ბრონქიპრეტი TP #20ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბრონქიპრეტი® TP
გარსით დაფარული ტაბლტები
აქტიური ნივთიერებები:
ფურისულას ფესვის მშრალი ექსტრაქტი
ბეგქონდარას მშრალი ექსტრაქტი
მიიღება მოზარდებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ვინაიდან თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
მოცემული პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა ბრონქიპრეტი TP-ს გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს საუკეთესო შედეგების მისაღებად.
- შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებეილა მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს დამატებითი რჩევის ან ინფორმაციისთვის.
- ნებისმიერი სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ ინსტრუქციაში:
- რა არის ბრონქიპრეტი TP და რისთვის გამოიყენება
- ვიდრე მიიღებდეთ ბრონქიპრეტი TP-ს
- ბრონქიპრეტი TP-ს მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ბრონქიპრეტი TP-ს შენახვის პირობები
- დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ბრონქიპრეტი TP და რისთვის გამოიყენება
ბრონქიპრეტი TP არის მცენარეული პრეპარატი ხველით მიმდინარე მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ, რაც წარმოადგენს ჭარბი ნახველით გამოხატული გაციების სიმპტომს.
2. ვიდრე მიიღებდეთ ბრონქიპრეტი TP-ს
არ მიიღოთ ბრონქიპრეტი TP:
თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) აქტიური ნივთიერების, ტუჩოსანთა ოჯახის სხვა მცენარეების ან პროდუქტის სხვა ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბრონქიპრეტი TP-ს მიღებამდე. თუ სიმპტომები გრძელდება 1 კვირაზე მეტ ხანს ან სუნთქვა გაძნელებულია და ადგილი აქვს ნახველს ან ცხელებას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
არ გამოიყენოთ ბრონქიპრეტი TP გარსით დაფარული ტაბლეტები ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუ გაწუხებთ გასტრიტი ან კუჭის წყლული.
თუ სიმპტომები უარესდება სამედიცინო პროდუქტის გამოყენებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებში:
ბრონქიპრეტი TP არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მონაცემები არასაკმარისია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
სხვა პრეპარატების მიღება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ამ დრომდე სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედება ან სხვა ფორმის ურთიერთქმედება არ შეინიშნებოდა. არ ჩატარებულა კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება:
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიამრთეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.
მონაცემები არ არსებობს ბრონქიპრეტი TP-ს მიღების შესახებ ორსულებში. სიფრთხილის ზომის სახით სასურველია არ მიიღოთ ბრონქიპრეტი TP გარსით დაფარული ტაბლეტბი ორსულობის დროს.
უცნობია ბრონქიპრეტი TP გარსით დაფარული ტაბლეტების აქტიური ნივთიერებები ან მეტაბოლიტები გამოიყოფა თუ არა ადამიანის რძეში. ბრონქიპრეტი TP გარსით დაფარული ტაბლეტები ამიტომ არ უნდა მიიღებოდეს ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:
არ ჩატარებულა კვლევები ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.
ბრონქიპრეტი TP შეიცავს გლუკოზას და ლაქტოზას.
ბრონქიპრეტი TP მიიღეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თუ იცით რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.
3. ბრონქიპრეტი TP- ს მიღების წესი
ბრონქიპრეტი TP მიიღეთ ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის მიხედვით.
რეკომენდებული დოზაა:
პაციენტები |
ერთჯერადი დოზა |
დღიური დოზა |
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან |
1 გარსით დაფარული ტაბლეტი |
3 გარსით დაფარული ტაბლეტი |
მონაცემები არასაკმარისია პაციენტებში სპეციფიური დოზის რეკომენდაციების შესახებ თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
მიღების მეთოდი:
1 გარსით დაფარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად საკმარისი სითხის მიყოლებით (სასურველია ჭიქა წყალი).
მიღების ხანგრძლივობა:
თუ სიმპტომები გრძელდება 1 კვირაზე მეტ ხანს სამედიცინო პროდუქტის გამოყენებისას, საჭიროა ექიმთან ნ ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გამოყენება ბავშვებში
გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა ადექვატური მონაცემების არარსებობის გამო.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ბრონქიპრეტ TP-ს:
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია კუჭის ტკივილი, ღებინება ან დიარეა, მსგავს შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ექიმი მიიღებს აუცილებელ ზომებს.
თუ დაგავიწყდათ ბრონქიპრეტი TP-ს მიღება:
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ბრონქიპრეტი TP-ს მიღებას:
ბრონქიპრეტი TP-ს მიღების შეყწვეტა უვნებელია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლებელია 1/100-ში)
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა: სპაზმები, გულისრევა, ღებინება და დიარეა.
ძალიან იშვიათი (1/10000-ში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, (ალერგიული რეაქციები): როგორიცაა ქოშინი, გამონაყარი, ჭინჭრის ციებამ სახის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება.
შეწყვიტეთ ბრონქიპრეტ TP-ს მიღება ჰიპერმგრძნობელობის პირველივე რეაქციების დროს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფქტები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში.
5. ბრონქიპრეტი TP-ს შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბრონქიპრეტი TP ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან კონტეინერზე (ბლისტერზე). ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზერ.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბრონქიპრეტი TP:
აქტიური ნივთიერებებია:
1 ბრონქიპრეტი TP-ს გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
60მგ ფურისულას ფესვის მშრალ ექსტრაქტს (6-7:1)
ექსტრაქტის გამხსნელს: ეთანოლი 47.4% (v/v)
160მგ ბეგქონდარას მშრალ ექსტრაქტს (6-10:1)
ექსტრაქტის გამხსნელს: ეთანოლი 7-% (v/v)
დამხმარე ნივთიერებებია:
ქლოროფილი ა - სპილენძის კომპლექსი ტრინატრიუმის მარილი (E141), კროსპოვიდონი, დიმეტიკონი, გლუკოზას სიროფი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პიტნის არომატი, პოლიაკრილატური დისპერსია 3-%, პოვიდონი K25, პროპილენგლიკოლი, რიბოფლავინი (E101), ნატრიუმის საქარინი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
შენიშვნა დიაბეტით დაავადებულებისთვის:
1 ბრონქიპრეტი TP გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს საშუალოდ 0.02 ნახშირწყლოვანი ცვლის გაანგარიშებულ ერთეულს (CEU).
ბრონქიპრეტი TP არ შეიცავს გლუტენს.
ბრონქიპრეტი TP -ს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:
20 (N1) გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვა, 1 ბლისტერი 20 გარსით დაფარული ტაბლეტით
50 (N2) გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვა, 2 ბლისტერი 25 გარსით დაფარული ტაბლეტით თითოეულზე
100 (N3) გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვა, 4 ბლისტერი 25 გარსით დაფარული ტაბლეტით თითოეულზე
ბრონქიპრეტი TP არის მწვანე, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ნახევრადმატირებული ზედაპირით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:
ბიონორიკა სე 92 308 ნეუმარკტ
გერმანია