ეტეფაცინი 40მგ #1ფლ

ეტეფაცინი 40მგ #1ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესომეპრაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 84890
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ეტეფაცინი 40 მგ

ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის

ესომეპრაზოლი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს შეიძლება იყოს ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. იხ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

  1. რა არის ეტეფაცინი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ეტეფაცინის მიღებამდე
  3. ეტეფაცინის მიღების წესი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. ეტეფაცინის შენახვის პირობები  
  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  1. 1. რა არის ეტეფაცინი და რისთვის გამოიყენება

ეტეფაცინი შეიცავს  ესომეპრაზოლს, რომელიც მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ისინი ამცირებენ კუჭის   მჟავას სეკრეციას.

ეტეფაცინი გამოიყენება კონკრეტული მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როდესაც შეუძლებელია მკურნალობა პერორალური გზით.

გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მჟავა კუჭიდან გადადის საყლაპავში (ყელის კუჭთან შემაერთებელი მილი), რაც იწვევს ტკივილს, ანთებასა და გულძმარვას.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული კუჭის წყლული. ეტეფაცინი ასევე გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას კუჭის წყლულის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით.
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეთ ეტეფაცინის მიღებამდე

ეტეფაცინის გამოყენება არ შეიძლება თუ:

  • ხართ ალერგიული ესომეპრაზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
  • ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ (მაგ. პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).
  • თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა, ეტეფაცინის გამოყენება არ შეიძლება. თუ დარწმუნებული არ ხართ, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ეტეფაცინის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს:

  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები
  • თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.

ეტეფაცინმა შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადებების სიმპტომები. ამიტომ, თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი მოვლენა ეტეფაცინის მიღების წინ ან შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • წონაში კლება მიზეზის გარეშე და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • კუჭის ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა.
  • საკვების ან სისხლის ღებინება.
  • შავი ფერის განავალი (სისხლის ლაქებით).

ეტეფაცინის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკის ოდნავ გაზრდა. უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ოსტეოპოროზის რისკი).

სხვა პრეპარატები და ეტეფაცინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები, ვინაიდან ეტეფაცინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე და ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ეტეფაცინზე.

ეტეფაცინის გამოყენება არ შეიძლება, თუ იღებთ ნელფინავირის (გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ) შემცველ პრეპარატებს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

  • ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
  • კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შენადედების პრევენციისთვის).
  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი  ინფექციების სამკურნალოდ).
  • ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლოპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • დიაზეპამი (გამოიყენება აგზნების სამკურნალოდ, კუნთების მოდუნებისთვის ან ეპილეფსიის დროს).
  • ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს). თუ იღებთ ფენიტოინს, ექიმი გააკონტროლებს ეტეფაცინის დაწყების ან შეწყვეტის დროს.
  • სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი. ექიმი გააკონტროლებს ეტეფაცინის დაწყების ან შეწყვეტის დროს.
  • ცილოსტაზოლი (გამოიყენება სიარულის დროს ფეხების არეში პერიოდული ტკივილის სამკურნალოდ, რაც გამოწვეული არასაკმარისი სისხლის მიწოდებით).
  • ცისაპრიდი ( გამოიყენება დისპეპსიის და გულძმარვის სამკურნალოდ).
  • დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ).
  • მეტოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი დოზებით სიმსივნის სამკურნალოდ) - თუ იღებთ მეტოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს ეტეფაცინით მკურნალობა.
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს).
  • რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
  • კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი გადაწყვეტს ამ პერიოდში ეტეფაცინის გამოყენებას.

ცნობილი არ არის გადადის თუ არა ეტეფაცინი დედის რძეში. შესაბამისად, ძუძუთი კვების დროს ეტეფაცინი არ გამოიყენება.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ეტეფაცინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

  1. 3. ეტეფაცინის მიღების წესი

ეტეფაცინის გამოყენება შეიძლება 1-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში და მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში.

მოზრდილები

  • ეტეფაცინის შეყვანა ხდება ექიმის მიერ, რომელიც გადაწყვეტს თქვენთვის საჭირო დოზას.
  • რეკომენდებული დოზა არის 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ.
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, მაქსიმალური დოზა არის 20 მგ დღეში.
  • ეს პრეპარატი შეიყვანება ინექციის ან ინფუზიის სახით ვენაში. შეყვანა გრძელდება 30 წუთი.
  • რეკომენდებული დოზა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით გამოწვეული განმეორებითი სისხლდენის პრევენციისათვის არის 80 მგ, რომელიც შეიყვანება ვენაში ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ტარდება უწყვეტი ინფუზია 8 მგ დოზით საათში 3 დღის განმავლობაში. თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, შეიძლება საკმარისი იყოს 4 მგ დოზის ინფუზია საათში 3 დღის განმავლობაში.

1-18 წლის ბავშვები

  • ეტეფაცინის შეყვანა ხდება ექიმის მიერ, რომელიც გადაწყვეტს თქვენთვის საჭირო დოზას.
  • 1-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ ან 20 მგ დღეში ერთხელ.
  • 12-18  წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზა არის 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ.
  • პრეპარატი შეიყვანება ინექციის ან ინფუზიის სახით ვენაში 30 წუთის განმავლობაში.

ეტეფაცინის ჭარბი დოზით გამოყენება

თუ ფიქრობთ, რომ ეტეფაცინის ძალიან დიდი რაოდენობით შეყვანა მოხდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

  1. 4. შესაძლო გვერდითიეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ეტეფაცინმაც შეიძლება გამოიწვიო გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტს, შეწყვიტეთ ეტეფაცინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს:

  • ხმაურიანი სუნთქვის უეცრად განვითარება, ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).
  • კანის გაწითლება ბუშტუკებით ან აქერცვლით. შეიძლება ასევე აღინიშნოს ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
  • კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომები.

ეს ეფექტები ვითარდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1,000/1 ადამიანში).

სხვა გვერდითი ეფექტებია

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ≤1/10 ადამიანში)

  • თავის ტკივილი.
  • ეფექტები კუჭზე ან ნაწლავებზე: დიარეა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, მუცლის შებერილობა.
  • გულისრევა ან ღებინება.
  • რეაქცია ინექციის ადგილას.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს ≤1/100 ადამიანში).

  • ტერფებისა და კოჭების შეშუპება.
  • ძილის დარღვევა (უძილობა).
  • თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა.
  • ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო).
  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა.
  • პირის სიმშრალე.
  • ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებელ სისხლის ანალიზებში
  • კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და კანის ქავილი
  • ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ ეტეფაცინი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

იშვიათი(შეიძლება აღინიშნოს ≤1/1,000 ადამიანში).

  • ცვლილებები სისხლის ანალიზში, როგორიცაა თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩალურჯებები ან ინფექციების განვითარება.
  • სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ღებინება და სპაზმები.
  • აგზნება, გონების არევა ან დეპრესიულობა.
  • გემოს ცვლილებები.
  • ხმაურიანი სუნთქვის ან ქოშინის უეცარი განვითარება (ბრონქოსპაზმი).
  • ანთება პირის ღრუში.
  • ნაწლავური ინფექცია, გამოწვეული სოკოებით.
  • ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა.
  • თმის ცვენა (ალოპეცია).
  • კანზე გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
  • სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია).
  • ზოგადად შეუძლოდ ყოფნა და ენერგიის ნაკლებობა.
  • ჭარბი ოფლიანობა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ≤1/10,000 ადამიანში)

  • ცვლილებები სისხლის ანალიზში, მათ შორის აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა).
  • აგრესია.
  • ჰალუცინაციები, როდესაც ადამიანი ხედავს, გრძნობს ან ესმის ისეთი რამ, რაც არ არსებობს.
  • ღვიძლის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და ტვინის ანთებას.
  • კანზე გამონაყარის ან ბუშტუკების ან აქერცვლის უეცარი განვითარება, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან და სახსრების ტკივილთან (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
  • კუნთების სისუსტე.
  • თირკმლის მძიმე პრობლემები.
  • მამაკაცებში მკერდის გაზრდა.

უცნობი სიხშირის (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

  • თუ ეტეფაცინს იღებთ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია სისხლში დაეცეს მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ან აჩქარებული გულისცემა. თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მაგნიუმის დონის კონტროლის მიზნით რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება.
  • ნაწლავების ანთება (რაც იწვევს დიარეას).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეტეფაცინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრ უჯრედებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმუნური დეფიციტი. თუ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომით, როგორიცაა ცხელება ძლიერ დაქვეითებული ზოგადი მდგომარეობით ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კისრის, ყელის ან პირის მიდამოში ტკივილი ან შარდვის გაძნელება, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რათა სისხლის ანალიზით გამოირიცხოს სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი). ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის შესახებ.

ნუ შეშფოთდებით შესაძლო გვერდითი ეფექტების მოცემული ჩამონათვალის გამო. შესაძლოა არც ერთი მათგანი არ განვითარდეს.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ ასევე გააგზავნოთ ეროვნული ინფორმირების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  1. 5. ეტეფაცინის შენახვის პირობები
  • ექიმი და საავადმყოფოს ექთანი პასუხისმგებელნი არიან ეტეფაცინის სათანადო შენახვაზე, გამოყენებასა და უტილიზაციაზე.
  • ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
  • პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
  • ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
  • ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
  1. 6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ეტეფაცინი

აქტიური სუბსტანცია არის ესომეპრაზოლ ნატრიუმი. ყოველი ფლაკონი შეიცავს 42,6 მგ ესომეპრაზოლ ნატრიუმს, რაც 40 მგ ესომეპრაზოლის ექვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტებია დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ეტეფაცინის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ეტეფაცინი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი. ფხვნილი გამოიყენება ხსნარის მოსამზადებლად.

შეფუთვის ზომები: 1 ფლაკონი, 10 ფლაკონი.

ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ELPEN Pharmaceutical Co.Inc., 95 მარათონოსის გამზ., 19009 პიკერმი, ატიკა, საბერძნეთი.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

ეტეფაცინი შეიცავს 40 მგ ესომეპრაზოლს, ნატრიუმის მარილის სახით. ყოველი ფლაკონი შეიცავს დინატრიუმის ედეტატს და ნატრიუმის ჰიდროქსიდს (

ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. თუ ერთი დოზისათვის საჭირო არ არის გახსნის შემდეგ ფლაკონის შემცველობის მთლიანად გამოყენება, ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

დოზის რეკომენდაციებისა და შენახვის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტებში 3 და 5.

ხსნარის მომზადება და შეყვანა

ხსნარის მოსამზადებლად ეტეფაცინის ფლაკონს მოხსენით პლასტმასის ფერადი თავსახური და გახვრიტეთ დამჭერი რგოლის ცენტრში, ნემსი დაიჭირეთ ვერტიკალურად იმისათის, რომ დამჭერში სათანადოდ შეაღწიოს.

მომზადებული საინექციო  ან საინფუზიო ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი ფერის. გამოყენების წინ ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლაზე. გამოსაყენებლად ვარგისია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.

მომზადების შემდეგ შენახვის ვადა, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არის 12 საათი 300C-ზე.  მიუხედავად ამისა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებსა და  დროზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

ეტაფაცინის ინექცია

საინექციო ხსნარის მომზადება:

40 მგ ინექცია

8 მგ/მლ ესომეპრაზოლის  ხსნარის მომზადება: მოამზადეთ ხსნარი ინტრავენური გზით გამოსაყენებელი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის 5 მლ-ის დამატებით 40 მგ-იანი ესომეპრაზოლის ფლაკონში.

მომზადებული საინექციო ხსნარი ვენებში შეიყვანება მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში.

ეტაფაცინის ინფუზია

საინფუზიო ხსნარის მომზადება:

40 მგ ინფუზია

40 მგ ესომეპრაზოლის ერთი ფლაკონის შემცველობა უნდა გაიხსნას 100 მლ-მდე ინტრავენური გზით გამოსაყენებელ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში.

80 მგ ინფუზია

40 მგ ესომეპრაზოლის ორი ფლაკონის შემცველობა უნდა გაიხსნას 100 მლ-მდე ინტრავენური გზით გამოსაყენებელ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში.

უტილიზაცია

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი ნივთიერების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)