მედროლგინი 10მგ #10ტ

მედროლგინი 10მგ #10ტ

14.76 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კეტოროლაკი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85002
გააზიარე:

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მედროლგინი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

მედროლგინი, Medrolgin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კეტოროლაკი, Ketorolac

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამინი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

 

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს გრავირებით „ML“.

 

გამოყენების ჩვენებები

მედროლგინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გულდასმით უნდა შეფასდეს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებლისა და რისკების თანაფარდობა, ასევე სხვა თერაპიული ტაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით დროის უმოკლეს პერიოდში თერაპიის სტრატეგიის შესაბამისად.

მწვავე ტკივილის სინდრომი ზრდასრულ პაციენტებში

მედროლგინი (აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) გამოიყენება ზომიერად გამოხატული მწვავე ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი (არაუმეტეს 5 დღისა) თერაპიისათვის, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღწევის საჭიროებისას, როგორც წესი, პოსტოპერაციულ პერიოდში. თერაპია უნდა დაიწყოს კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური (ი/ვ) ან ინტრამუსკულარული (ი/მ) შეყვანით, შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტური ფორმები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით. კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ი/ვ ან ი/მ შეყვანა და ტაბლეტების პერორალურად მიღება) არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის გაზრდის პოტენციური რისკის გამო. პაციენტები,  რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდნენ ალტერნატიული ანალგეტიკებით მკურნალობაზე; კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

 

მიღების წესი და დოზები

მედროლგინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გულდასმით უნდა შეფასდეს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებლისა და რისკების თანაფარდობა, ისევე როგორც სხვა თერაპიული ტაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით დროის უმოკლეს პერიოდში თერაპიის სტრატეგიის შესაბამისად. მოზრდილ პაციენტებში კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ი/ვ ან ი/მ შეყვანა და ტაბლეტების პერორალურად მიღება) არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენება ტაბლეტური ფორმით ნაჩვენებია მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ.

კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანიდან (ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენება) ტაბლეტურ ფორმაზე გადასვლა (მრავალჯერადი გამოყენება):

- 17-64 წლის პაციენტები - 20 მგ პერორალურად ერთჯერადად და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მგ ყოველ 4 საათში; კეტოროლაკის ტრომეტამინის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ;

- ≥ 65 წლის პაციენტები, პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით და/ან სხეულის მასით < 50 კგ (110 ფუნტი) - 10 მგ პერორალურად ერთჯერადად და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მგ ყოველ 4 საათში; კეტოროლაკის ტრომეტამინის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ.

მედროლგინი არ უნდა იქნასგამოყენებული 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენიშვნა

კეტოროლაკის ტრომეტამინის პერორალური ფორმები არ უნდა იქნას გამოყენებული საწყისი თერაპიის სახით.

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დგინდება.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 4-6 საათზე ნაკლები ინტერვალით.

მოზრდილ პაციენტებში კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ი/ვ ან ი/მ შეყვანა და ტაბლეტების პერორალურად მიღება) არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

 

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის ტრომეტამინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- მწვავე პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ახლო წარსულში, წყლულის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევები ანამნეზში;

- ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება ან სხვა სახის ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასმ) და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს) (არსებობს ცნობები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას მძიმე, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევების შესახებ);

- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ან თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკთან, გამოცირკულირე სისხლის მოცულობის (BCV) შემცირების ფონზე, დაკავშირებული მდგომარეობები;

- ორსულობისა და მშობიარობის პერიოდი (პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე, ასევე შეიძლება დაქვეითდეს საშვილოსნოს კუმშვადობა, რის შედეგადაც იზრდება საშ

ვილოსნოდან სისხლდენის რისკი);

- ცერებროვასკულური სისხლდენა (დადასტურებული ან საეჭვო), ჰემორაგიული დიათეზი, სისხლის შედედების დარღვევები და მდგომარეობები სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით (კეტოროლაკის ტრომეტამინი არღვევს თრომბოციტების ფუნქციას);

- აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული მძიმე არასასურველი რეაქციების კუმულაციური რისკი);

- პრობენეციდის ერთდროული გამოყენება;

- პენტოქსიფილინის ერთდროული გამოყენება.

მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული მძიმე ქირურგიული ჩარევის წინ ტკივილის სინდრომის პროფილაქტიკის მიზნით.

მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული კორონარული შუნტირების ოპერაციის დროს.

 

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი მითითებები

მედროლგინი (გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კეტოროლაკის ტრომეტამინს) მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი გამოიყენება ზომიერად გამოხატული მწვავე ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი (არაუმეტეს 5 დღისა მოზრდილ პაციენტებში) მკურნალობისათვის, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეტიკების ეფექტის მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღწევა და მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით კეტოროლაკის ტრომეტამინის ი/ვ ან ი/მ შეყვანის შემდეგ. კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, აგრეთვე უმნიშვნელოდ გამოხატული ან ქრონიკული ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ. მოზრდილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას დოზებით, რომლებიც აღემატება კეტოროლაკ ტრომეტამინის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 40 მგ, მკურნალობის ეფექტურობა არ იზრდება, ამასთან იზრდება მძიმე არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი. 

არასასურველი რეაქციების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კნტ)

კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და/ან კუჭისა და ნაწლავების პერფორაცია, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. ასეთი არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე და წინმდევი სიმპტომების არარსებობისას. ამასთან დაკავშირებით, მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე პეპტიური წყლულით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენით ან პერფორაციით და პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. ხანდაზმულ პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე არასასურველი რეაქციების რისკი იზრდება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ თრომბოზული გართულებები

აასს-ით თერაპიისას იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ თრომბოზული გართულებების რისკი, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ჩათვლით; რისკი შეიძლება არსებობდეს მკურნალობის დასაწყისში და შეიძლება გაიზარდოს თერაპიის გახანგრძლივებასთან ერთად.

მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში კორონარული შუნტირების გამო ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას.

თირკმელების მხრივ არასასურველი რეაქციების რისკი

მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების მძიმე დისფუნქციით და თირკმლის უკმარისობის რისკთან დაკავშირებული მდგომარეობით მოცირკულირე სისხლის მოცულობის (BCV) შემცირების ფონზე;

სისხლდენის რისკი

მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში ცერებროვასკულური სისხლდენით (დადასტურებული ან საეჭვო), ჰემორაგიული დიათეზით, სისხლის შედედების სისტემის დარღვევებით და სისხლდენის მაღალი რისკის პირობებში, ვინაიდან კეტოროლაკის ტრომეტამინი არღვევს თრომბოციტების ფუნქციას.

ორსულობისა და მშობიარობის დროს გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და მშობიარობის დროს, ვინაიდან კეტოროლაკის ტრომეტამინს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეამციროს საშვილოსნოს კუმშვადობა.

სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღება

მედროლგინის გამოყენება ასმ-სთან ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად უკუნაჩვენებია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული მძიმე არასასურველი რეაქციების კუმულაციური რისკის გამო.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

≥ 65 წლის პაციენტებში, 50 კგ-მდე (110 ფუნტი) წონის პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია ზომიერად გაზრდილი აქვთ, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექტირება.

მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებულიმძიმე ქირურგიული ჩარევის წინ ტკივილის სინდრომის პროფილაქტიკის მიზნით არ შეიძლება.

გაფრთხილებები

ზრდასრულ პაციენტებში კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ი/ვ ან ი/მ  შეყვანა და ტაბლეტების პერორალურად მიღება) არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.

კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი რისკები:

რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - წყლულის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის რისკი

მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლულის და/ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ეპიზოდები. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შეიძლება განვითარდეს მძიმე არასასურველი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, წყლული და პერფორაცია კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. ასეთი მძიმე არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს კეტოროლაკის ტრომეტამინით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, წინმდევი სიმპტომების არსებობის მიუხედავად.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მხრივ განვითარებულ მძიმე არასასურველ რეაქციებს ხუთი პაციენტიდან მხოლოდ ერთის შემთხვევაში თან ახლავს კლინიკური სიმპტომების გამოვლინება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მხრივ მსუბუქი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება გამოვლინდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის ნებისმიერ ეტაპზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე იზრდება დოზის გაზრდით და კეტოროლაკის ტრომეტამინით მკურნალობის გახანგრძლივებით. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენება არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუმცა ხანმოკლე თერაპიის დროსაც კი არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით თერაპიას, ანამნეზში წყლულის გარდა, სხვა ფაქტორებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი, მათ შორის პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების (GCS) ან ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება, მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, ხანდაზმული ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ყველაზე ხშირად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციები ლეტალური გამოსავლით დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში ან დასუსტებულ პაციენტებში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასეთ პაციენტებში მედროლგინის გამოყენებისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების პოტენციური რისკი შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლესი ვადით გამოყენებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას პაციენტები და ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ იმ ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ, რომლებიც მიუთითებენ წყლულებისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარებაზე; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევა და საჭიროებისას, მკურნალობა. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მძიმე არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არ გამოირიცხება. მაღალი რისკის მქონე პაციენტებში განიხილება მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, რომელიც გამორიცხავს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან მათმა გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს ზემოაღნიშნული დაავადებები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ანასტომოზის უკმარისობის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ კეტოროლაკის გამოყენებისას რეკომენდებულია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა და სიფრთხილე.

სისხლდენა

ვინაიდან პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰემოსტაზის სისტემაში და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გავლენას ახდენენ თრომბოციტების აგრეგაციაზე, კეტოროლაკის ტრომეტამინი უკიდურესი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტებში და ასეთ პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებიც კეტოროლაკის ტრომეტამინთან ერთად იღებენ ანტიკოაგულანტების თერაპიულ დოზებს (მაგ., ჰეპარინი ან დიკუმაროლის წარმოებულები), სისხლდენის გართულებების რისკი იზრდება, ამიტომ ასეთი კომბინაციები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენება ჰემოსტაზზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ჰეპარინის საპროფილაქტიკო დაბალი დოზების (2500-5000 ერთეული ყოველ 12 საათში), ვარფარინისა და დექსტრანების ჩათვლით, საკმარისად არ არის შესწავლილი, თუმცა, ასეთი კომბინაციების გამოყენებისას, სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ, ასეთი კომბინაციები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ. აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა პაციენტებზე, რომლებიც იტარებენ ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო საშუალებებით თერაპიას.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა პოსტოპერაციული ჰემატომების შემთხვევები და ჭრილობიდან სისხლდენის სხვა ნიშნების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია პოსტოპერაციულ პერიოდში კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებასთან (ი/ვ ან ი/მ შეყვანა). ამიტომ, მედროლგინის გამოყენება არ შეიძლება პერიოპერაციულ პერიოდში, გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც ჰემოსტაზზე ზემოქმედება შეიძლება იყოს კრიტიკული (იხ. ქვემოთ).

რეაქციები თირკმელების მხრივ

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმელების სხვა დაზიანება; ნეფროტოქსიკური ეფექტები ასევე აღინიშნა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები დამხმარე როლს თამაშობენ თირკმლის სისხლის ნაკადის შენარჩუნებაში. ასეთ პაციენტებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, პროსტაგლანდინების სინთეზი და, შედეგად, თირკმელებში სისხლის მიმოქცევა შეიძლება დოზადამოკიდებულად შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დეკომპენსაციის ნიშნების განვითარება. ამავდროულად, ყველაზე დიდი რისკი დამახასიათებელია პაციენტებისთვის გულის უკმარისობით, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ შარდმდენებს და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს, ასევე ხანდაზმული პაციენტებისათვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შეწყვეტისას თირკმლის ფუნქცია აღდგება მკურნალობამდე არსებულ დონემდე.

კეტოროლაკის ტრომეტამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელების გზით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში კრეატინინის დაქვეითებული კლირენსით, პრეპარატის კლირენსი მცირდება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მედროლგინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და პაციენტებში აუცილებელია მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას აღინიშნა თირკმლის მწვავე უკმარისობის, ინტერსტიციული ნეფრიტის და ნეფროზული სინდრომის განვითარების შემთხვევები.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში მიუთითებს თირკმელების მძიმე უკმარისობაზე. მედროლგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან ის მნიშვნელოვნად აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობის ან თირკმელების ფუნქციის დეკომპენსაციის განვითარების რისკი იზრდება, ამიტომ ასეთ პაციენტებში მედროლგინის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა.

ანაფილაქტოიდური რეაქციები

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ პრეპარატს ან რომლებსაც არ ჰქონდათ მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორია, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქტოიდური რეაქციები. მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. ეს სიმპტომოკომპლექსი ჩვეულებრივ აღინიშნება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მათ გარეშე ან უვითარდებათ მძიმე პოტენციურად ლეტალური ბრონქოსპაზმი ასმ-ის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ.  ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ანაფილაქსია, შეიძლება ლეტალური გამოსავალი დადგეს. სასწრაფო შემთხვევებში, ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარებისას, აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ეფექტები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ თრომბოზული გართულებები

3 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ციკლოოქსიგენაზას ტიპი 2 (COX-2) ზოგიერთი სელექციური ინჰიბიტორის და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე თრომბოზული გართულებების განვითარების რისკი, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ჩათვლით, იზრდება. არსებული მონაცემების საფუძველზე, არ არის ნათელი, არის თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ თრომბოზული გართულებების რისკი ერთნაირი ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებისათვის. მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე თრომბოზული გართულებების სიხშირის შედარებით ზრდას საწყის დონესთან შედარებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, მსგავსია, როგორც პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დიაგნოსტირებული დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორებით, ასევე მათ გარეშე. თუმცა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დიაგნოსტირებული დაავადებების მქონე პაციენტებში ან მათი განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე თრომბოზული გართულებების სიხშირის უფრო მაღალი აბსოლუტური მაჩვენებლები, რადგან ასეთ პაციენტებში ინდიკატორების საწყისი მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო. ზოგიერთი ობსერვაციული კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე თრომბოზული გართულებების განვითარების რისკი იზრდება უკვე მკურნალობის პირველ კვირებში. აღმოჩნდა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ თრომბოზული გართულებების რისკი ყველაზე ხშირად იზრდებოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მაღალი დოზებით გამოყენებისას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ თრომბოზული გართულებების განვითარების პოტენციური რისკი შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით უმოკლესი ვადით. ექიმები და პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი გართულებების წარმოქმნასთან მიმართებით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, თუნდაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ წინმდევი სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე თრომბოზული გართულებების სიმპტომებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება აუცილებელია, ასეთი სიმპტომების განვითარებისას.

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ასმ-ის გამოყენებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე თრომბოზული გართულებების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან, მცირდება. ასმ-ას და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას, როგორიცაა კეტოროლაკის ტრომეტამინი, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი (იხ. ზემოთ).

მდგომარეობა კორონარული შუნტირების გამო ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

ორ დიდ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში დადგინდა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, COX-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფიდან, ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ, კორონარული შუნტირების გამო ჩატარებული ოპერაციიდან პირველი 10-14 დღის განმავლობაში, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე პაციენტებში გაიზარდა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება კორონარული შუნტირების დროს უკუნაჩვენებია.

პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

ობსერვაციული კვლევებით მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების და ლეტალური გამოსავლის რისკი, ასოცირებული როგორც გულ-სისხლძარღვთა, ისე ყველა სხვა მიზეზთან, იზრდებოდა თერაპიის პირველი კვირიდან დაწყებული. ამასთან, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან პირველ წელს ლეტალური გამოსავლის სიხშირე 100 ადამიან-წელზე შეადგენდა 20-ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, და 100 ადამიან-წელზე შეადგენდა 12-ს პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის აბსოლუტური მაჩვენებელი პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მცირდებოდა პირველი წლის შემდეგ, სიკვდილის შედარებითი რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არასტეროიდულ საშუალებებს, რჩებოდა გაზრდილი შემდგომი დაკვირვების სულ მცირე მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

მედროლგინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ განმეორებითი თრომბოზული მოვლენების რისკს. აუცილებელია დაკვირვება პაციენტებზე ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, რომლებიც იტარებენ მედროლგინით თერაპიას, მიოკარდიუმის იშემიის ნიშნების გამოსავლენად.

