დიაზეპამი 10მგ #20ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტრანკვილიზატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
დიაზეპამი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 8504
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დიაზეპამი 10 მგ
ტაბლეტები
ტაბლეტები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება ერთ ტაბლეტში: დიაზეპამი 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, სტეარინის მჟავა, ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური.
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები
მოქმედება
დიაზეპამი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინს კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მღელვარების დამთრგუნველი, დამამშვიდებელი და კუნთების მომადუნებელი ეფექტით. მისი მოქმედება ხორციელდება გამა-ამინო-ერბოს მჟავას (გაემ) აქტიურობის გაძლიერების მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ აგენტს ტვინში.
ჩვენება
დიაზეპამი გამოიყენება:
მოზრდილებში
• მძიმე შფოთვის ხანმოკლე (2-4 კვირა) სიმპტომატური მკურნალობისათვის, რომელიც იწვევს შრომისუუნარობას და სტრესს, დამოუკიდებლად ან უძილობასთან ან ხანმოკლე ფსიქოსომატურ ორგანულ ან ფსიქიურ დაავადებასთან დაკავშირებით;
• იმ მდგომარეობების ხანმოკლე (2-4 კვირა) მკურნალობისათვის, რომლის დროსაც შფოთვა არის მაპროვოცირებელი ან დამამძიმებელი ფაქტორი (მაგ., დაძაბულობის თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევები);
• მწვავე ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომატური მკურნალობისათვის;
• კუნთების სპაზმების მკურნალობისათვის, კუნთების სპაზმების კონტროლისათვის ტეტანუსის შემთხვევაში;
• ცერებრალური სპასტიურობის კონტროლისათვის გარკვეულ შემთხვევებში;
• როგორც დამატებითი საშუალება ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმების სამკურნალოდ – მიოკლონუსი;
• პრემედიკაციისათვის.
ბავშვებში
• ღამის კოშმარების და სომნაბულიზმის დროს;
• როგორც დამატებითი საშუალება კუნთების სპაზმების კონტროლისათვის ტეტანუსის შემთხვევაში;
• ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ეფექტური ცერებრალური სპასტრიურობის თანმდევი დაძაბულობის და გაღიზიანების კონტროლისათვის;
• პრემედიკაციისათვის.
სამკურნალო საშუალების მიღებამდე გასაცნობი ინფორმაცია
უკუჩვენება
დიაზეპამს არ გამოიყენებენ:
• მომატებული მგრძნობელობის დროს პრეპარატის, სხვა ბენზოდიაზეპინების ან დიაზეპამის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• სუნთქვის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს;
• სუნთქვის დათრგუნვისას;
• აპნოეს სინდრომის (სუნთქვის ხანმოკლე შეჩერების) შემთხვევაში ძილის დროს;
• მძიმე მიასტენიის დროს (კუნთების სისუსტით მიმდინარე დაავადებები);
• ქრონიკული ფსიქოზის შემთხვევაში;
• ფობიების და მანიაკალური მდგომარეობის დროს;
• როგორც დამოუკიდებელ მკურნალობას დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებულ შფოთვის დროს, რადგანაც ასეთ პაციენტებში შეიძლება იქნას პროვოცირებული სუიციდური განზრახვები. ბენზოდიაზეპინები არ არის რეკომენდირებული ფსიქიური დაავადებების პირველადი მკურნალობისათვის;
• სხვა ნივთიერებისადმი დამოკიდულების დროს, მათ შორის ალკოჰოლისადმი (მწვავე აბსტინენციის დროს გამოყენების გარდა).
სპეციალური გაფრთხილებები
ამ ჯგუფის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ანტეროგრადული ამნეზია (მეხსიერების დარღვევა, რომლის დროსაც ავადმყოფი კარგავს ავადმყოფობის დასაწყისში და შემდგომ მომხდარი მოცლენების დამახსოვრების უნარს). ის შეიძლება გამოვლინდეს თერაპევტიული დოზების მიღების დროსაც, მაგრამ რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. ამნესტიური დარღვევები შეიძლება იყოს დაკავშირებული ქცევის არაადეკვატურობასთან. ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივ ვლინდება რამოდენიმე საათის განმავლობაში წამლის მიღების შემდეგ და რისკის შესამცირებლად ავადმყოფისთვის საჭიროა უწყვეტლივ 7-8 საათის ძილის უზრუნველყოფა.
