თილოდექსინი 0.1% 5მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
თილოდექსინი ®
თვალის წვეთები, 0,1% ხსნარი
დასახელება:
თილოდექსინი®, თვალის წვეთები, ხსნარი 0,1%
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი.
დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დიჰიდრატი ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ფოსფატის მონობაზიური მონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები, ხსნარი.
მოქმედების ძალა: ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1.316 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, რაც შეესაბამება 1.00 მგ დექსამეთაზონს.
აღწერა - შეფუთვა:
თილოდექსინი® არის გამჭვირვალე, სტერილური, უფერო სითხე. წარმოდგენილია 5 მლ პლასტმასის საწვეთურიან ფლაკონებში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდი.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
PHARMEX S.A.,
132 კიფისუ ავენიუ, 121 31, პერისტერი
ტელ: 0030 210 51 99 200, ფაქსი: 0030 210 51 44 279.
მწარმოებელი: KOPER S.A.,
64 არისტოვოლუ, 118 53, ათენი, ტელ: 0030 210 34 62 108, ფაქსი: 0030 210 34 61 611.
რა უნდა იცოდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის შესახებ
|
ზოგადი ინფორმაცია:
თილოდექსინი® თვალის წვეთები შეიცავენ აქტიურ ინგრედიენტს დექსამეტაზონს, რომელიც არის კორტიკოსტეროიდი. დექსამეტაზონი გამოიყენება სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული თვალის ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ.
ჩვენებები:
თილოდექსინი® თვალის წვეთები გამოიყენება თვალის იმ ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც რეაგირებენ კორტიკოსტეროიდებზე და როგორიცაა: ალერგიული კონიუნქტივიტი, გაზაფხულის კონიუნქტივიტი, ეპისკლერიტი, როზაცეა, ზედაპირული კერატიტი, ჰერპეს ვირუსული კერატიტი, ირიდოციკლიტი და მიკრობული კონიუნქტივიტის შერჩეული შემთხვევები (შესაფერის ანტიმიკრობულ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში). ასევე ნაჩვენებია ქიმიური ჭრილობებით, რადიაციით, უცხო სხეულების შეღწევის და დამწვრობების შედეგად სკლერას დაზიანებისას.
უკუჩვენებები:
პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ მძიმე პრობლემები. ამიტომ, თილოდექსინის® თვალის წვეთების გამოყენების წინ ექიმს უთხარით, თუ გაწუხებთ მწვავე მარტივი ჰერპესული კერატიტი (დენდრიტული კერატიტი), მიკოზი ან კონიუნქტივას ინფექციები ან მიკოზი, თვალის ტუბერკულოზი, ალერგია თვალის წვეთების ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, გლაუკომა ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა გლაუკომა.
სპეციალური გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ზოგადი:
თილოდექსინის® თვალის წვეთები გამოყენების წინ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ თვალის დაზიანება მარტივი ჰერპესის ვირუსის შედეგად. თუ იყენებთ თილოდექსინის® თვალის წვეთებს 10 დღეზე მეტ ხანს, ხშირად გაიარეთ შემოწმება ოფთალმოლოგთან. მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. თილოდექსინის® თვალის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალშიდა წნევის მომატება წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში, მეორადი ინფექციების განვითარება (გამოწვეული ბაქტერიებით, სოკოებით ან ვირუსებით), კატარაქტა, ასევე დააყოვნონ ჭრილობის განკურნება. ერთდროულად სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატების ჩაწვეთება უნდა მოხდეს მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალებით.
ხანდაზმულები
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური ინფორმაცია ხანდაზმულებში ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შესახებ, გამორიცხული არ არის, რომ მათ გამოიწვიონ ახალგაზრდებში განვითარებული გვერდითი ეფექტების ან პრობლემებისაგან განსხვავებული მოვლენები.
ორსულობა:
თილოდექსინის® თვალის წვეთები ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას, ექიმის რჩევით და მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაცია:
თილოდექსინის® თვალის წვეთები არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. თუ შეუძლებელია ამ პრეპარატის გამოუყენებლობა, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.
ბავშვები:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ცნობილი არ არის.
სპეციალური გაფრთხილებები დამხმარე საშუალებების შესახებ:
თილოდექსინის® თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ჩაწვეთებამე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის შემდეგ. ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას. თილოდექსინის® თვალის წვეთები შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი ეფექტი ანტი-დოპინგის კონტროლზე, როგორიცაა შარდში ტესტი კორტიკოსტეროიდებზე.
ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
ცნობილი არ არის.
ნებისმიერ სხვა პრეპარატთან ერთად თილოდექსინის® თვალის წვეთების გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
დოზირება:
ჩაიწვეთეთ ერთი ან ორი წვეთი კონიუნქტივალურ პარკში დღეში 3-5-ჯერ. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება ჩაწვეთება ყოველ საათში. ხანგრძლივი გამოყენებისა და უფრო ხშირი ჩაწვეთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება თქვენი ექიმის მიერ.
გამოყენების წესი
1. თავი უკან გადასწიეთ.
2. დაიდეთ თითი ლოყაზე ქუთოთოს ქვემოთ და ნაზად ქვემოთ ჩამოსწიეთ ქუთუთო.
3. ფლაკონის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს ისე, რომ არ შეეხოთ თვალს, რათა არ დაბინძურდეს წვერი (ხოლო შემდეგ ბოთლში არსებული ხსნარი) და ჩაიწვეთეთ ერთი ან ორი წვეთი თვალსა და ქუთოთოს შორის არსებულ სივრცეში.
4. ყოველი გამოყენების შემდეგ თავსახური კარგად დაახურეთ, რომ თავიდან აიცილოთ შემცველობის დაბინძურება.
5. ფლაკონის წვერი არ უნდა შეეხოს რაიმე ზედაპირს, რათა არ მოხდეს მისი შემცველობის დაბინძურება.
ჭარბი დოზირება - მკურნალობა:
თუ თვალში ჩაიწვეთებთ უფრო დიდ დოზას, ამოიბანეთ გამდინარე თბილი წყლით. თუ პრობლემები შეგაწუხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ შემთხვევეით გადაყლაპეთ თილოდექსინის® თვალის წვეთები, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექმს ან ფარმაცევტს.
მოწამვლის ცენტრის ტელ: 210 77 99 777
გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები არ არის ხშირი, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ, თუ განვითარდა: თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, რაც შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დარღვევებით, თვალის ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება და მუცლის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, კატარაქტები, ინფექციების გამწვავება ან მეორადი ინფექციები, რქოვანას პერფორაცია და იშვიათად სისტემური გვერდითი ეფექტები, ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ პრეპარატის აბსორბციის გამო. იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანება უცხო სხეულის შეგრძნებით, ცრემლდენა, ჩხვლეტის შეგრძნება და წვა.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატმა გამოიწვია რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს ან უშუალოდ წამლის ეროვნულ სააგენტოს (მესეგეიონი 284, 15562, ჰოლარგოსი, www.eof.gr).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა, თუ ის გამოტოვებს დოზას:
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ, რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, არამედ გააგრძელდეთ მკურნალობა დადგენილი რეჟიმით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა პროდუქტის ვარგისიანობის ვადის შესახებ: პრეპარატი უნდა გამოიყენოთ კოლოფსა და ეტიკეტზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება არ შეიძლება. 30 დღე ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ, ხოლო ნებისმიერი ნარჩენი უნდა განადგურდეს.
შენახვის განსაკუთრებული პირობები:
შეინახეთ 25 0C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ინფორმაცია პრეპარატების რაციონალური გამოყენების შესახებ |
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ ექიმის მიერ თქვენი სპეციფიკური სამედიცინო პრობლემის გამო. არ მისცეთ ეს პრეპარატი სხვა პირებს ან არ გამოიყენოთ ის ნებისმიერი სხვა დაავადებისთვის, წინასწარ ექიმისგან რჩევის მიღების გარეშე. - თუ მკურნალობის დროს რაიმე პრობლემა წარმოიშვა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა დანიშნული პრეპარატის შესახებ ან თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, დაუყოვნებლივ ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - იმისათვის, რომ დანიშნული პრეპარატი იყოს ეფექტური და უსაფრთხო, ის ყოველთვის უნდა მიიღოთ მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. - თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია, რომ ყურადღებით წაიკითხოთ ნებისმიერი ინფორმაცია დანიშნული პრეპარატის შესახებ. - პრეპარატები არ შეინახოთ სააბაზანოს კარადებში, ვინაიდან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პრეპარატებზე და ამით პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. - არ შეინახოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან რომელთა ვარგისიანობის ვადაც გასულია. - უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. |