არტერიული ჰიპერტენზია

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია ან დამძიმდეს უკვე არსებული არტერიული ჰიპერტენზია, ორივე შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების სიხშირე იზრდება. პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, თიაზიდური ან მარყუჟოვანი შარდმდენებით თერაპიაზე პასუხი შეიძლება შეიცვალოს. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კეტოროლაკის ტრომეტამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე მკურნალობის მანძილზე, პაციენტებმა საგულდაგულოდ უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა.

გულის უკმარისობა და შეშუპებები

რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემების მეტაანალიზის შედეგების მიხედვით პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას COX-2-ის სელექციური ინჰიბიტორებით ან არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა დაკავშირებული გულის უკმარისობის განვითარებასთან, გაიზარდა დაახლოებით ორჯერ, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ პაციენტებში გულის უკმარისობით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის რისკი დაკავშირებული გულის უკმარისობის გაუარესებასთან, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის რისკი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სითხის შეკავება ორგანიზმში და შეშუპება. კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ეფექტურობა, რომლებიც გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების სამკურნალოდ, შეიძლება შემცირდეს (მაგალითად, შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs)).

მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება გულის უკმარისობის გაუარესების რისკს. აუცილებელია მეთვალყურეობა გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებზე, რომლებიც იტარებენ მედროლგინით თერაპიას, გულის უკმარისობის გაუარესების ნიშნების გამოსავლენად.

კანის რეაქციები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მათ შორის ლეტალური გმოსავლით. ეს მძიმე არასასურველი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს წინმდევი სიმპტომების გარეშე. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კანის მძიმე არასასურველი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. მედროლგინის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების გამოჩენისთანავე.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტებით, ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიში გართულებების ან ლეტალური გამოსავლის განვითარებით. DRESS როგორც წესი, თუმცა არა ყოველთვის, ვლინდება ცხელებით, გამონაყარით, ლიმფადენოპათიით და/ან სახის შეშუპებით. სხვა კლინიკური გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს ჰეპატიტს, ნეფრიტს, დარღვევებს სისხლის სისტემის მხრივ, მიოკარდიტს ან მიოზიტს. ზოგიერთ შემთხვევაში, DRESS-ის სიმპტომები შეიძლება დაემსგავსოს მწვავე ვირუსულ ინფექციას. ხშირად აღინიშნება ეოზინოფილია. ვინაიდან DRESS-ის სიმპტომები ვარიაბელურია, შეიძლება აღინიშნებოდეს დარღვევები სხვა (რომლებიც არ არის ზემოთ აღნიშნული) ორგანოებისა და სისტემების მხრივ. გასათვალისწინებელია, რომ ჰიპერმგრძნობელობის ადრეული ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან ლიმფადენოპათია, შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ასეთი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია მედროლგინის მიღების შეწყვეტა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დაუყოვნებლივ შეფასება.

ტოქსიკური ზეგავლენა ნაყოფზე

ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების ჩათვლით, არ გამოიყენება ორსულ ქალებში გესტაციის ≥ 30 კვირის ვადაზე. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის ამ პერიოდში ასოცირდება ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის რისკთან.

ოლიგოჰიდრამნიონი/თირკმელების ფუნქციის დარღვევა ნეონატალურ პერიოდში

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების გამოყენება ორსულ ქალებში გესტაციის დაახლოებით 20 ან მეტი კვირის ვადაზე, შესაძლოა ასოცირებული იყოს ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიონი და, ზოგიერთ შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ახალშობილებში. ზემოაღნიშნული ცვლილებები აღინიშნება საშუალოდ თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში, თუმცა არის ცნობები, რომ იშვიათ შემთხვევებში ოლიგოჰიდრამნიონი შეიძლება განვითარდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგაც. ოლიგოჰიდრამნიონი როგორც წესი, თუმცა არა ყოველთვის, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ხანგრძლივად არსებული ოლიგოჰიდრამნიონის გართულებები შეიძლება ასევე მოიცავდეს კიდურების კონტრაქტურებს და ფილტვების განვითარების შეფერხებას. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ახალშობილებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები, ინვაზიური პროცედურების ჩატარების საჭიროება, როგორიცაა სისხლის გადასხმა ან დიალიზი.

20-დან 30 კვირამდე ვადის ორსულ ქალებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მინიმალური ვადით. სანაყოფე სითხის ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუ კეტოროლაკის   ტრომეტამინით მკურნალობა გაგრძელდება 48 საათზე მეტ ხანს. ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მედროლგინის მიღების შეწყვეტა და ორსულობის მართვა კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი რეკომენდაციები

კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენება არ ანაცვლებს გლუკოკორტიკოსტეროიდულ თერაპიას და არაეფექტურია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ. გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. პაციენტებში გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი თერაპიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.

კეტოროლაკის  ტრომეტამინი ამცირებს ანთების ნიშნებს, რამაც შეიძლება გაართულოს არაინფექციური დაავადებების გართულებების დიაგნოსტიკა, რომლებსაც თან ტკივილის სინდრომი ახლავს.

რეაქციები ღვიძლის მხრივ

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის დაავადების ანამნეზით სიფრთხილეა საჭირო კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას. პაციენტთა 15%-ში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, კეტოროლაკის ტრომეტამინს ჩათვლით, შეიძლება აღინიშნებოდეს ღვიძლის ერთი ან მეტი ფერმენტის დონის მატება სისხლის პლაზმაში ზღვრულ მაჩვენებლამდე. ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების ასეთი დარღვევები შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი და ასევე შეიძლება პროგრესირებდეს თერაპიის გაგრძელების შემთხვევაში. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა პლაზმაში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მნიშვნელოვანი ზრდა (3-ჯერადი მატება ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით). იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის მხრივ მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, მათ შორის სიყვითლე, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა.

თუ მედროლგინის გამოყენებისას პაციენტებს განუვითარდათ ნიშნები და/ან სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე, ან აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების დარღვევა, აუცილებელია ღვიძლის მხრივ უფრო მძიმე არასასურველი რეაქციების რისკის შეფასება. კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე, ან სხვა სისტემური გამოვლინებების განვითარებისას (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და სხვა), მედროლგინის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

ჰემატოლოგიური ეფექტები

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინით, ზოგჯერ უვითარდებათ ანემია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში სითხის შეკავებით, ფარული ან მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისას, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არ არის საკმარისად შესწავლილი) ზეგავლენით ერითროპოეზზე. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინით, ანემიის ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის ან ჰემატოკრიტის შეფასება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ზოგიერთ პაციენტში მათი გამოყენებისას იზრდებოდა სისხლდენის დრო. ასმ-ისგან განსხვავებით, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე ნაკლებია რაოდენობრივად, უფრო ხანმოკლეა და შექცევადია. მედროლგინის გამოყენებისას აუცილებელია სათანადო დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომლებშიც თრომბოციტების ფუნქციაზე ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, მაგალითად, სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც ანტიკოაგულანტებს ღებულობენ. 

