ნუტრიფიტი #30ფხვ

ნუტრიფიტი #30ფხვ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქრომი,მოლიბდენი,ბრომელაინი,ინულინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85130
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნუტრიფიტი პაკეტი N30

1 საშეს შემადგენლობაში შედისქრომი- 25 მკგ, მოლიბდენი  - 25 მკგ, ბრომელაინი – 1000 მგ, ინულინი -1000 მგ,  დამხმარე ნივთიერებები.

ორგანიზმზე მოქმედება:

ქრომი  - ესენციური მიკროელემენტი; ხელს უწყობს გლუკოზის ნორმული დონის შენარჩუნებას სისხლში, უზრუნველყოფს ინსულინის ნორმულ აქტივობას, არეგულირებს ლიპიდების ცვლას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქტიური ელემენტების გამოყოფას.

მოლიბდენი - ესენციური მიკროელემენტი; ზრდის ანტიოქსიდანტების ეფექტურობას, ხელს უწყობს ამინომჟავების სინთეზის გააქტივებას ორგანიზმში, წარმოადგენს ქსოვიოვანი სუნთქვის მნიშვნელოვან კომპონენტს.

ბრომელაინი – მცენატეული პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც მიიღება ანანასიდან; ხელს უწყობს სხეულის მასის რეგულირებას საჭმლის მომნელებელი პროცესების ოპტიმიზირების გზით, ხელს უწყობს სისხლში ამონნომჟავების შეღწევას, რიტაც უზრუნველყოფს ორგანიზმს კუნთოვანი ქსოვილის შენებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო აუცილებელი მასალით.

ინულინი – ბუნებრივი ნახშირწყალი (უჯრედისი), რომელიც შედის მცენარეთა ფესვებში; ხელს უწყობს ნაწლავში საჭირო ბაქტერიების ზრდას, ასტიმულირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების შეწოვას, ხელს უწყობს სხეულის მასის რეგულირებას დანაყრების შეგრძნებით კალორიების დამატების გარეშე, ნახშირწყლების ცლისა და გლუკოზის დონის ნორმალიზებას სისხლში.

ჩვენებებიეფექტურია სხეულის მასის რეგულირებისთვის საჭმლის მომნელებეი პროცესების, ლიპიდური, ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის ოპტიმიზირებით, ამასთან ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას.

დოზირებამოზრდილებში (12 წლის ზევით): 1 საშე დღეში.

 გახსენით საშეს შიგთავსი 200 მლ თბილ წყალში, მოურიეთ და დალიეთ გახსნისთანავე.

 უკუჩვენებაშემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა 30 საშე შეფუთვაში.

შენახვის პირობებიინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. .

პროდუქტი არ მიეკუთვნება სამკურნალწამლო საშუალებას - შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებსგან და არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს. 

მწარმოებელიფორტექსი, ბულგარეთი.