დიაზეპამით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება. რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდის შემთხვევაში. უფრო ხშირად ეს დამახასიათებელია წარსულში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების შესახებ მქონე მონაცემების პაციენტებისათვის ან პაციენტებისათვის გამოხატული პიროვნული ცვლილებებით. დიდი მნიშველობა აქვს ამ პაციენტების მეთვალყურეობას, განმეორებითი რუტინული დანიშნულების თავიდან აცილების მიზნით და მკურნალობის თანდათან შეწყვეტას. დამოკიდებულების განვითარების შემდეგ მკურნალობის უეცარმა შეყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების მოვლენები. ეს არის გარდამავალი სინდრომი, რომლის დროსაც სიმპტომები, რომელთა გამოც იქნა დანიშნული დიაზეპამით მკურნალობა, ვლინდებიან მეტი ხარისხით. ის ხასიათდება თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით, ძლიერად გამოხატული შფოთვით, დაძაბულობით, მოუსვენრობით, ცნობიერების არევით და გაღიზიანებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია წარმოდგენის დაკარგვა რეალობაზე, პიროვნებაზე, კიდურებში ჟრუანტელის შეგრძნება და მგრძნობელობის დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და შეხების მიმართ, ჰალუცინაციები და ეპილეფტური შეტევები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიაზეპამით მკურნალობის მრავალჯერადი კურსების ჩატარების შემთხევაში შესაძლებელია რეაქციის დაკარგვა მკურნალობაზე.
შფოთვის მდგომარეობა შეიძლება ხელმეორედ განმეორდეს, კერძოდ, მკურნალობის შეწყვეტისას. მას შეიძლება თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის, განწყობის შეცვლა, შფოთვა და მოუსვენრობა. ვინაიდან ჩივილების გაჩენის ან შეჩვევის გამოვლინების ხელმეორედ გაჩენის რისკი უფრო გამოხატულია მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტისას, რეკომენდირებულია დოზის თანდათან შემცირება.
ახლო ადამიანის დაკარგვის შემთხვევაში ბენზოდიაზეპინებს შეუძლიათ ფსიქოლოგიური ადაპტაციის დათრგუნვა.
ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინების გამოყენების დროს, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების გამოვლინება, ისეთის, როგორც მოუსვენრობა, აღგზნება, გაღიზიანება, აგრესიულობა, დეზორიენტაცია, მრისხანება კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არაადეკვატური ქცევა და სხვა ქცევითი გვერდითი რეაქციები. ასეთ შემთხვევებში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ამგვარი რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში.
ფილტვების ქრონიკური უკმარისობის და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებს შეიძლება დაჭირდეთ დოზის შემცირება. თირკმელების უკმარისობის დროს დოზის შეცვლის უცილებლობა არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, თუნდაც ურეცეპტოს.
დიაზეპამის კომბინაციის დროს ცენტრალური მოქმედების წამლებთან ერთად, როგორც ანტიფსიქოტური საშუალებები, ანქსიოლიტიკები/სედატიური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ჰიპნოტური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანესტეტიკები და ანტიჰისტამინები, შესაძლებელია დამაწყნარებელი მოქმედების გაძლიერება.
ტკივილგამაყუჩებელ საშუელებებთან (ანალგეტიკებთან) ერთად გამოყენებისას, მომატებულმა ეიფორიამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დამოკიდებულების გაძლიერება. ხანდაზმული ავადმყოფები მოითხოვენ განსაკუთრებულ დაკვირვებას.
არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლთან ერთდორულად გამოყენება მოდუნების მოქმედების გაძლიერების გამო. ეს ახდენს გავლენას მანქანის და ტრანსპორტის მართვის უნარზე.
