, გიეონგი-დო,
კორეის რესპუბლიკა