შამპუნი Capila – 100მლ
შამპუნი ’’კაპილა’’ თმისა და კანის დაავადებების სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა.
შემადგენლობა:
- ხორბლის პროტეინი ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და ხელს უწყობს ამინომჟავების დაბალანსებას, კვებავს და ატენიანებს როგორც კანს, ისე თმას.
- გოგირდს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას.
- ფიჭვის ფისს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, ამცირებს ქავილს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს კანის ცხიმოვან ბალანსს.
- B5 პროვიტამინი აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურასა და ტენიანობას, ამაგრებს თმის ძირებს, ამცირებს თმის ცვენის პროცესს, ეწინააღმდეგება ბოლოჭამიების გაჩენას.
- სალიცილის მჟავა ამცირებს კანის აქერცვლას.
ჩვენებები:
ფსორიაზი
სებორეული დერმატიტი
ეგზემა
ატოპიური დერმატიტი
მქავანა დერმატოზები
სოკოვანი დაავადებები
სხვადასხვა გენეზის თმის ცვენა
დემოდეკოზი
აკნე
როზაცეა
ჭარბი ოფლიანობა-ჰიპერჰიდროზი
უკუჩვენებები: შამპუნის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 2 წლამდე ბავშვებისათვის, საჭიროა ექიმის რეკომენდაცია.
გამოყენების წესი: შამპუნი გამოიყენება კვირაში 2-3 ჯერ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე. შამპუნის მცირე ოდენობა დაიტანება თავის თმიან ნაწილსა და კანზე, 3-5 წუთის შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: შეფუთვა კოლოფში 100 მლ.
მწარმოებელი: KURTSAN ILACLARI თურქეთი
დისტრიბუტორი: Delta Pharm