დიაზეპამის და კრუნჩხვის საწინააღმდეგო წამლების ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლებელია როგორც წამლის დონის გაზრდა, ასევე შემცირება ან ამგვარი ცვლილებების არ არსებობა. თუ პრეპარატს ღებულობენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, გვერდითი რეაქციები და ტოქსიურობა შეიძლება უფრო მკვეთრად იყოს გამოვლენილი, კერძოდ, ჰიდანტოინის, ბარბიტურატების ან მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას. ეს მოითხოვს დამატებით დაკვირვებას დოზების დადგენისას მკურნალობის საწყის ფაზაში. ცნობილია, რომ ღვიძლის ფერმენტების ისეთი ინჰიბიტორები, როგორც ციმეტიდინი, ფლუვოქსამინი და ომეპრაზოლი ამცირებენ ბენზოდიაზეპინების გამოყოფას და შეუძლიათ მათი მოქმედების გაძლიერება. იმავე დროს, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს, მაგალითად რიფამპიცინს, შეუძლიათ მათი გამოყოფის გაზრდა.
ციზაპრიდს შეუძლია დროებით გააძლიეროს პერორალურად მიღებული ბენზოდიაზეპინების სედატიური მოქმედება, ორგანიზმის მიერ მათი უფრო სწრაფი შეთვისების გამო.
გაფრთხილება პაციენტების ზოგიერთი ჯგუფებისათვის
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
რაიმე სამკურნალო საშუალებების მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ანა ფარმაცევტთან.
თუ არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, დიაზეპამს არ იყენებენ ორსულობის და კერძოდ პირველი და ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში. თუ პრეპარატი ენიშნებათ ქალებს რეპროდუქციულ ასაკში, ისინი უნდა იქნან გაფრთხილებულნი, რომ ორსულობის დაგეგმარების ან ორსულობის დადგომის ეჭვის შემთხვევაში, მათ უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან.
ორსულობის ბოლო სამი თვის მანძილზე წამლის დიდი დოზების ან დაბალი დოზების ხანგრძლივად მიღება იწვევს ნაყოფის გულის რითმის დარღვევას, ასევე არტერიული წნევის დაქვეითებას, წოვითი რეფლექსის შეცვლას, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას და ახალშობილების სუნთქვის ზომიერ დათრგუნვას. ეს დაკავშირებულია ახალშობილის იმ ფერმენტული სისტემის არასაკმარის განვითარებასთან, რომელსაც გააჩნია პრეპარატის დაშლის უნარი (განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში). ამის გარდა, ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობდნენ დიაზეპამს, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური დამოკიდულება და მშობიარობის შემდგომ პერიოდში შეჩვევის სიმპტომების განვითარების რისკი.
წამალი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების პერიოდში.
მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მართვის უნარზე
პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულნი, რომ დიაზეპამს, როგორც ამ სახეობის დანარჩენ წამალს, შეუძლია შეცვალოს მათი უნარი განახორციელონ გარკვეული სამუშაოები. სედაციას, მეხსიერების დაკარგვას და კონცენტრაციის უნარის დარღვევას, ასევე კუნთების ფუნქციონალობის ცვლილებას შეუძლიათ დამატებით დათრგუნონ მანქანის და ტექნიკის მართვის უნარი. ძილის არასაკმარისი ხანგრძლივობის შემთხვევაში, მსგავსი დარღვევების დადგომის ალბათობა შეიძლება გაიზარდოს.
პაციენტები უნდა იქნან გაფრთხილებულნი, რომ ალკოჰოლს შეუძლია დარღვევების გამოვლენის ხარისხის გაზრდა და ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის არიდება.
დიაზეპამის გამოყენება და საკვების და სასმელის მიღება
არ არსებობს ცნობები ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვის ან კვების პროდუქტების და სასმელების გარკვეული სახეობების გამოყენების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ.
ცნობები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ლაქტოზის უკმარისობით, გალაქტოზემიით ან გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით.
შემადგენლობაში შემავალი ხორბლის სახამებელის გამო, პრეპარატი შეიძლება საშიში იყოს ცელიაკიით (გლუთენური ენტეროპათია) დაავადებულ პაციენტებისათვის.
ინფორმაცია პრეპარატის სწორად გამოყენების და დოზების შესახებ
ყოველთვის მიიღეთ დიაზეპამი ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად!