ადრე დიაგნოსტირებული ბრონქული ასთმა

ბქონქული ასთმის მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ ასპირინ-ინდუცირებული ბრონქული ასთმა. ასმ-ის გამოყენებისას პაციენტებში ასპირინ-ინდუცირებული ბრონქული ასთმით, ვითარდებოდა მძიმე ბრონქოსპაზმი, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. ამ პაციენტებში აღინიშნა  ასევე ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები, ბრონქოსპაზმის ჩათვლით, ასმ-სა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის. ამიტომ, მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასპირინ-ინდუცირებული ასთმით; უკვე არსებული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ლაბორატორიული კვლევები

ვინაიდან კუჭ-ნაწლავიდან მძიმე სისხლდენა და წყლული შეიძლება განვითარდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას წინმდევი სიმპტომების გარეშე, აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება მედროლგინით თერაპიისას კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშნების ან სიმპტომების გამოსავლენად. პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები. კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე, აგრეთვე სისტემური გამოვლინებების განვითარებისას (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), ან თუკი ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები მუდმივია ან პროგრესირებს, მედროლგინის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ბავშვები

კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 17 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის ტრომეტამინი ორგანიზმიდან შეიძლება უფრო ნელა გამოიყოს და მათ ასევე უფრო ხშირად უვითარდებათ დოზადამოკიდებული არასასურველი რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. მედროლგინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, ამავდროულად აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება და ასეთ პაციენტებზე სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.

ინფორმაცია პაციენტებისათვის

კეტოროლაკის ტრომეტამინი არის ძლიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არასასურველი რეაქციები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან თირკმლის უკმარისობა; მათი განვითარების შედეგად შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი.

მედროლგინის დანიშვნისას ექიმმა უნდა აცნობოს პაციენტებს ან მომვლელებს კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ. მედროლგინით მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას; მათ არ უნდა გადასცენ წამალი ოჯახის სხვა წევრებს ან გადააგდონ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება.

ზრდასრულ პაციენტებში კეტოროლაკის ტრომეტამინით თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ი/ვ ან ი/მ და ტაბლეტების პერორალური მიღება) არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.

პაციენტებს, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დაწყებამდე, ასევე პერიოდულად თერაპიის მანძილზე, უნდა ეცნობოს შემდეგი (მათ ასევე უნდა წაიკითხონ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების ინსტრუქციაში, რომელიც გაიცემა რეცეპტთან ერთად):

- პაციენტები ყურადღებით უნდა იყვნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის თრომბოზული გართულებების განვითარებაზე მიმანიშნებელი სიმპტომების მიმართ, მათ შორის ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე ან მეტყველების დარღვევა და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს (იხ. ზემოთ).

- კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დისკომფორტი და იშვიათად მძიმე არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა წყლული და სისხლდენა, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია, შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გაოყენებისას  კუჭ-ნაწლავიდან მძიმე სისხლდენა და წყლული შეიძლება გამოვლინდეს წინმდევი სიმპტომების გარეშე, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე წყლულისა და სისხლდენის განვითარებაზე მიმანიშნებელი ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ. ნებისმიერი ინდიკატორული ნიშნის ან სიმპტომის გამოვლენისას, ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილის, დისპეფსიის, მელენისა და სისხლიანი პირღებინების ჩათვლით, პაციენტებმა უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ შემდგომი დაკვირვების აუცილებლობის შესახებ (იხ. ზემოთ).

- პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ მედროლგინის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართონ ექიმს კანზე რაიმე სახის გამონაყარის ან სხეულის ტემპერატურის მატების შემთხვევაში.

- პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ გულის შეგუბებითი უკმარისობის დამახასიათებელ სიმპტომებთან მიმართებაში, ქოშინის, წონის აუხსნელი მატების და შეშუპების ჩათვლით, და აცნობონ მკურნალ ექიმს ნებისმიერი ამ სიმპტომის შესახებ (იხ. ზემოთ).

- პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დაზიანებაზე (მაგ., გულისრევა, დაღლილობა, აპათია, ქავილი, სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში და გრიპის მსგავსი სიმპტომები). პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ მედროლგინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში (იხ. ზემოთ).

- პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ანაფილაქტოიდური რეაქციების ნიშნების შესახებ (მაგ., სუნთქვის გაძნელება, სახის ან ხორხის შეშუპება). მსგავსი სიმპტომების განვითარებისას, პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების ჩათვლით, გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში ორსულობის 30 ან მეტი კვირის ვადაზე, ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის რისკის გამო. ორსულ ქალებში ორსულობის 20-დან 30 კვირამდე ვადაზე მედროლგინის გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების გამოსავლენად, თუკი მკურნალობა გრძელდება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში (იხ. ზემოთ).

დამხმარე ნივთიერებები

მედროლგინი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებიც ხასიათდება გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

მედროლგინი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კეტოროლაკს გააჩნია ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (საშუალოდ 99,2%). ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ კეტოროლაკის ტრომეტამინი არ აინდუცირებს და არ თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ თავად პრეპარატის ან სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმში.

ვარფარინი, დიგოქსინი, სალიცილის მჟავა და ჰეპარინი

კეტოროლაკის ტრომეტამინი 5-10 მკგ/მლ კონცენტრაციით in vitro მხოლოდ უმნიშვნელოდ ამცირებს ვარფარინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხს (99,5%-დან 99,3%-მდე). კეტოროლაკის ტრომეტამინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ თერაპიულ კონცენტრაციებში (300 მკგ/მლ) სალიცილის მჟავა ამცირებს კეტოროლაკის ტრომეტამინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხს 99,2%-დან 97,5%-მდე; ასეთ სიტუაციაში, შეუკავშირებელი პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზაში შესაძლოა გაორმაგდეს. თერაპიულ კონცენტრაციებში დიგოქსინი, ვარფარინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, პიროქსიკამი, აცეტამინოფენი, ფენიტოინი და ტოლბუტამიდი არ ახდენდნენ გავლენას კეტოროლაკის ტრომეტამინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე.

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 12 ზრდასრული მოხალისე, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამინს და ვარფარინს (25 მგ ერთხელ), ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკის ან ფარმაკოდინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. სხვა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 11 ჯანმრთელი მოხალისე, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამინს ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად ჰეპარინთან ერთად (5000 ერთეული ორჯერ), სისხლდენის საშუალო დრო იყო 6,4 წუთი (დიაპაზონი 3,2-დან 11,4 წუთამდე), ამავდროულად ჰეპარინისთვის ამ დრომ შეადგინა 6 წუთი (3,4-დან 7,5 წუთამდე) და პლაცებოსთვის - 5,1 წუთი (3,5-დან 8,5 წუთამდე). მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების თანახმად არ არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კეტოროლაკის ტრომეტამინსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის, მედროლგინის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, უნდა განხორციელდეს უკიდურესი სიფრთხილით, აგრეთვე საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო დაკვირვება ასეთ პაციენტებზე (იხ. ზემოთ).

ვარფარინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტები კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების მხრივ ზოგადად სინერგიულია, ამიტომ პაციენტები, რომლებიც იღებენ მსგავს კომბინაციებს, არიან კუჭ-ნაწლავიდან მძიმე  სისხლდენის წარმოქმნის უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე ისინი, ვინც ცალკეულად იღებენ ვარფარინს ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ)

ასმ-სთან ერთდროული გამოყენებისას კეტოროლაკის ტრომეტამინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მცირდება, ხოლო თავისუფალი კეტოროლაკის ტრომეტამინის კლირენსი არ იცვლება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენება ასმ-სთან ერთად ზოგადად არ არის რეკომენდებული არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკის ზრდის გამო.

შარდმდენები

კლინიკურ კვლევებში, ისევე როგორც პოსტმარკეტინგულ პერიოდში, დადგინდა, რომ ზოგიერთ პაციენტში ფუროსემიდის და თიაზიდური შარდმდენების ნატრიურეზული ეფექტი შეიძლება შემცირდეს კეტოროლაკის ტრომეტამინთან ერთად გამოყენებისას, რაც დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან თირკმლებში. შარდმდენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგი თირკმლის უკმარისობის ნიშნების არსებობაზე, ასევე აუცილებელია შარდმდენებით თერაპიის ეფექტურობის შეფასება.

პრობენეციდი

პრობენეციდთან ერთდროული გამოყენებისას, კეტოროლაკის კლირენსი და განაწილების მოცულობა მცირდებოდა, ხოლო მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა (კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობები (AUC) იზრდებოდა დაახლოებით 3-ჯერ - 5,4-დან 17,8 მკგ/სთ/მლ-მდე), ასევე დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი - 6,6-დან 15,1 საათამდე. მედროლგინის გამოყენება პრობენეციდთან ერთად უკუნაჩვენებია.

