ინტინოვა 5გ ვაგ.გელი #7ტუბი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ინტინოვა (INTINOVA)
გელი- საშოს ლორწოვანი გარსის რეგენერაციისა და ტონუსის აღდგენისთვის
ჰიალურონის მჟავისა და მცენარული ექსტრაქტების კომპლექსი
შემადგენლობა:
ჰიალურონისმჟავა - 10 მგ, ალოე ვერას ექსტრაქტი - 500 მგ, ნუშის ექსტრაქტი - 250 მგ, გამამელისას ექსტრაქტი - 150 მგ, პუერარია მირიფიკას ექსტრაქტი - 100 მგ, ჟენშენის ექსტრაქტი - 100 მგ, ბროწეულის ხის ექსტრაქსტი - 10 მგ.
ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი შემადგენლობის გამო, გელი ინტინოვა:
- ზრდის საშოს ლორწოვანი გარსის ელასტიურობას
- ამაგრებს ვაგინალურ კედელს
- ახორცებს ეროზიებს, მიკრონაპრალებს, მშობიარობის შემდგომ დაზიანებებს
- აუმჯობესებს საშოს ქსოვილების ტროფიკას
- ატენიანებს, იცავს საშოს ინფექციისგან
- ზრდის ინტიმური ცხოვრების ხარისხს
ჰიალურინის მჟავა - შემაერთებელი, ეპითელური, კუნთოვანი, ნერვული ქსოვილის ძირითადი არაუჯრედული ელემენტია, ფარავს საშოს ლორწოვანს და ქმნის მის ზედაპირზე დამცავ ბარიერს, არბილებს და აღადგენს ლორწოვან გარსს, უზრუნველყოფს ქსოვილების სიმტკიცეს, ტონუსს, კვებას და ელასტიურობას. ხელს უწყობს წყლის ოპტიმალური ბალანსს, ახასიათებს რეგენერაციული თვისებები
- ნუშის ექსტრაქტი მის შემადგენლობაში არსებულ ნაწილობრივ უჯერი ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე, მათ შორის, ვიტამინების A, E, ჯგუფი B (B1, B2, B5, B6, B9, B12), H, PP, მიკროელემენტებით და ამინონჟავებით ზრდის საშოს ქსოვილების ტროფიკს, აუმჯობესებს სასქესო ორგანოების სისხლისმიმოქცევას, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რომელიც უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანი გარსის დატენიანებას და ელასტიურობის გაუმჯობესებას, ვაგინალური კედლის გამკვრივებას;
ჰამამელის ესქტრაქტი წარმოადგენს ტანინების წყაროს, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვების გამკვრივების თვისებება, ასევე ატენიანებს ლორწოვან გარსს და ზრდის საშოს ტონუს. ანტიმიკრობული, ანტივირუსული და ანტიფუნგული თვისებების ხარჯზე, ჰამამელისი ხელს უწყობს ვაგინალური ინფექციების თავიდან აცილებას.
პუერარია მირიფიკას ექსტრაქტი ფიტოესტროგენული თვისებების ხარჯზე, აღადგენს საშოს ლორწოვან გარსს, ალაგებს ვაგინალურ ატროფიას ლორწოვან გარსში გაუმჯობესებული სინთეზური პროცესების დახმარებით, აუმჯობესებს სასქესო ორგანოების სისხლისმიმოქცევას. გარდა ამისა, პუერარია მირიფიკა ზრდის ლიბიდოს და მგრძნობელობას სქესობრივი კავშირის დროს;
ჟენშენის ექსტრაქტი ცნობილია ბიო-სტიმულირების, იმუნოსტიმულირების და ადაპტოგენური თვისებებით. ვაგინალური გამოყენების დროს ჟენშენის ექსტრაქტი ზრდის საშოს ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობას პათოგენური მიკროორგანიზმებისა და სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორებისადმი, აუმჯობესებს სისხლძარღვთა ტონუსს და სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში. გარდა ამისა, ჟენშენი ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლის ფუნქციას და ზრდის სქესობრივ აქტივობას;
ბროწეულის ხის ექსტრაქტი გამოხატული ანტიოქსიდანტური და რეპარაციულ თვისებებით, ააქტიურებს სინთეზურ პროცესებს ლორწოვან გარსში, ძირითადად ელასტინის და კოლაგენის ცილებს. ამის ხარჯზე,მნიშვნელოვნად იზრდება საშოს სიმკვრივე და ელასტიურობა. ბროწეულის ექსტრაქტში ორგანული მჟავების არსებობის წყალობით ხდება pH ხარისხის ოპტიმალური დონის შენარჩუნება და ვაგინალური დისბიოზის აღმოფხვრა;
ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი შემადგენლობის გამო, ინტინოვას გელი ატენიანებს, აღადგენს და აუმჯობესებს საშოს ლორწოვანი გარსის ტონუსსა და ელასტიურობას, ასევე ხელს უწყობს ვაგინალური ინფექციების პრევენციას.
ჩვენება:
აღდგენა / რეგენერაცია
- საშვილოსნოს ყელის შეხორცება და ლორწოვანი გარსის აღდგენა მკურნალობის აგრესიული მეთდების შემდეგ (დიათერმოკოაგულაცია, ლაზერული თერაპია, კრიოთერაპია)
- ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი დაზიანებების შეხორცება
- ვაგინალური ლორწოვანის ჰიდრატაციის აღდგენა და PH-ის რებალანსირება
ელასტიურობა / ტონუსი / მგრძნობელობა
- საშოს ტონუსის აღდგენა მშობიარობის შემდეგ
- საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
- საშოს შევიწროვება და გაახალგაზრდავება;
- სქესობრივი აქტის დროს მგრძნობელობის მომატება
- სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტის და ტკივილის მოხსნა
მენოპაუზა
- მენოპაუზის წინა პერიოდი, მენოპაუზა - ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული ადგილობრივი სიმპტომების მოხსნა, როგორიცაა საშოს სიმშრალე და სიმშრალით განპირობებული ქავილი, წვა და გაღიზიანება.
- მენოპაუზური ასაკის ქალებში საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიის პროფილაქტიკა
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
მწოლიარე მდგომარეობაში სრულად შეიყვანეთ ტუბის თხელი ნაწილი საშოში და გამოყავით ტუბის შიგთავსი 2-3 ჯერ დაჭერით.
- საშოს ტონუსისა და ელასტიურობის დაქვეითება - ღამით დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით 2-3 თვე
- მშობიარობის შემდგომი დაზიანებები - მშობიარობიდან 30-40 დღის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში
- საშოს სიმშრალე - ღამით დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით 2-3 თვე
- ატროფიული ვაგინიტი მენოპაუზის პერიოდში - ღამით დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით 2-3 თვე
- დიათერმოკოაგულციის, ლაზერული თერაპიის, კრიოთერაპიის შემდგომი პერიოდი - პროცედურიდან 10-14-ე დღეს 1-2 კვირის განმავლობაში
- დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს - სქესობრივ აქტამდე 30 წუთით ადრე
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: ერთი ტუბი განკუთვნილია ერთი გამოყენებისთვის.
არ შეიძლება ინტინოვა გელის გამოყენება ტუბის მთლიანობის დარღვევისას.
გამოშვების ფორმა : 5 გ გელი ტუბში, შეფუთვაში 7 ტუბი
მწარმოებელი: აუროხემ ლაბორატორის პრაივიტ ლიმითედ. ინდოეთი,
მომწოდებელი: ANANTA MEDICARE, დიდი ბრიტანეთი.