ოფტიმალური ეფექტის მისაღწევად დოზა უნდა იქნას დადგენილი ინდივიდუალურად. მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზიდან, რომელიც შეესაბამება გარკვეულ მდგომარეომას.
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად ხანმოკლე. აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის დადასტურების მიზნით, განსაკუთრებით სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 2-3 თვეზე მეტი, მოხსნის პერიოდის ჩათვლით.
ავადმყოფი უნდა იყოს ინფორმირებული მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ, ამასთან დაწვრილებით უნდა იქნას ახსნილი, რომ გამოყენებული დოზა თანდათანობით შემცირდება და მოხსნის პერიოდში შესაძლებელია სიმპტომების განმეორებით გაჩენა. ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენების დროს, როგორიც არის დიაზეპამი, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მოკლევადიანი მოქმედების ბენზოდიაზეპინებზე გადასვლისას შესაძლებელია აბსტინენციის სიმპტომების გაჩენა მიღების შორის პერიოდშიც კი, განსაკუთრებით თუ ის უფრო ხანგრძლივია.
შფოთვის მდგომარეობა
მოზრდილები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში, მაქსიმალური დოზა - არაუმეტეს 30 მგ დღეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე, ამასთან დოზას განსაზღვრავენ ინდივიდუალურად.
შფოთვასთან დაკავშირებული უძილობა – 5-დან 15 მგ-მდე ძილის წინ.
მწვავე ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომატური მკურნალობა – 5-20 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში განმეორებით იღებენ 2-4 საათის შემდეგ.
ღამის კოშმარები და სომნაბულიზმი
ბავშვები – 5 მგ-მდე ძილის წინ.
კუნთის სპაზმით თანმხლები მდგომარეობები
მოზრდილები
კუნთის სპაზმი – არაუმეტეს 15 მგ-სა დღეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე.
ცერებრალური სპასტიურობის კონტროლი – 60 მგ-მდე დღეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე.
როგორც კუნთების სპაზმის მოსახსნელი დამატებითი საშუალება ტეტანუსის დროს – 10 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე დღეში, ნაზოდუოდენალური ზონდის მეშვეობით. დოზა უნდა შეესაბამებოდეს დაავადების სიმძიმეს, ამასთან დასაწყისში რეკომენდირებულია პრეპარატის ინტრავენური შეყვანა.
ბავშვები
დაძაბულობის და გაღიზიანების კონტროლი ცერებრალური სპასტიურობის ზოგიერთ შემთხვევებში – 40 მგ-მდე დღეში, გაყოფილი რამოდენილე მიღებაზე.
როგორც დამატებითი საშუალება კუნთების სპაზმის კონტროლისათვის ტეტანუსის დროს – ისევე როგორც მოზრდილებში.
დამატება ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმების მკურნალობაზე
მოზრდილები
60 მგ-მდე დღეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე.
პრემედიკაციისათვის
მოზრდილები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-დან 20 მგ-მდე.
ბავშვები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ.
ბენზოდიაზეპინის მიღება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში ჩვენებების საგულდაგულო შეფასების გარეშე. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზები არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისათვის რეკომენდირებული დოზების ნახევარს. მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ასეთი პაციენტების მუდმივი კონტროლი დოზის და/ან მიღების სიხშირის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რათა აცილებული იქნას ჭარბი დოზირება დაგროვების შედეგად.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის დოზა უნდა იქნას შემცირებული.
ავადმყოფები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თირკმელების უკმარისობის დროს, დიაზეპამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება უცვლელი და ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, დოზის შეცვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
თუ თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა, რომ დიაზეპამი მოქმედებს ძალიან სუსტად ან ძალიან ძლიერად, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახამრებისათვის!
ბენზოდიაზეპინების ჭარბი დოზირება ჩვეულებრივ ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვით – ძილიანობიდან კომამდე (გონების დაკარგვა). მსუბუქ ფორმებში ის ვლინდება ძილიანობით, ფსიქიკური მოშლილობით და ლეტარგიით (ძილიანობა, აპათია, სისუტე). უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება სიარულის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა (იშვიათად) და სიკვდილი (ძალიან იშვიათად).