ლითიუმის შემცველი პრეპარატები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან, ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდებოდა, ხოლო თირკმლის კლირენსი მცირდებოდა - ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდებოდა 15%-ით, თირკმლის კლირენსი მცირდებოდა დაახლოებით 20%-ით. ზემოაღნიშნული ცვლილებები განპირობებულია თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. ამიტომ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად, საჭიროა პაციენტების სათანადო მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკური ეფექტების ნიშნების გამო.

მეთოტრექსატი

დადგენილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კონკურენტულად აქვეითებენ მეთოტრექსატის დაგროვებას კურდღლების თირკმელებში, შესაბამისად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ეფექტი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მეთოტრექსატთან ერთად.

აგფ ინჰიბიტორები/არბ

მედროლგინის აგფ ინჰიბიტორებთან და/ან არბ-ებთან (ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლის დისფუნქციის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში დეჰიდრატაციით.

არსებობს ცნობები, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, აგფ ინჰიბიტორების და/ან არბ-ების ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ეს გარემოება გასათვალისწინებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან და/ან არბ-ებთან კომბინირებისას.

ანტიეპილეფსიური საშუალებები

კეტოროლაკის ტრომეტამინის ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან (ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა კრუნჩხვების გამოვლენის ერთეული შემთხვევები. 

ფსიქოტროპული საშუალებები

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამინს ფსიქოტროპულ საშუალებებთან (ფლუოქსეტინი, თიოტიქსენი, ალპრაზოლამი) ერთად, აღინიშნა ჰალუცინაციების შემთხვევები.

პენტოქსიფილინი

კეტოროლაკის ტრომეტამინისა და პენტოქსიფილინის კომბინირებული გამოყენებისას აღინიშნება სისხლდენებისადმი მიდრეკილების ზრდა.

არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები

პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არის შეტყობინებები კეტოროლაკის ტრომეტამინის (ი/ვ ან ი/მ შეყვანისას) და არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, რამაც გამოიწვია სუნთქვის გაჩერება. კეტოროლაკის ტრომეტამინისა და მიორელაქსანტების ერთობლივი გამოყენების კვლევები ოფიციალურად არ ჩატარებულა.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუმსი)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას სუმსი-ებთან ერთად იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი, ამიტომ სიფრთხილის დაცვაა საჭირო ასეთი კომბინაციების გამოყენებისას.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

რისკების პროფილი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების გამოყენება ორსულ ქალებში შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვასთან და ნაყოფში თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან, რაც იწვევს ოლიგოჰიდრამნიოს განვითარებას და ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის დარღვევას ახალშობილებში. ზემოაღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით, ორსულ ქალებში ორსულობის 20-დან 30 კვირამდე ვადაზე მედროლგინი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მინიმალური ვადით. მედროლგინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში გესტაციის დაახლოებით 30 კვირაზე და მეტი.

 

ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების გამოყენება ორსულ ქალებში გესტაციის 30 კვირაზე ან მეტი, ასოცირდება ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის რისკთან.

ოლიგოჰიდრამნიონი/თირკმელების ფუნქციის დარღვევა ნეონატალურ პერიოდში

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულ ქალებში გესტაციის დაახლოებით 20 კვირაზე და მეტი დაკავშირებულია ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან, რაც იწვევს ოლიგოჰიდრამნიონის განვითარებას და ზოგიერთ შემთხვევაში ახალშობილებში თირკმლის ფუნქციის დარღვევას.

ობსერვაციული კვლევების მონაცემები ემბრიონზე/ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედების სხვა პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ქალებში ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, ცალსახა არ არის.

ცხოველებზე მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოჩნდა, რომ პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენდომეტრიუმის სისხლძარღვთა გამავლობაში, ბლასტოცისტის იმპლანტაციასა და დეციდუალიზაციაში. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება, როგორიცაა კეტოროლაკის ტრომეტამინი, დაკავშირებული იყო შთამომავლობის სიკვდილობის ზრდასთან პრე- და პოსტიმპლანტაციურ პერიოდში. ასევე დადგინდა, რომ პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაყოფში თირკმელების განვითარების პროცესში. ცხოველებზე ჩატარებულ გამოქვეყნებულ კვლევებში არსებობს მტკიცებულება, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები აფერხებენ თირკმლის განვითარებას თერაპიული დოზებით გამოყენებისას.

მძიმე თანდაყოლილი განვითარების მანკებისა და სპონტანური აბორტის გამოთვლითი ფონური პოპულაციური რისკი უცნობია. ორსულობის პერიოდში, არსებობს თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტის ან სხვა არასასურველი შედეგების რისკი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგად პოპულაციაში, კლინიკურად დადასტურებული ორსულობის შემთხვევებში მძიმე თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტის გამოთვლითი ფონური რისკი არის 2-4% და 15-20%, შესაბამისად.

კლინიკური რეკომენდაციები

ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა

არ შეიძლება მედროლგინის გამოყენება ორსულ ქალებში გესტაციის 30 კვირაზე ან მეტი, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების გამოყენება, შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვასთან.

ოლიგოჰიდრამნიონი/თირკმელების ფუნქციის დარღვევა ნეონატალურ პერიოდში

აუცილებლობის შემთხვევაში, ორსულ ქალებში გესტაციის დაახლოებით 20 კვირაზე ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლესი ვადით. უნდა ჩატარდეს ამნიოტური სითხის ულტრაბგერითი გამოკვლევა, თუ მედროლგინით მკურნალობა გრძელდება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მედროლგინის მიღების შეწყვეტა და ორსულობის მართვა კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.

კლინიკური მონაცემები

ორსულ ქალებში კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენების ჯეროვნად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს მედროლგინი უნდა იქნას გამოყენებული ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

 

გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულ ქალებში გესტაციის დაახლოებით 30 კვირაზე ან მეტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვასთან.

ოლიგოჰიდრამნიონი/თირკმელების ფუნქციის დარღვევა ნეონატალურ პერიოდში

გამოქვეყნებული კვლევების მონაცემების თანახმად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულებში გესტაციის დაახლოებით 20 კვირაზე და მეტი დაკავშირებულია ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან, რაც იწვევს ოლიგოჰიდრამნიოს განვითარებას და ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის დარღვევას ახალშობილებში. ზემოთაღნიშნული ცვლილებები ვლინდება საშუალოდ თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში, თუმცა არის ცნობები, რომ იშვიათ შემთხვევებში ოლიგოჰიდრამნიონი შეიძლება განვითარდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგაც. ოლიგოჰიდრამნიონი ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. არსებობს ცნობები ორსულობის დროს ქალებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევების შესახებ ახალშობილებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარებით, ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ცვლილებები შეუქცევადი იყო. დაფიქსირდა თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევები ახალშობილებში, რომლებსაც დასჭირდათ ინვაზიური პროცედურები, როგორიცაა სისხლის გადასხმა ან დიალიზი.

პოსტმარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების მეთოდოლოგიური შეზღუდვები მოიცავს საკონტროლო ჯგუფის არარსებობას, შეზღუდულ ინფორმაციას პრეპარატის დოზის, მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების რეჟიმის და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენების შესახებ. ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ იძლევა საშუალებას ჯეროვნად შეფასდეს არასასურველი გამოსავლების რისკი ნაყოფისა და ახალშობილისთვის  ორსულ ქალებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. ვინაიდან გამოქვეყნებული მონაცემები ახალშობილებისთვის უსაფრთხოების შესახებ ძირითადად მიღებულია დღენაკლულთა პოპულაციაში, შეუძლებელია  ზოგიერთი რისკის ინტერპრეტაცია დროული ჩვილებისათვის, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

ორსულობა და მშობიარობა

მშობიარობის დროს მედროლგინის გამოყენება უკუნაჩვენებია პროსტაგლანდინების სინთეზზე მისი ინჰიბიტორული მოქმედების გამო, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეამციროს საშვილოსნოს კუმშვადობა, რითაც გაზრდის საშვილოსნოდან სისხლდენის რისკს.

