აკნოფიქსი 150მლ ქაფი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
აკნოფიქსი, კრემი
1%* სალიცილის მჟავა
აკნეს საწინააღმდეგო საშუალება
აკნოფიქსი ხასიათდება კერატოლიზური მოქმედებით, ამცირებს კომედონებს და ხელს უშლის ახალი ელემენტების წარმოქმნას და განვითარებას.
სხვადასხვა აგენტით გამდიდრებული შემადგენლობის მეშვეობით, აკნოფიქსი განაპირობებს სალიცილის მჟავის ეპიდერმისის უფრო ღრმა შრეებში შეღწევას, ასუფთავებს ფორებს და იცავს დაზიანებისაგან.
ძლიერი დამატენიანებელი დამატებით კომპონენტები უზრუნველყოფენ კანის ხანგრძლივ დატენიანებას და კვებას და არეგულირებენ მის ცხიმიანობას.
გამოყენების წესი:
დაიტანეთ სუფთა და მშრალ კანზე 1-3-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 75 მლ კრემი
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, იზოსტეარილის იზოსტეარატი, ცეტილის სპირტი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი.
აკნოფიქსი, ქაფი
2%* სალიცილის მჟავა
პროვიტამინი B5
აკნეს საწინააღმდეგო გასაწმენდი (დასაბანი) ქაფი
კერატოლიზური მოქმედების მქონე გამწმენდი ქაფი ღრმა წმენდისათვის.
აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს და ჭუჭყს, უნარჩუნებს მას გლუვ და სუფთა იერსახეს, ამავე დროს, ხელს უშლის ფორების დახშობას.
გამდიდრებულია რა, პროვიტამინი B5 და დამატენიანებელი აგენტებით,კვებავს და აჯანსაღებს კანს. არ აშრობს და არ აღიზიანებს.
გამოყენების წესი:
ქაფი - დაიტანეთ სველ კანზე ქაფის მცირე რაოდენობა, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და ჩამოიბანეთ წყლით, დღეში 1-2 ჯერ. იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისათვის.
საუკეთესო შედეგისთვის ქაფის გამოყენების შემდეგ, რეკომენდებულია აკნოფიქსის კრემი.
გამოშვების ფორმა: ქაფი, 150 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, სულფოსუქცინატი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, გლიცერინი, EDTA, ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლიმონმჟავა.
არაკომედოგენური, დერმატოლოგების მიერ ტესტირებული, პარაბენებისგან თავისუფალი.
წარმოებულია ფარმაცევტული ინდუსტრიის მკაცრი პრინციპების შესაბამისად.
მონაწილეების 75.9% აღნიშნა ეპიდერმისის მდგომარეობის თვალსაჩინო გაუმჯობესება, 72.4% - კანის ცხიმიანობის შემცირება, 86.2% - რეკომენდაციას უწევს ამ ბრენდს.
ინტერმედის ფარმაცევტული ლაბორატორიების მიერ შემუშავებული იქნა უნიკალური
InterTech (TECH: Transfer Agents - გადამტანი ნივთერებები
Effective Actives - ეფექტური ნივთიერებები
Clinical Trails - კლინიკური კვლევები
Hydrating Compounds - დამატენიენებელი კომპონენტები) რომლის მეშვეობითაც, აკნოფიქსი
- აძლიერებს სალიცილის მჟავის შეღწევადობას ეპიდერმისის ზედა ფენებში
- აქვს ძლიერი კერატოლიზური მოქმედება და დამატენიენებელი ეფექტი
- გამოირჩევა კლინიკურად დადასტურებული მაღალი ეფექტურობით
*** აქტიური ნივთიერების მაქსიმალურად უსაფრთხო თერაპიული კონცენტრაცია (ტოლია ან ნაკლებია 2) დადგენილია ევროპის კავშირის მიერ.
მწარმოებელი:
ინტერმედ ს.ა. ფარმაცეუტიკალ ლაბორატორიეს
INTERMED S.A. Pharmaceutical Laboratories
27 Kalyftaki str., GR 145 64 Ki_ssia, Athens - Greece,
Tel.: +30 210 6253905, Fax: +30 210 6253906, e-mail: [email protected],
www.intermed.com.gr
ON-COMEDOGENIC • DERMATOLOGICALLY TESTED • PARABEN FREE