ცენტრალური მოქმედების წამლებთან ერთად მიღებისას, და განსაკუთრებით ალკოჰოლთან, ჭარბი დოზირების ეფექტების მეტი გამოხატულების ალბათობა იზრდება, ამასთან, შემანარჩუნებელი ზომების არ არსებობის შემთხვევაში ეს შეიძლება ფატალური გახდეს.
ბენზოდიაზეპინების ჭარბი დოზირებისას უნდა გამოიწვიოთ ღებინება (მიღებიდან 1 საათის ფარგლებში) თუ პაციენტი გონზეა, და თუ არის უგონოდ, აკეთებენ კუჭის გამორეცხვას. თუ კუჭის გამორეცხვამ არ გამოიღო სასურველი ეფექტი, შეწოვის შესამცირებლად შეყავთ აქტივირებული ნახშირი. მკურნალობას ატარებენ ინტენსიურ განყოფილებაში, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვის და გულის ფუნქციას. სპეციფიური ანტიდოტი გადაუდებელ შემთხვევებში ინტრავენური შეყვანისათვის არის ანექსატი (ფლუმაზენილი). პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ამგვარი ჩარევა, უნდა დარჩენ საავადმყოფოში მუდმივი დაკვირვების ქვეშ. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანექსატი ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ ბენზოდიაზეპინებს.
აღგზნების გამოვლინების შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ბარბიტურატების მიღება.
თუ თქვენ გამოტოვეთ დიაზეპამის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი მიღება, გააკეთეთ ეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ ნუ მიიღებთ ერთდროულად შემდეგ დოზასთან ერთად.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციები
როგორც ნებისმიერ პრეპარატს, დიაზეპამს შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორც დაღლილობა, ძილიანობა და კუნთების სისუსტე. ეს მოვლენები ჩვეულებრივ ჩნდება მკურნალობის დასაწყისში და გაივლის შემდგომი მიღებისას.
ასევე შესაძლდებელია: ატაქსია (სიარულის არასტაბილურობა), გონების არევა, შეკრულობა, დეპრესია, გაორება თვალებში, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება, შარდის შეუკავებლობა, ლიბიდოს ცვლილება, გულის რევა, Pპირში სიმშრალე ან ნერწყვის მომატებული გამოყოფა, კანის რეაქციები, გაურკვეველი მეტყველება, კანკალი, შარდის შეკავება, თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა; ძალიან იშვიათად ტრანსმინაზების და ტუტე ფოსფატაზის მომატება, ასევე სიყვითლის შემთხვევები.
ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება გამოიწვიონ ანტეროგრადული ამნეზია (მეხსიერების დარღვევა).
არსებობს მონაცემები პარადოქსალური რეაქციების გამოვლინების შესახებ, როგორიცაა მოუსვენრობა, აღგზნება, გაღიზიანება, აგრესია, დეზორიენტაცია, მრისხანება, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არაადეკვატური ქცევა და სხვა ქცევითი რეაქციები.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები არიან განსაკუთრებით მგრძნობიარე ცენტრალური მოქმედების დეპრესანტების ეფექტების მიმართ, რომლებიც იწვევენ გონების არევას, განსაკუთრებით ტვინში ორგანული ცვლილებების არსებობის შემთხვევაში. დოზები ასეთი პაციენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისათვის რეკომენდირებული დოზის ნახევარს.
ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წინა დეპრესიის პროვოცირება. ხანგრძლივმა გამოყენებამ (თერაპევტულმა დოზებმაც კი) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიკიკური დამოკიდებულება; მკურნალობის მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენცია ან ჩივილების განმეორებით გაჩენა.
არსებობს მონაცემები ბენზოდიაზეპინის ჭარბი გამოყენების შესახებ.
თუ რომელიმე გვერდითი რეაქცია გართულდება, ან თქვენ აღგენიშნებათ გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა
20 ტაბლეტი ბლისტერში, ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
3 (სამი) წელი.
ნუ გამოიყენებთ დიაზეპამს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
ბალკანფარმა-დუპნიცა ად
სამოკოვსკის შოსე 3,
2600 დუპნიცა, ბულგარეთი
ტელ. +359/701 58 196; ფაქსი +359/701 58 555.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით