პერფორმერი 750მგ #6ტ

პერფორმერი 750მგ #6ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: II გენერაციის ცეფალოსპორინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეფაკლორი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 85116
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პერფორმერი 750 მგ

პერფორმერი 750 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

შეესაბამება სამკურნალწამლო პრეპარატს

მოცემული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა, რადგან ეს შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს.
- თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. პერფორმერის აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ პერფორმერის მიღებამდე
3. პერფორმერის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პერფორმერის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. პერფორმერის აღწერა და გამოყენება
პერფორმერი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცეფაკლორს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ცეფალოსპორინები. ცეფალოსპორინები არის ანტიბიოტიკი და გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.
პერფორმერი ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება), ფარინგიტი და ტონზილიტი, პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები.

2. რა უნდა იცოდეთ პერფორმერის მიღებამდე
არ მიიღოთ პერფორმერი:
 თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფაკლორის, მოცემული პრეპარატის ნებისმიერი მსგავსი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პერფორმერის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს ან ჰქონდა ალერგიული პრობლემები ცეფაკლორის ან მსგავსი პრეპარატების (ცეფალოსპორინების, პენიცილინების) ფუძეზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ, რადგან თქვენ შეიძლება გქონდეთ ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატზე.
იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნა ალერგიული რეაქცია პერფორმერის მიმართ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ალერგიული რეაქციის სიმპტომები არის:
- სისხლის წნევის მკვეთრი და მოულოდნელი დაქვეითება (ჰიპოტენზია);
- გულისცემის გახშირება და შენელება;
- დაღლილობის ან სისუსტის უჩვეულო შეგრძნება;
- შფოთვა, მოუსვენრობა;
- თავბრუსხვევა;
- გულყრა (გულის წასვლა);
- სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
- გენერალიზებული ქავილი, განსაკუთრებით ხელისა და ფეხის გულების არეში;
- გენიტალიების, სახის კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება) კიდურების შეშუპებით ან მის გარეშე, განსაკუთრებით თვალებისა და ტუჩების არეში (ანგიონევროზული შეშუპება);
- კანის გაწითლება, განსაკუთრებით ყურების გარშემო;
- კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი);
- ძლიერი ოფლდენა,
- გულისრევა, ღებინება;
- ტკივილი მუცლის არეში (სპაზმის მსგავსი ტკივილი მუცლის არეში)
- დიარეა.
სხვა პრეპარატები და პერფორმერი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) და ანტაციდს (კუჭის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი).

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ პერფორმერი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, და უშუალოდ ექიმის დაკვირვების გარეშე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პერფორმერი არ ცვლის სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.


3. პერფორმერის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ პრეპარატი მთლიანად, დაუღეჭავად.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პერფორმერი საკვების მიღების მიუხედავად.

გამოყენება მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა შეადგენს 750 მგ ორჯერ დღეში.
განსაზღვრული ტიპის ბაქტერიის (S. pyogenes) მიმართ მდგრადი ინფექციების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 10 დღემდე ვადით.

თუ თქვენ მიიღეთ პერფორმერის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილო ჰქონდეს შემდეგ სიმპტომებს: გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა და დიარეა.
თუ თქვენ შემთხვევით გადააჭარბეთ პერფორმერის დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პერფორმერის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი ეფექტები:

  • ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა),
  • ქავილი,
  • ჭინჭრის ციება (კანის გაღიზიანება),
  • დიარეა
  • ფსევდომემბრანული კოლიტი (ნაწლავის ანთება),
  • გულისრევა,
  • ღებინება,

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე: http://www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. პერფორმების შენახვის წესი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ.
ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი შეინახეთ 25ºჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პერფორმერის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ცეფაკლორი. თითო ტაბლეტი შეიცავს 750 მგ ცეფაკლორს.
- დამხმარე ნივთიერებები არის: ჰიპრომელოზა, მანიტოლი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.

პერფორმერის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
6 ან 12 ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
PIAM Farmaceutici S.p.A - ფიეშის ქუჩა, 8 - 16121 გენუა.

მწარმოებელი:
FACTA Pharmaceutici S.p.A – ლაურენტინის ქუჩა 24, 730 - პომეცია (რომი)