ლაქტაცია

ერთი გამოქვეყნებული კვლევა შეიცავდა შეზღუდულ მონაცემებს იმის შესახებ, რომ 10 მეძუძურ ქალს დედის რძეში აღმოაჩნდა კეტოროლაკის დაბალი კონცენტრაცია მშობიარობიდან მე-2-6 დღეს, მათგან ოთხს აღენიშნა გამოვლენის ზღურბლზე დაბალი კონცენტრაცია (5 ნგ/მლ-ზე ნაკლები). ერთჯერადი 10 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, კეტოროლაკის მაქსიმალური კონცენტრაცია დედის რძეში იყო 7,3 ნგ/მლ, ხოლო პრეპარატის კონცენტრაციების მაქსიმალური თანაფარდობა დედის რძესა და სისხლის პლაზმაში შეადგენდა 0,037-ს. დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების შემდეგ (10 მგ ყოველ 6 საათში), კეტოროლაკის მაქსიმალური კონცენტრაცია დედის რძეში იყო 7,9 ნგ/მლ, ხოლო მისი კონცენტრაციების მაქსიმალური თანაფარდობა დედის რძესა და სისხლის პლაზმაში იყო 0,025. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი ყოველდღიურად მოიხმარს დედის რძეს 400-1000 მლ-ის ოდენობით, ხოლო დედის წონა არის 60 კგ, პრეპარატის გამოთვლილმა მაქსიმალურმა დოზამ შეადგინა 0,00263 მგ/კგ/დღე-ღამეში (დედის მიერ მიღებული დოზის 0,4%, კორექტირებული სხეულის მასის მიხედვით).

მედროლგინი სიფრთხილით გამოიყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში. არსებული მონაცემებით, ძუძუთა ბავშვებში სპეციფიკური არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა; თუმცა, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ, რომელიც ბავშვს გამოუვლინდა.

კეტოროლაკის ტრომეტამინს, ისევე როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერ სხვა ინჰიბიტორს, შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ფერტილობაზე, ამიტომ მედროლგინი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებიც ვერ ორსულდებიან, განიხილება პრეპარატის შეწყვეტა.

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან  მუშაობის უნარზე.

 

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე იზრდება კეტოროლაკის ტრომეტამინის დოზის მატებასთან ერთად. მედროლგინის დანიშვნისას ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს პაციენტებში ისეთი მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარებას, როგორიცაა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია, პოსტოპერაციული სისხლდენა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები და ღვიძლის უკმარისობა. ზოგიერთ პაციენტში, კეტოროლაკის ტრომეტამინის გამოყენებისას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, განსაკუთრებით თუ სამკურნალო საშუალება არასათანადოდ იქნა გამოყენებული.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით.

კლინიკურ კვლევებში მიღებული მონაცემები

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა კეტოროლაკის ტრომეტამინის ან სხვა აასს-ების  გამოყენებისას (გამოვლინდა პაციენტების დაახლოებით 1-10%-ში; *გამოვლინდა პაციენტთა >10%-ში).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი*, მეტეორიზმი,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული სისხლდენა/პერფორაცია, სტომატიტი, ყაბზობა/ფაღარათი, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა, ღებინება, დისპეფსია*, კუჭ-ნაწლავის წყლული (კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის), გულისრევა*.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, პურპურა.

ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავის ტკივილი*, თავბრუ.

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: ხმაური ყურებში.

თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა.

ზოგადი დარღვევები და მოვლენები ინექციის ადგილზე: ტკივილი ინექციის ადგილზე.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგები: სისხლდენის დროის ზრდა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ზოგჯერ აღინიშნებოდა კეტოროლაკის ტრომეტამინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (აღინიშნება პაციენტთა <1%-ში).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულძმარვა, ეზოფაგიტი, გასტრიტი, გლოსიტი, სისხლიანი პირღებინება, მელენა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ინფექციები, სეფსისი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

ნივთიერებათა ცვლისა და და კვების მხრივ: ანორექსია, მადის მომატება.

ფსიქიკის დარღვევები: ღამის კოშმარები, აზროვნების დარღვევა, შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია, ეიფორია, ჰალუცინაციები, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, უძილობა, ნევროზულობა, ძილიანობა, სტუპორი.

ნერვული სისტემის მხრივ: ექსტრაპირამიდული დარღვევები, ჰიპერკინეზები, პარესთეზია, ტრემორი, გემოს დარღვევა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დაქვეითება, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.

დარღვევები სმენის ორგანოს და აბირინთის მხრივ:  ნთავბრუსხვევა, სმენის დაკარგვა.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ცისტიტი, დიზურია, ჰემატურია, გახშირებული შარდვა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ოლიგურია/პოლიურია, პროტეინურია, თირკმლის უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება.

გულის მხრივ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ფრიალი, ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: კანის სიფერმკრთალე, გონების დაკარგვა.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: უნაყოფობა ქალებში.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ბრონქული ასთმა, ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, რინიტი, სისხლდენა ცხვირიდან.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ჰეპატიტი, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ექკიმოზი, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ცხელება, გამოხატული წყურვილი, ასთენია, სისუსტე, სხეულის წონის ცვლილება.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები

არასასურველი რეაქციები, რომლებიც იშვიათად აღინიშნებოდა კეტოროლაკის ტრომეტამინის ან სხვა აასს-ების გამოყენებისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: წყლულოვანი სტომატიტი, მწვავე პანკრეატიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ასეპტიური მენინგიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია, პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით, ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის ფატალური, ხორხის შეშუპება, ენის შეშუპება.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია.

ფსიქიკური დარღვევები: კომა, ფსიქოზი.

ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები.

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ზურგის ტკივილი ჰემატურიით ან მის გარეშე და/ან აზოტემიით.

გულის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, მიოკარდიუმის ინფარქტი.

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ალები, ვასკულიტი, პოსტოპერაციული სისხლდენა ჭრილობიდან (იშვიათად საჭირო იყო სისხლის გადასხმა).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ბრონქოსპაზმი, სუნთქვის დათრგუნვა, პნევმონია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის უკმარისობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: მიალგია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდგომ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების თაობაზე. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები და ნიშნები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ მოიცავს აპათიას, ძილიანობას, გულისრევას, ღებინებას და ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში; ისინი როგორც წესი შექცევადია დამხმარე მკურნალობის ჩატარებისას. შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიულ დოზებში მიღებისას აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები; ისინი ასევე შეიძლება გამოვლინდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირებისას.

მკურნალობა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებიდან 4 საათის განმავლობაში, გამოვლინდა ჭარბი დოზირების სიმპტომები ან მიღებულ იყო დიდი დოზა (ჩვეულ დოზაზე 5-10-ჯერ უფრო მაღალი), შეიძლება გამოწვეულ იქნეს ღებინება, მიღებულ იქნეს აქტივირებული ნახშირი (60-დან 100 გ-მდე მოზრდილებში და 1-დან 2 გ/კგ-მდე ბავშვები) და/ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებები. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკალიზაცია, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება იყოს არაეფექტური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხის გამო.

კეტოროლაკის ტრომეტამინის ერთჯერადი დოზის გადაჭარბებისას აღინიშნებოდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ჰიპერვენტილაცია, განვითარდა პეპტიური წყლული და/ან ეროზიული გასტრიტი და თირკმლის დისფუნქცია, რომელიც გაქრა პრეპარატის  მიღების შეწყვეტის შემდეგ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები. ათქ კოდი: M01AB15.

კეტოროლაკის ტრომეტამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც ცხოველების მოდელებზე დადგინდა. კეტოროლაკის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ბოლომდე შესწავლილი არ არის, ის შეიძლება ასოცირებული იყოს პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებასთან.

კეტოროლაკი  ტრომეტამინი არის [-]S- და [+]R-ენანტიომერების რაცემიული ნარევი, ხოლო მისი ბიოლოგიური აქტივობა დაკავშირებულია [-]S-ფორმასთან. პრეპარატს არ გააჩნია სედაციური და ანქსიოლიზური ეფექტი.

მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აღინიშნება კეტოროლაკის ტრომეტამინის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ და მნიშვნელოვნად არ იცვლება რეკომენდებული დოზის დიაპაზონში. ანალგეზიის ხანგრძლივობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება პრეპარატის მაღალ და დაბალ დოზებს შორის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კეტოროლაკი  ტრომეტამინი არის [-]S- და [+]R-ენანტიომერული ფორმების რაცემიული ნარევი; S- ფორმას ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია.

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარებითი მახასიათებლები ინტრავენური, ინტრამუსკულარული და პერორალური მიღებისას

კეტოროლაკის ტრომეტამინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ი.ვ. და ი.მ. შეყვანის, ასევე ტაბლეტების სახით პერორალური მიღების შემდეგ წარმოდგენილია ცხრილში 1. მოზრდილებში, კეტოროლაკის ტრომეტამინის პერორალური მიღებისა და ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ ბიოშეღწევადობის ხარისხი ისეთივეა, რაც ბოლუსური ი.ვ  შეყვანისას.

წრფივი კინეტიკა

მოზრდილებში, კეტოროლაკის ტრომეტამინის ერთჯერადი პერორალური, ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ რეკომენდებული დოზების დიაპაზონში, რაცემატის კლირენსი არ იცვლება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კეტოროლაკის ტრომეტამინის ფარმაკოკინეტიკა მოზრდილებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი ინტრამუსკულური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ისევე როგორც რეკომენდებული დოზებით პერორალური მიღების შემდეგ, წრფივია. უფრო მაღალი რეკომენდებული დოზების გამოყენებისას სისხლის პლაზმაში აღინიშნება როგორც თავისუფალი, ასევე ცილებთან შეკავშირებული რაცემატის კონცენტრაციების  პროპორციული მატება

შეწოვა

კეტოროლაკის ტრომეტამინის შეწოვის ხარისხი პერორალურად მიღებისას არის 100% (იხ. ცხრილი 1). პერორალური მიღებისას, ცხიმოვანი საკვების მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მცირდებოდა და Cmax-ის მიღწევის დრო იზრდებოდა დაახლოებით 1 საათით. ანტაციდების მიღებისას შეწოვის ხარისხი არ შეცვლილა.

განაწილება

კეტოროლაკის ტრომეტამინის განაწილების აშკარა მოცულობა ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო დაახლოებით 13 ლიტრი. კეტოროლაკის ტრომეტამინის რაცემიულ ნარევს გააჩნია მაღალი ხარისხის შეკავშირება პლაზმის ცილებთან (99%). მიუხედავად ამისა, პრეპარატი იკავებს ალბუმინის შეკავშირების ცენტრების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5%-ს, სისხლის პლაზმაში 10 მკგ/მლ კონცენტრაციის მიღწევისას, ამიტომ თითოეული ენაანთიომერის შეუკავშირებელი პლაზმური ფრაქციის მაჩვენებლები არ შეიცვლება თერაპიული დოზის მთელ დიაპაზონში. ამ შემთხვევაში სისხლის შრატში ალბუმინის დონის დაქვეითებას თან ახლავს სისხლის პლაზმაში თავისუფალი პრეპარატის კონცენტრაციის მატება.

კეტოროლაკის ტრომეტამინი გამოიყოფა დედის რძეში.

მეტაბოლიზმი

კეტოროლაკის ტრომეტამინი მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები წარმოადგენენ საწყისი პრეპარატის ჰიდროქსილირებულ და კონიუგირებულ ფორმებს. პრეპარატის გარკვეული რაოდენობა უცვლელი სახით, ისევე როგორც მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები, გამოიყოფა შარდთან ერთად.

 

ცხრილი 1. კეტოროლაკის ტრომეტამინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მაჩვენებლები (საშუალო მაჩვენებელი ± სტანდარტული გადახრა) პრეპარატის პერორალური, ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანის შემდეგ

 

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

(ერთეული)

პერორალური მიღება*

ი/მ შეყვანა**

ბოლუსური ი/ვ შეყვანა ***

10 მგ

15 მგ

30 მგ

60 მგ

15 მგ

30 მგ

ბიოშეღწევადობა

100%

Tmax& (წთ)

44 ± 34

33 ± 21^

44 ± 29

33 ± 21^

1,1 ± 0,7^

2,9 ± 1,8

Cmax# (მკგ/მლ)

(ერთჯერადი შეყვანა)

0,87 ± 0,22

1,14 ± 0,32^

2,42 ± 0,68

4,55 ± 1,27^

2,47 ± 0,51^

4,65 ± 0,96

Cmax (მკგ/მლ) (წონასწორული მდგომარეობა, მიღება 4-ჯერ დღეში)

1,05 ± 0,26^

1,56 ± 0,44^

3,11 ± 0,87^

НП

3,09 ± 1,17^

6,85 ± 2,61

Cmin## (მკგ/მლ) (წონასწორული მდგომარეობა, მიღება 4-ჯერ დღეში)

0,29 ± 0,07^

0,47 ± 0,13^

0,93 ± 0,26^

НП

0,61 ± 0,21^

1,04 ± 0,35

Cavg### (მკგ/მლ) (წონასწორული მდგომარეობა, მიღება 4-ჯერ დღეში)

0,59 ± 0,20^

0,94 ± 0,29^

1,88 ± 0,59^

НП

1,09 ± 0,30^

2,17 ± 0,59

Vd@ (ლ/კგ)

0,175 ± 0,039

0,210 ± 0,044

მეტაბოლიზდება სამკურნალო პრეპარატის შეყვანილი დოზის ≤50%.

შარდთან ერთად გამოიყოფა სამკურნალო პრეპარატის შეყვანილი დოზის 91%.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტით გამოიყოფა  პრეპარატის შეყვანილი დოზის 6%.

პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი არის 99%.

* მონაცემები მიღებულია ფარმაკოკინეტიკური კვლევებიდან 77 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს პერორალურად უზმოდ.

** მონაცემები მიღებულია ფარმაკოკინეტიკური კვლევებიდან, რომელშიც მონაწილეობდა 54 ჯანმრთელი მოხალისე, სადაც სამკურნალო პრეპარატი შეყავდათ ი/მ.

*** მონაცემები მიღებულია ფარმაკოკინეტიკური კვლევებიდან, რომელშიც მონაწილეობდა 24 ჯანმრთელი მოხალისე, რომლებსაც პრეპარატი ინტრავენურად შეუყვანეს.

& დრო სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად.

# მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია.

## მინიმალური პლაზმური კონცენტრაცია.

### საშუალო პლაზმური კონცენტრაცია.

@ განაწილების მოცულობა.

NP - არ გამოიყენება, რადგან 60 მგ დოზა რეკომენდებულია მხოლოდ ერთჯერადი მიღებისთვის.

^ საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება სისხლის პლაზმაში სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო სტანდარტული გადახრა გამოითვლება ცვალებადობის კოეფიციენტიდან, გამოხატული პროცენტულად, Cmax და Tmax მნიშვნელობებისთვის.

 

გამოყოფა

კეტოროლაკი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით  - დაახლოებით 92%: დაახლოებით 40% მეტაბოლიტების სახით და 60% უცვლელი სახით. პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. კეტოროლაკის ტრომეტამინის ერთჯერადი გამოყენებისას 10 მგ დოზით, [-]S-ენანთიომერი გამოიყოფა ორგანიზმიდან დაახლოებით 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე [+]R-ენანთიომერი, ხოლო კლირენსი არ იყო დამოკიდებული ორგანიზმში პრეპარატის მიღების მეთოდზე (კვლევაში მონაწილეობდა 9 სუბიექტი). ეს გარემოება მიუთითებს, რომ სისხლის პლაზმაში [-]S- და [+]R-ენანტიომერების კონცენტრაციების თანაფარდობა დროთა განმავლობაში მცირდება ყოველი შეყვანის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმში არ ხდება [+]R-ფორმის ინვერსია [-]S-ფორმად, ან მისი ხარისხი უმნიშვნელოა. მონაცემები რაცემატის კლირენსის შესახებ ნორმალურ სუბიექტებში, ხანდაზმულებში, ასევე პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით წარმოდგენილია ცხრილში 2 (იხ. ქვემოთ).

