თილოდექსინი 0.1% 25გ კრემი

თილოდექსინი 0.1% 25გ კრემი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 84510
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

თილოდექსინი®

დექსამეტაზონი 0,1%

კრემი - კანზე გამოსაყენებელი ხსნარი

ინსტრუქციის ფურცელი მომხმარებლისთვის

დასახელება: 

თილოდექსინი®, კრემი 0,1%

თილოდექსინი®, კანზე გამოსაყენებლი ხსნარი 0,1%.

შემადგენლობა: 

აქტიური ინგრედიენტი: დექსამეტაზონი.

დამხმარე საშუალებები: კრემი: ცეტოსტეარილის სპირტი, ოლეილოლეატი, თხევადი პარაფინი, ეუმულგინი B-1, მეთილპარაბენი E218, კალიუმის სორბატი, პარფიუმი ფლორალია, წყალი.

კანზე გამოსაყენებელი ხსნარი: იზოპროპილის სპირტი, Peg – 75 ლანოლინი, პარფიუმი ფლორალია, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა:

კრემი, კანზე გამოსაყენებლი ხსნარი.

აქტიური სუბსტანციის შემცველობა: კრემის ყოველი გრამი შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონს. კანზე გამოსაყენებელი ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონს.

აღწერა - შეფუთვა:

კრემი: კოლოფში მოთავსებულია 25 გ ალუმინის ტუბი პოლიეთილენის დამცავი ხრახნიანი თავსახურით და წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი.

კანზე გამოსაყენებელი ხსნარი: კოლოფში მოთავსებულია 60 მლ გაუმჭვირვალე პლასტმასის საწვეთურიანი ფლაკონი და წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ზომიერი  ტოპიკური კორტიკოსტეროიდი.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

PHARMEX S.A.,

132 კიფისუ ავენიუ, 121 31, პერისტერი

ტელ: 0030 210 51 99 200, ფაქსი: 0030 210 51 44 279.

მწარმოებელი: RAFARM AEBE - პაიანია ათენი, ტელ: 0030 210 66 43 835.

რა უნდა იცოდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია:

ტოპიკური კორტიკოსტეროიდები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ისინი თრგუნავენ ანთებითი რეაქციის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა შეშუპება, ფიბრინის დალექვა, კაპილარების დილატაცია, ლეიკოციტების მიგრაცია, კაპილარების პროლიფერაცია, კოლაგენის დალექვა, ფიბრობლასტების პროლიფერაცია და ნაწიბურები. სტერინოიდები თრგუნავენ ანთებით პასუხს მექანიკური, ქიმიური ან იმუნოლოგიური ფაქტორების მიმართ.

ჩვენებები:

კანის ინფექციები, რომლებიც საჭიროებენ მსუბუქ ტოპიკურ კორტიკოსტეროიდებს.

- ვულვის, საშოს, სათესლის პარკის ქავილი

- სებორეული დერმატიტი

- ატოპური ეგზემა ბავშვებში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები არ გამოიყენება არადიაგნოსტირებული დერმატოზების დროს. მათი გამოყენება  თავიდან უნდა იქნას აცილებული ასევე აკნეს, პერიორალური დერმატიტის, ფეხებზე წყლულების, აგრეთვე დამწვრობების დროს, ვინაიდან ისინი თრგუნავენ განკურნების პროცესს.

სპეციალური გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი:

ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, რეკომენდებულია კანის გაწმენდა დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

არ გამოიყენოთ ტოპიკური კორტიკოსტეროიდები სამ კვირაზე მეტ ხანს დერმატოლოგის კონსულტაციის გარეშე.

მინიმუმ 10-15 დღის განმავლობაში განმეორებითი გამოყენებისას, ტაქიფილაქსიის გამო შეიძლება განვითარდეს კორტიკოსტეროიდის მოქმედების დროებით დაქვეითება ან დაკარგვა (განსაკუთრებით ფტორინირებულის). ეს მოვლენა შექცევადია მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.  ფსორიაზის დროს გამოიყენება სიფრთხილით და სპეციალისტის მეთვალყურეობით, ვინაიდან დროებითი სარგებელის გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არსებობს სიმპტომების გაუარესების რისკი.

პოტენციური აბსორბციის შედეგად უარყოფითი ეფექტების გამო,  აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა კანის ფართო უბნებზე ან ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, აგრეთვე მძიმე ნეიროპათიის, სისხლდენის მქონე პაციენტებში და გარდაუვალი ვაქცინაციის შემთხვევებში.

როგორც წესი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყველაზე მსუბუქ, ძლიერმოქმედ კორტისკოსტეროდს, რომელიც მოცემული ჩვენებისას მიიჩნევა ეფექტურად, ხოლო თუ დადასტურებული არ არის ეფექტურობა კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეირჩეს სხვა იმავე მოქმედი ძალის ან უფრო ძლიერი პრეპარატი.

თვალების სიახლოვეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომა.

ადგილობრივად ქუთუთოებზე წასმისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში.

ორსულობა:

ორსულ ქალებში ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ძლიერი კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენება ორსულ ცხოველებში იწვევდა ნაყოფის განვითარების მხრივ ანომალიებს.

ამის გამო, ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ასეთ შემთხვევებში, არ შეიძლება მათი დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივად გამოყენება.

ლაქტაცია:

თუ შეუძლებელია ძუძუთი კვების დროს კორტიკოსტეროიდის გამოყენებისაგან თავის შეკავება, დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შენარჩუნდეს მინიმალურ დონეებზე.

ბავშვები:

მოერიდეთ ბავშვებში გრძელვადიან გამოყენებას.

ბავშვები უფრო მგრძნობიარე არიან ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული სისტემური გვერდითი ეფექტების მიმართ, ვინაიდან მათში ხდება პრეპარატის უფრო დიდი რაოდენობით შეწოვა კანის ზედაპირის ფართობის სხეულის წონასთან უფრო დიდი შეფარდების გამო.

ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ცნობილი არ არის.

სპეციალური გაფრთხილებები დამხმარე საშუალებების შესახებ:

თილოდექსინის კრემი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი). ასევე შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს (მეთილპარაბენი E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ცნობილი არ არის.

დოზირება:

თუ ექიმი არ მოგცემთ სხვაგვარ რეკომენდაციას, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, თილოდექსინის® კრემი  წაისვით დღეში 6-ჯერ კანის დაზიანებულ უბანზე. გაუმჯობესების შემდეგ, წაისვით დღეში 1-3-ჯერ. თილოდექსინის® კრემი კანზე ნაზად წაისვით კიდევ 14 დღე, რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

თუ ექიმი სხვაგვარ მითითებას არ მოგცემთ, თილოდექსინის კანზე გამოსაყენებელი ხსნარი წაისვით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთჯერ ან მეტჯერ.

ჭარბი დოზირება - მკურნალობა:

ჭარბი დოზის გამოყენებისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მოწამვლის ცენტრის ტელ: 210 77 99 777

გვერდითი ეფექტები:

ლოკალური - ადგილობრივად გრძელვადიანი გამოყენების შემდეგ

ძლიერი ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, წასმის ადგილას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები;

წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ბურსიტი, დეპიგმენტაცია, კანის გათხელება, ტელანგიექტაზია. არასათანადო გამოყენებისას კლინიკური სურათის მოდიფიცირება (მიკოზები, მუნი). მეორადი ინფექცია, ადგილობრივი მიკრობული ინფექციები (ლატენტური ინფექციის დაწყება ან არსებულის გამწვავება), სოკოვანი ინფექციები, ენდემური ინფექციების განვითარების ხელშეწყობა. ჭრილობის განკურნების დათრგუნვა, აკნე, პუსტულები, ზაფხულში ოფლის გამოყოფა, პერიორალური აშრევება, როზაცეას ფორმის გამონაყარი, მორეციდივე ფობიაზი პარენქიმას რეციდივისას, სკალპზე ატროფია ნაწიბურებით, სტრეპტოკოკური გამონაყარი, ობობისებრი ვენები, პურპურა, დიფუზური ერითემა, ვეზიკულური ატიპური გამონაყარი, ალერგიული ჰიპერმგრძნობელობა, ადგილობრივი ჰიპერტრიქოზი.

ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების განვითარებისას, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ხშირად არ ვითარდება, თუმცა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს ოკლუზიური სახვევის ან გრძელვადიანი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

ზოგადი - გრძელვადიანი ტოპიკური გამოყენების შემდეგ

HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა, პლაზმაში კორტიზოლის დონის დაქვეითება - კუშინგის სინდრომი.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა, თუ ის გამოტოვებს დოზას:

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ, რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, არამედ გააგრძელდეთ მკურნალობა დადგენილი რეჟიმით.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პროდუქტის ვარგისიანობის ვადის შესახებ: მითითებულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე. ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.

შენახვის განსაკუთრებული პირობები:

შეინახეთ 30 0C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ფურცლის ბოლო შესწორების თარიღი:

7-2-2003.

ინფორმაცია პრეპარატების რაციონალური გამოყენების შესახებ

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ ექიმის მიერ თქვენი სპეციფიკური სამედიცინო პრობლემის გამო. არ მისცეთ ეს პრეპარატი სხვა პირებს ან არ გამოიყენოთ ის ნებისმიერი სხვა დაავადებისთვის, წინასწარ ექიმისგან რჩევის მიღების გარეშე.

- თუ მკურნალობის დროს რაიმე პრობლემა წარმოიშვა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა დანიშნული პრეპარატის შესახებ ან თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, დაუყოვნებლივ ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- იმისათვის, რომ დანიშნული პრეპარატი იყოს ეფექტური და უსაფრთხო, ის ყოველთვის უნდა მიიღოთ მოცემული ინსტრუქციების მიხედვით.

- თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია, რომ ყურადღებით წაიკითხოთ ნებისმიერი ინფორმაცია დანიშნული პრეპარატის შესახებ.

- პრეპარატები არ შეინახოთ სააბაზანოს კარადებში, ვინაიდან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პრეპარატებზე და ამით პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

- არ შეინახოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან რომელთა ვარგისიანობის ვადაც გასულია.

- უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.