ბეპანთენი 100გ კრემი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბეპანთენი 100გ კრემი
სავაჭრო დასახელება
ბეპანთენი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსპანთენოლი.
სამკურნალწამლო ფორმა
კრემი გარეგანი მოხმარებისთვის.
აღწერილობა
ჰომოგენული, გაუმჭირვალე, თეთრი ან თეთრი-მოყვითალო ელფერის კრემი, სუსტი სუნით.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
ჭრილობებისა და წყლულის სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
შემადგენლობა
1 გ კრემი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი K, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ლანოლინი (E913), იზოპროპილმირისტატი, პროპილენგლიკოლი(E1520), გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიურითვისებები
დექსპანთენოლი წარმოადგენს პანთოტენის სპირტის ანალოგს და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელსაც იგივე ეფექტი აქვს, როგორიც ვიტამინ B5-ს.
პანთოტენის მჟავა და მისი მარილები წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, რომელიც შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადგენლობაში და დიდ როლს თამაშობს მრავალრიცხოვან მეტაბოლური ცვლის პროცესებში.
ამგვარად, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მაღალი მოთხოვნა პანტთოტენის მჟავით, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსის ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და განავლით უცვლელი სახით.
გამოყენებისჩვენებები
გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა: ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები (მზის და საყოფაცხოვრებო), კანის ქერქოვანი ნაწილების დამუშავება (მაგალითად: ხელის მტევნის, იდაყვის, მუხლების და ა. შ.)
გამომშრალი, გაწითლებული კანის პროფილაქტიკური დამუშავება.
მიკროდაზიანებისას სწრაფი შეხორცებისა და კანის ეპითელიზაციის მიზნით (ნახეთქები, ნაკაწრები), კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის ან უი-დასხივებისას.
კანის დამუშავება კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
მიღებისწესიდადოზირება
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად დღეში რამოდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე და მის დინებაზე.
გვერდითიმოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. შეუძლებელია განისაზღვროს მათი გამოვლინების ზუსტი სიხშირე.
იმუნური სისტემის, კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის – კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ჭარბიდოზირება
დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიკურად.
უსაფრთხოებისზომები
ლანოლინმა, სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (მაგალითად - კონტაქტური დერმატიტი).
საჭიროა კრემის თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.
ორსულობადალაქტაცია
არ არსებობს კრემის გამოყენების შეზღუდვა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შენახვისპირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა
30 გ ან 100 გ ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემისპირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.