კეტოროლაკის ტრომეტამინის [-]S-ენანტიომერის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 2,5 საათი (სტანდარტული გადახრა ± 0,4), ხოლო [+]R-ენანტიომერისთვის - 5 საათი (სტანდარტული გადახრა ± 1,7). სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცემატის ნახევარგამოყოფის პერიოდი  5-დან 6 საათამდეა.

დაგროვება

კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ბოლუსური შეყვანისას ყოველ 6 საათში 5 დღის განმავლობაში ჯანმრთელ მოხალისეებში, მნიშვნელოვანი განსხვავებები Cmax-ს შორის პირველ და მე-5 დღეს არ გამოვლენილა. ამავდროულად, სისხლის პლაზმაში პრეპარატის მინიმალური კონცენტრაციების საშუალო მნიშვნელობები პირველ და მე-6 დღეს იყო 0,29 მკგ/მლ (სტანდარტული გადახრა ± 0,13) და 0,55 მკგ/მლ (სტანდარტული გადახრა ± 0,23) შესაბამისად. წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა მეოთხე დოზის შემდეგ.

კეტოროლაკის ტრომეტამინის დაგროვების კვლევები პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში (ხანდაზმული პაციენტები, ბავშვები, პაციენტები თირკმლის უკმარისობით ან ღვიძლის დაავადებებით) არ ჩატარებულა.

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში

ხანდაზმული პაციენტები

კეტოროლაკის ტრომეტამინის ერთჯერადი გამოყენებისას მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოჩნდა, რომ რაცემატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში (65-78 წელი) გაიზარდა 5-დან 7 საათამდე, ახალგაზრდა მოხალისეებისგან განსხვავებით (24-35 წელი) (იხ. ცხრილი 2). ამ ჯგუფებში Cmax მონაცემებს შორის  უმნიშვნელო სხვაობა იყო (ჯანმრთელი ხანდაზმული მოხალისეები - 2,52 ± 0,77 მკგ/მლ, ჯანმრთელი ახალგაზრდა მოხალისეები - 2,99 ± 1,03 მკგ/მლ).

ბავშვები

მონაცემები კეტოროლაკის ტრომეტამინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ ბავშვებში შეზღუდულია. პრეპარატის ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსის შეყვანის შემდეგ 0,5 მგ/კგ დოზით 4-დან 8 წლამდე ასაკის 10 ბავშვში, ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 5,8 ± 1,6 საათი, საშუალო კლირენსი იყო 0,042 ± 0,01 ლ/სთ/კგ. განაწილების მოცულობა ტერმინალურ ფაზაში 0,34 ± 0,12 ლ/კგ, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში - 0,26 ± 0,08 ლ/კგ. ბავშვებში კეტოროლაკის განაწილებისა და კლირენსის მნიშვნელობები უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილებში (იხ. ცხრილი 1). არ არსებობს მონაცემები კეტოროლაკის ტრომეტამინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ ბავშვებში ინტრამუსკულარული შეყვანისას.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კეტოროლაკის ტრომეტამინის ერთჯერადი გამოყენებისას მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მერყეობს საშუალოდ 6-დან 19 საათამდე და დამოკიდებულია დარღვევების სიმძიმეზე. ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, არსებობს მხოლოდ მცირე კორელაცია კრეატინინის კლირენსსა და კეტოროლაკის ტრომეტამინის მთლიან კლირენსს შორის (r = 0,5).

 

ცხრილი 2. ასაკის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის გავლენა კეტოროლაკის ტრომეტამინის კლირენსზე და ნახევარგამოყოფის პერიოდზე მისი ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციისას 30 მგ დოზით ან ერთჯერადი პერორალური მიღებისას 10 მგ დოზით.

სუბიექტების ჯგუფი

საერთო კლირენსის საშუალო მაჩვენებელი (დიაპაზონი), ლ/სთ/კგ

ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (დიაპაზონი), საათი

ი/მ შეყვანა

პერორალური მიღება

ი/მ შეყვანა

პერორალური მიღება

ჯანმრთელი სუბიექტები

(ი/მ შეყვანა - n = 54, საშუალო ასაკი 32 წელი, დიაპაზონი 18-60 წელი; პერორალური მიღეება - n = 77, საშუალო ასაკი 32 წელი, დიაპაზონი 20-60 წელი)

0,023

(0,010-0,046)

0,025

(0,013-0,050)

5,3

(3,5-9,2)

5,3

(2,4-9,0)

ჯანმრთელი ხანდაზმული მოხალისეები

(საშუალო ასაკი 72 წელი, დიაპაზონი 65-78 წელი; ინტრამუსკულური მიღება, n = 13; პერორალური მიღება, n = 12)

0,019

(0,013-0,034)

0,024

(0,018-0,034)

7,0

(4,7-8,6)

6,1

(4,3-7,6)

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (n = 7)

(საშუალო ასაკი 51 წელი, დიაპაზონი 43-64 წელი; ინტრამუსკულარული და პერორალური მიღება -

n = 7)

0,029

(0,013-0,066)

0,033

(0,019-0,051)

5,4

(2,2-6,9)

4,5

(1,6-7,6)

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

(შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 1.9-5.0 მგ/დლ)

(ი/მ შეყვანა - n = 25, საშუალო ასაკი 54 წელი, დიაპაზონი 35-71 წელი; პერორალური მიღება - n = 9, საშუალო ასაკი 57 წელი, დიაპაზონი 39-70 წელი)

0,015

(0,005-0,043)

0,016

(0,007-0,052)

10,3

(5,9-19,2)

10,8

(3,4-18,9)

დიალიზზე მყოფი პაციენტები

(საშუალო ასაკი 40 წელი, დიაპაზონი 27-63 წელი; ინტრამუსკულარული და პერორალური მიღება -

n = 9)

0,016

(0,003-0,036)

-

13,6

(8,0-39,1)

-

 

თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში, AUC∞ მაჩვენებლები თითოეული ენანთიომერისთვის გაიზარდა დაახლოებით 100%-ით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამასთან, [-]S-ენანთიომერის განაწილების მოცულობა გაიზარდა 2-ჯერ, ხოლო [+]R-ენანთიომერის - 1/5-ით. კეტოროლაკის ტრომეტამინის განაწილების მოცულობის ზრდა მიუთითებს პრეპარატის იმ ფრაქციის მნიშვნელობების მატებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული პლაზმის ცილებთან.

კეტოროლაკის ტრომეტამინის ენანტიომერების AUC∞ მაჩვენებლების თანაფარდობა ჯანმრთელ მოხალისეებში თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მსგავსი იყო, რაც მიუთითებს ასეთ პაციენტებში რომელიმე ენანტიომერის ექსკრეციის სელექციურობის არარსებობაზე.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ღვიძლის დაავადების მქონე 7 პაციენტში, ნახევარგამოყოფის პერიოდის, AUC∞ და Cmax მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში არსებულ მაჩვენებლებისაგან (იხ. ცხრილი 2).

რასობრივი კუთვნილება

რასობრივ კუთვნილებასთან დაკავშრებული განსხვავება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაში არ იქნა გამოვლენილი.

ინტრავენური შეყვანა

ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში (n=37), კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური შეყვანისას დოზით 30 მგ, საერთო კლირენსი შეადგენდა 0,03 ლ/სთ/კგ (0,017-0,051), ხოლო ელიმინაციის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 5,6 საათი ( 4,0 -7,9) (იხ. ზემოთ).

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

განსაკუთრებული მითითებები შენახვის თაობაზე

ინახება ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1, 2 ან 10 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისდა სხვა სამუშაოებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

 

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

 

წარმოებულია

„ვორლ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

 (15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად № 50 გუნეშლი ბაღჩილარი / სტამბოლი)

"World Medicine İlaҫSan. ve Tİc. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).